პროდუქტის აღწერა ბიზნეს გეგმაში

                    ..

ლევან შენგელია. ბიზნეს გეგმების შედგენა. თბილისი 2010 .
          გადასვლა ნაშრომის “ლევან  შენგელია. ბიზნესგეგმების შედგენასათაო გვერდზე

 პროდუქტის აღწერა ბიზნეს-გეგმაში

თუ კომპანიის საქმიანობა გულისხმობს პროდუქციის გაყიდვას, ბიზნეს-გეგმაში უნდა იყოს პროდუქციის აღწერის პარაგრაფი. აღწერაში უნდა ჩანდეს, თუ როგორ შევა პროდუქტი არსებულ ან ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფ ბაზარზე და რატომ მიიღებს მას ბაზარი. თუკი პროდუქტი იმყოფება შემუშავების სტადიაზე, დეტალურად მიუთითეთ, თუ რა რჩება გასაკეთებელი იმისათვის, რომ პროდუქტი მზად იყოს ბაზარზე გასატანად.

ინვესტორებს, ჩვეულებრივ, არ აინტერესებთ კომპანია, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ერთადერთ პროდუქტს. ამიტომ ბიზნეს-გეგმაში უნდა აჩვენოთ მომავლისათვის ერთი პროდუქტიდან სხვა თანმხლებ პროდუქტებზე ლოგიკური, გამართული გადასვლის შესაძლებლობა.          

 
<<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>>>
..