გოგი თოფაძე (მეწარმე):
რამდენიმე წლის წინ ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ავტომანქანის ძრავაში წყალი ადუღდა, აფეთქდა და ზედ შემომესხა. ისე ძლიერ ვიყავი დამწვარი, კანი მთელ სხეულზე ნაკუწებად მეკიდა. არც დავფიქრებულვარ, პირდაპირ დეიდა ქეთოსთან წავედი. ჯერ კანი ამაჭრეს, დამწვარი ადგილები დამიმუშავეს და მერე თურმანიძის მალამო წამისვეს. ორი კვირა მკურნალობდნენ. დამწვრობის იოტისოდენა კვალიც არ დამრჩენია და მათი წყალობით ის საშინელი დღეც დამავიწყდა. მიხარია რომ თურმანიძის მალამო დღეს აფთიაქებში იყიდება და ყვლასათვის ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
მარინა თოფაძე, გოგი თოფაძის მეუღლე, პედაგოგი:
ამ არაჩვეულებრივმა ხალხმა და მათმა თურმანიძის მალამომ არაერთხელ გვიხსნეს გასაჭირისგან. ერთხელ მეზობლის ბავშვმა ჩვენს შვილს ცხელი პლასტილინი მიასხა. დამწვრობა ძვლამდე იყო ჩასული. დილა-საღამოს თურმანიძეებთან დამყავდა გადახვევებზე და ცოტა ხანში იარა უკვალოდ ამოევსო.
როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ არ მიყვარდეს ეს ოჯახი? მათ ხომ უდიდესი დამსახურება მიუძღვით უამრავი ადამიანის წინაშე, რომელთაც ასე განურჩევლად და უანგაროდ ეხმარებიან! თუ მალამო დაგვჭირდა მე და ჩემი ოჯახი მხოლოდ დეიდა ქეთოს თურმანიძის მალამოებს ვხმარობ და შეიძლება ითქვას თურმანიძის მალამო ჩემი ოჯახის მალამოა.