ბავშვი 1 წლისა და 7 თვის ასაკში

  • თურმანიძის მალამოები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (12 – 18 თვის)
ბავშვის ფეხსაცმელი (12 – 18 თვის)  
ბავშვის ტანსაცმელი (გოგონებისთვის)

19 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათი უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინოს დილით და სადილობის დროსაც. გარკვეულ ნაწილს პრობლემა ექმნება დღის განმავლობაში დაძინებასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიის ბავშვები ჭირვეულობენ და არ სურთ შუადღეს დაძინება.

ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის) 

საერთოდ, ამ ასაკის ბავშვები სრულებით კმაყოფილდებიან სადილობის შემდეგ ძილით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ 2 საათის მანძილზე იძინონ. თუ თქვენი პატარა ეწინააღმდეგება დღის განმავლობაში ძილს, არ დააძალოთ, შეუქმენით მას მშვიდი გარემო და, ადრე თუ გვიან, მას ბუნებრივად მოუნდება დაძინება. ოდნავ ჩააბნელეთ მისი ოთახი, წაუკითხეთ რაიმე წიგნი, მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა და ზოგადად, შეუქმენით ძილისთვის შესაფერი გარემო. თუ, ამის მიუხედავად, მაინც არ დაეძინა, ხმაურიანი თამაშისგან მაინც დაისვენებს ისიც და რა თქმა უნდა – თქვენც.

ხშირი ჭირვეულობა `აუტანელი ორწლიანების~ დამახასიათებელი თვისებაა. ჯერ კიდევ 12 თვის ასაკიდან ბავშვები იწყებენ ყვირილს, ტირილს, კბენასაც კი, როდესაც ვერ იღებენ, რაც სურთ. თუმცა, კარგად ჯერ არ იციან, რა უფრო მოსწონთ. 19 თვის ბავშვი ამ მხრივ გაცილებით განვითარებულია (მაგალითად, მას იტაცებს პატარა სატვირთო მანქანით თამაში და ამავე დროს, სულაც არ მოსწონს, როდესაც მშობლები მოუწოდებენ, თამაში შეწყვიტოს და დასაძინებლად წავიდეს). ამას გარდა, იგი იწყებს ყურის წაყრუებას იმის გამო, რომ მას რაიმეზე უარი უთხრეს, ან გეგმები ჩაეშალა და სურვილი არ აუსრულდა.

რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვებს არ ჰყოფნით სიტყვათა მარაგი საკუთარი სურვილებისა და გრძნობების სრულად გამოხატვისთვის. ეს გარემოება იწვევს ბავშვური კაპრიზების კასკადს. როდესაც ბავშვი, ვთქვათ, დაღლილია, მშიერია, რაღაც სტკივა, მოწყენილია ან ზედმეტად არის აღგზნებული, იგი უეცრად იწყებს აფეთქებას, გაბრაზებას, ჩხუბს, ისტერიკებს; თუ ამ გარემოებას შესაფერის ყურადღებას მიაქცევთ და დროულად იზრუნებთ, რომ მას არ მოშივდეს, არ გადაიღალოს, დიდხანს არ დარჩეს ყურადღების გარეშე, შეძლებთ ხსენებულ პრობლემათა თავიდან აცილებას. ამგვარი უეცარი აფეთქება 3–დან 4 წლამდე ასაკში თანდათან ქრება, რადგან ბავშვი არა მარტო კარგად ეუფლება ენას და უკეთ შეუძლია საკუთარი სურვილების გადმოცემა, არამედ თანდათან საკუთარი თავის კონტროლსაც ეჩვევა. მანამდე კი, როცა თქვენი პატარას ჭირვეულობა ძალიან შეგაწუხებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, დაითვალეთ ათამდე და იფიქრეთ, რომ ეს ყოველივე მალე გაივლის.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 1 წლისა და 7 თვის ასაკში

წლისა და შვიდი თვის ბავშვი19 თვის ბავშვი, გარკვეულწილად, უკვე ჩამოყალიბებული, პატარა ადამიანია, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პიროვნებას. შეუძლია საკუთარი სახელის წარმოთქმა და სარკეში თავისი გამოსახულების ცნობა. ამასთან, ის ,,დიდი გამმეორებელია” – სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ყველაფერში, რასაც თქვენ სახლში აკეთებთ. მნიშვნელობა არ აქვს, იატაკს წმენდთ, თეთრეულს აუთოვებთ თუ სადილს ამზადებთ, მას სურს, ყველაფერში მოგეხმაროთ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, თქვენი მზრუნველი ბუთხუზას დახმარება საქმეს აფერხებს, თუ ძალიან არ ჩქარობთ, შეეცადეთ, თქვენი საქმიანობა ერთგვარად თამაშად აქციოთ (მაგალითად, სთხოვეთ მას ასეთი რამ: ,,შეგიძლია, ამ წინდებიდან წითელი ფერის ამოარჩიო?” ან კიდევ: ,,თუ შეიძლება, ეს ხელსახოცები მაგიდაზე დაალაგე” და ა.შ.).

არასდროს დასაჯოთ იგი დახმარების სურვილისთვის. არ დაგავიწყდეთ, როდესაც იგი მოზარდი გახდება, შესაძლოა,  სახლში მოხმარება სთხოვოთ კიდეც!


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

Share this...Share on Facebook
Facebook