ორსულობის 24–ე კვირა

ორსულობის 24–ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧ ,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♥ ორსულთა კაბები 
♥ ორსულთა მაისურები 
♥ ორსულთა შარვლები 
♥ ორსულთა შორტები 
♥ ორსულთა ქამრები 
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი 
♥ ორსულთა ქვედა საცვლები 
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები 
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის 
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის 
♥ თეთრეული ორსულთათვის 
♥ ჯინსები ორსულთათვის 
♥ კოლგოტები ორსულთათვის  
♥ ტოპები ორსულთათვის  


ორსულობის 24–ე კვირა – ორსულობის 24–ე (ოცდამეოთხე) კვირას ნაყოფის წონა 600 გრამამდე გაიზარდა. მას 30 სანტიმეტრის სიგრძის, თუმცა გამხდარი სხეული აქვს. მაგრამ ეს არაფერია: მთელი დარჩენილი პერიოდი იგი დაკავებული იქნება კანქვეშა ცხიმის დაგროვებით. მურა ანუ წაბლისფერი ცხიმი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა; მისი წვის შედეგად, ორგანიზმში გამოყოფა დიდი რაოდენობით სითბო და ატფ (ეს არის სპეციალური ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო ყველა პროცესის განხორციელებას).
ორსულობის 24–ე (ოცდამეოთხე) კვირას, ნაყოფს კანი თხელი, ნახევრად გამჭვირვალე და დანაოჭებული აქვს. უწყვეტად ვითარდება ტვინი და ენის დვრილები, რომლითაც გემოს ვგრძნობთ.
ფილტვებში წარმოიქმნება სასუნთქი `ხის~ `ტოტები~ და უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების წარმოქმნას.
ეს ნივთიერება – სუბსტანცია – ფილტვებს ჰაერით ავსებაში ეხმარება.
მთავრდება თავის ტვინის განყოფილებების ფორმირება. თანდათან მის ზედაპირზე ჩნდება ღარები და ნაოჭები
ორსულობის 24–ე (ოცდამეოთხე) კვირა ნაყოფის მოძრაობა საგრძნობლად ენერგიული ხდება.
ის თავისუფლად გადაადგილდება სანაყოფე სითხეში. ნაყოფის აქტიურობის პერიოდს ძილის პერიოდი ცვლის, რომელიც დღე-ღამეში 16-დან 20 საათამდე გრძელდება.
სხვათა შორის, ამ პაწაწინა ადამიანის ტვინის ელექტროენცეფალოგრამამ მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ნაყოფის ძილს გააჩნია ზრდასრული ადამიანის ძილისთვის დამახასიათებელი ორი ფაზა: ეს არის სწრაფი და ნელი ძილის ფაზები.
შენთვის ალბათ საინტერესო იქნება ის, რომ შენი მომავალი პირმშოს დროის 50 პროცენტი სწრაფ ძილზე მოდის მაშინ, როდესაც ზრდასრულ ადამიანებში ეს მონაცემი 20 პროცენტს არ აღემატება.

სანაყოფე წყლები

ორსულობის 24–ე (ოცდამეოთხე) კვირას  სანაყოფე წყლების ანუ ამნიოტური სითხის მოცულობა სწრაფად მატულობს. შედარებისთვის: მისი მოცულობა, დაფეხმძიმებიდან 12 დღის შემდეგ, შეადგენს 50 მილიგრამს, ორსულობის შუა პერიოდში – 400 მილიგრამს, ხოლო 36-38-ე კვირას მაქსიმუმს, ანუ 1 ლიტრს აღწევს.
სანაყოფე წყლები რამდენიმე ფუნქციას ასრულებს:
– ქმნის გარემოს, სადაც ნაყოფს თავისუფლად და აქტიურად შეუძლია მოძრაობა. – წარმოადგენს ერთგვარ ამორტიზატორს, რაც პატარას მექანიკური დარტყმებისგან იცავს.
– არეგულირებს ტემპერატურას.
– ხელს უწყობს მომავალი პირმშოს განვითარებას.
მთელი ორსულობის განმავლობაში სანაყოფე წყლების შემადგენლობა იცვლება.
ორსულობის პირველ ნახევარში იგი ძალიან ჰგავს დედის პლაზმას, ანუ სისხლში არსებულ სითხეს, თუმცა, პლაზმისგან განსხვავებით, ნაკლებ პროტეინს შეიცავს. თანდათან ამ წყლებში ჩნდება ფოსფოლიპიდები – ნივთიერება, რომელსაც ნაყოფის ფილტვები გამოიმუშავებს.
წყლები აგრეთვე შეიცავს ნაყოფის სისხლის ძველ უჯრედებს, ეპიდერმისის ქერცლებს, თმის ღინღლებს. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, სანაყოფე წყლების მოცულობა იზრდება ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის ხარჯზე.
სანაყოფე ბუშტში ცურვისას პატარა სისტემატურად ყლაპავს წყლებს.
თუ არ ყლაპავს, წარმოიქმნება სანაყოფე წყლების სიჭარბე – მრავალწყლიანობა (ჰიდროამნიოზი და პოლიჰიდროამნიოზი).
ამის საწინააღმდეგოდ, თუ ნაყოფი თირკმელების არქონის გამო ვერ გამოყოფს ურინს, სანაყოფე წყლები მცირდება – ვითარდება მცირეწყლიანობა (ოლიგოჰიდროამნიოზი).
სანაყოფე წყლები ძალზე მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის. თუ იგი საკმარისი არაა ან პირიქით, ჭარბად არის, პატარას ზრდის ტემპი ნელდება.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის 24–ე (ოცდამეოთხე) კვირას საშვილოსნო ჭიპიდან 3,8-5,1 სანტიმეტრით, ბოქვენის ძვლიდან 24 სანტიმეტრით ზემოთ არის განლაგებული. მუცლისა და მკერდის დაჭიმულ კანზე ზოგჯერ ქავილს გეწყება. თუ იგი ამასთან ერთად გამომშრალიცაა, მისი დატენიანება-დასველება დაგეხმარება ქავილის შემცირებაში. შესაძლოა, თვალები შუქისადმი მგრძნობიარე გახდეს და მასაც განუვითარდეს სიმშრალე. ეს ორსულობის ერთ-ერთი ნორმალური სიმპტომია.
24-ე და 28-ე კვირებს შორის პერიოდში ფეხმძიმეებს სისხლში შაქრის შემცველობაზე უკეთებენ ტესტს.
თუ მაღალია შაქრის შემცველობა, ანუ ფეხმძიმეს დიაბეტი აქვს, იქმნება მძიმე მშობიარობის რისკი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ამჯობინებენ მშობიარობას საკეისრო კვეთით. საქმე ისაა, რომ დედის მაღალი შაქრიანობა ნაყოფს „აიძულებს“, ნორმაზე მეტი ცხიმი დააგროვოს.
გარდა ამისა, ეს შეიძლება მშობიარობისას ბავშვის დაბალი წნევის მიზეზიც გახდეს. ჯანმრთელი ფეხმძიმესთვის კი, რომელსაც დიაბეტი არ აწუხებს, შარდში გარკვეული რაოდენობით შაქრის არსებობა ნორმალური მოვლენაა. ეს ხდება შაქრის დონის ცვლილებისა და თირკმელებში მისი მიმოცვლის გამო.

თირკმელები აკონტროლებენ ორგანიზმში შაქრის რაოდენობას; თუ შაქარი ჭარბად გროვდება, მაშინ მისი ნაწილი შარდთან ერთად გარეთ გამოიდევნება.
შარდში შაქრის არსებობას გლუკოზურია ეწოდება. დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის სისხლის ორი სახის ანალიზს აკეთებენ: სისხლში შაქრის შემცველობასა და გლუკოზის განსაზღვრაზე ორგანიზმის დატვირთვის შემდეგ.
ანალიზს აკეთებენ უზმოზე. რჩევა: ანალიზის წინა დღეს ივახშმე და დილით, საუზმემდე წადი ლაბორატორიაში. ქალების ორ პროცენტს ორსულობის დროს უვითარდება დიაბეტის მსუბუქი ფორმა, რომელსაც ორსულთა დიაბეტს უწოდებენ. მისი გაჩენის ალბათობა მით უფრო მეტია, რაც უფრო დიდი ასაკისაა მომავალი დედა. ორსულთა დიაბეტთან გამკლავებაში დიეტა დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, ორსულთა დიაბეტი  მშობიარობის შემდეგ მთლიანად ქრება.  მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 24-ე კვირა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 24–ე კვირას ნაყოფის წონა 600 გრამამდე გაიზარდა. მას 30 სანტიმეტრის სიგრძის, თუმცა გამხდარი სხეული აქვს.
🟡 მაგრამ ეს არაფერია: მთელი დარჩენილი პერიოდი იგი დაკავებული იქნება კანქვეშა ცხიმის დაგროვებით.
🧠 ნაყოფს კანი თხელი, ნახევრად გამჭვირვალე და დანაოჭებული აქვს. უწყვეტად ვითარდება ტვინი და ენის დვრილები, რომლითაც გემოს ვგრძნობთ.
📅 ორსულობის 24–ე კვირას სანაყოფე წყლების ანუ ამნიოტური სითხის მოცულობა სწრაფად მატულობს.
🔎 სანაყოფე წყლები რამდენიმე ფუნქციას ასრულებს:
✅ ქმნის გარემოს, სადაც ნაყოფს თავისუფლად და აქტიურად შეუძლია მოძრაობა.;
✅ წარმოადგენს ერთგვარ ამორტიზატორს, რაც პატარას მექანიკური დარტყმებისგან იცავს;
✅ არეგულირებს ტემპერატურას;
✅ ხელს უწყობს მომავალი პირმშოს განვითარებას.
🧪 ორსულობის პირველ ნახევარში იგი ძალიან ჰგავს დედის პლაზმას, ანუ სისხლში არსებულ სითხეს, თუმცა, პლაზმისგან განსხვავებით, ნაკლებ პროტეინს შეიცავს.
⭕️ თანდათან ამ წყლებში ჩნდება ფოსფოლიპიდები – ნივთიერება, რომელსაც ნაყოფის ფილტვები გამოიმუშავებს. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, სანაყოფე წყლების მოცულობა იზრდება ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის ხარჯზე.
🖇 სანაყოფე ბუშტში ცურვისას პატარა სისტემატურად ყლაპავს წყლებს. თუ არ ყლაპავს, წარმოიქმნება სანაყოფე წყლების სიჭარბე – მრავალწყლიანობა (ჰიდროამნიოზი და პოლიჰიდროამნიოზი).
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან –
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის24კვირა #24კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #24კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #დიატაორსულებისთვის #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ფილტვებისგანვითარება #ორსულთაჯანმრთელობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”