ორსულობის 25-ე კვირა

ორსულობის 25-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 


ორსულობის 25-ე კვირა – ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას ნაყოფის წონა 700 გრამს აღწევს. მან უკვე დაიწყო ცხიმის დაგროვება.
დანაოჭებული კანი თანდათან სწორდება და ნაყოფი სულ უფრო მეტად ემსგავსება ახალშობილს. ალბათ, უკვე გაირჩევა თმის ფერი და ტექსტურაც; თუმცა, დაბადების შემდეგ, ერთი და მეორეც არაერთხელ შეიცვლება. ამ პერიოდში ინტენსიურად გრძელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრება.
ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას  პატარას შეუძლია სმენისა და მხედველობის გამაღიზიანებლებზე რეაგირება: იგულისხმება კაშკაშა სხივი და მკვეთრი ბგერა.
თუ ფეხმძიმის მუცლისკენ ძლიერ შუქს მივმართავთ, ნაყოფს აუცილებლად ექნება საპასუხო მოძრაობითი რეაქცია: ამოძრავებს ქუთუთოებს, ხელებს, ფეხებს და თავს.
მკვეთრი ბგერების საპასუხოდ, ნაყოფი შიშის შედეგად იჭიმება და ძალიან მოუსვენრად გამოიყურება. შენი ბავშვი ორსულობის ამ ეტაპზე რომ დაიბადოს, მას ექნება გადარჩენი შანსი. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მედიცინამ დიდ წარმატებებს მიღწია, დღენაკლი ბავშვების მოვლისა და გადარჩენის თვალსაზრისით. უახლესი მოწყობოლობები საშუალებას იძლევა, ასეთ ახალშობილებსაც შეუნარჩუნონ სიცოცხლე.

თუ ბავშვი ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარაა, 1 კილოგრამსაც კი არ იწონის; შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის.
მას საავადმყოფოში რამდენიმე თვის გატარება მოუწევს, რა დროსაც საკმაოდ დიდია მისი დაინფიცირების რისკი. თუმცა, მას შეუძლია გადარჩეს. ნუ გეშინია – ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, შენ მსგავსი რამ არ მოგელის; თავისუფლად შეგიძლია, ნაყოფი დადგენილ ვადამდე მიიყვანო.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას შენ იმდენად გრაციოზული აღარ ხარ, როგორც ადრე. არც ახლაც დაივიწყო მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება, მაგრამ ზომიერებაც ძალზე მნიშვნელოვანია.
დაუყოვნებლივ შეწყვიტე ვარჯიში, თუ იგრძნობ რაიმე ტკივილს, დაღლილობას, ან ჰაერის უკმარისობას.
ზურგზე ხანგრძლივად არ იწვე.
არც ისეთი ვარჯიშები შეასრულო, რომლის დროსაც შესაძლოა წონასწორობა დაკარგო.

შეიძლება ამ პერიოდში შენმა ექიმმა სისხლის აგიღოს, რათა იგი ანემიაზე გამოიკვლიოს.
იმის გამო, რომ შენს ორგანიზმში სისხლის მოცულობა იზრდება, მოცულობის ერთ ერთეულზე სისხლის წითელი ნაწილაკების (ერითროციტების) რაოდენობა იკლებს.
ეს ითვლება ფიზიოლოგიური ანემიის გამოვლინებად. იგი დამახასიათებელია მეორე და მესამე ტრიმესტრისთვის.
ანემიის დროს (ერითროციტების ერთ-ერთი კომპონენტის, ჰემოგლობინის შემცველობა იკლებს), შენი ექიმი დაგინიშნავს  საჭირო მედიკამენტებს. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 25-ე კვირა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 25-ე კვირა
📐 ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას ნაყოფის წონა 700 გრამს აღწევს. მან უკვე დაიწყო ცხიმის დაგროვება.
🟡 დანაოჭებული კანი თანდათან სწორდება და ნაყოფი სულ უფრო მეტად ემსგავსება ახალშობილს.
🦴 ამ პერიოდში ინტენსიურად გრძელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრება.
🌞 ორსულობის 25-ე კვირას პატარას შეუძლია სმენისა და მხედველობის გამაღიზიანებლებზე რეაგირება: იგულისხმება კაშკაშა სხივი და მკვეთრი ბგერა.
👀 თუ ფეხმძიმის მუცლისკენ ძლიერ შუქს მივმართავთ, ნაყოფს აუცილებლად ექნება საპასუხო მოძრაობითი რეაქცია: ამოძრავებს ქუთუთოებს, ხელებს, ფეხებს და თავს.
👂 მკვეთრი ბგერების საპასუხოდ, ნაყოფი შიშის შედეგად იჭიმება და ძალიან მოუსვენრად გამოიყურება.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ – https://bit.ly/3Ltumcw
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის25კვირა #25კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #25კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #დიატაორსულებისთვის #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ძვლებისგანვითარება #ცხიმისდაგროვება #ორსულთაჯანმრთელობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”