ბავშვი და მუსიკა

ბავშვი და მუსიკა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

იმისათვის, რომ ბავშვებს გაუღვივოთ მუსიკისადმი სიყვარული, არ არის აუცილებელი იყოთ ამ სფეროს წარმომადგენელი ან აბსოლუტური სმენის პატრონი.
თუ პირადად თქვენ სიამოვნებას განიჭებთ მუსიკის მოსმენა, მაშინ უთუოდ შეძლებთ პატარასაც ასწავლოთ მისი მოსმენა და გაგება.


ბავშვი და მუსიკასაბავშვო მუსიკა

ციფრული, CDs & ვინილის მუსიკა

 


ბავშვი ბგერებზე უკვე მუცლადყოფნის პერიოდში რეაგირებს და თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ აქტივობის ცვალებადობით გამოხატავს.
სამი თვის ბავშვი, როგორც კი გაიგებს მუსიკას, იწყებს აქტიურ მოძრაობას, მაგალითად, ტრიალდება ან ქანაობს, ან “მღერის” თავის ენაზე. 5 თვის ასაკში პატარა უკვე არჩევს (ანასხვავებს) ჰარმონიულ მუსიკალურ ფრაზას კაკაფონიისგან.
6 თვის ასაკში ის ცდილობს ბგერების იმიტაციას და ერთი წლის ასაკში მას უკვე შეუძლია ამოიცნოს ადრე გაგებული მუსიკალური რიტმი. წლინახევრის ასაკში კი “ღიღინებს”საყვარელ მელოდიას.

მუსიკალური აღზრდა

ბავშვის მუსიკალური აღზრდა შეგიძლიათ დაბადებიდან დაიწყოთ.
ყველაზე პირველი და ყველაზე სრულყოფილი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პატარები ეცნობიან,- დედის ხმაა, მისი აივნანა. უკეთესია, თუ ძილის პირულს საკუთარი ხმით მღერით და არ ცვლით მას აუდიო ჩანაწერით. ნუ შეგაჩერებთ ხმის ან სმენის არქონა. როგორი კარგიც არ უნდა იყოს აუდიო ჩანაწერი, ის მაინც ვერ შეცვლის დედასთან სიახლოვეს, როდესაც ის გულში იკრავს პატარას და უმღერის იავნანას.
რასაკვირველია, მუსიკალური აღზრდა წარმოუდგენელია მუსიკის მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში საუკეთესოა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები.
ჩართეთ ისინი დაბალ ხმაზე და ერთად მოუსმინეთ მაშინ, როდესაც სხავადსხვა საქმიანობით ხართ დაკავებული (თამაშის, საკვების მიღების, მასაჟის, ჩაცმის თუ გახდის დროს). საძილე მუსიკა უთუოდ უნდა განსხვავდებოდეს სიფხიზლის საათებისთვის განკუთვნილი მუსიკისგან. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პატარებისთვის განკუთვნილი აუდიო ჩანაწერები უნდა იყოს ნათელი, მარტივი, მოსასმენად სასიამოვნო და ისეთი, რომ არ იწვევდეს უარყოფით ემოციებს.
პატარებზე კლასიკური მუსიკის გავლენის საკითხს ძირითადად გერმანელი მეცნიერები სწავლობდნენ. მათი რეკომენდაციით ბავშვებმა უნდა უსმინონ მოცარტს, შუბერტს, ჰაიდნსა და ბახს. ამ კომპოზიტორთა ნაწარმოებები მართლაც მოსწონთ პატარებს. მოცარტის ნაწარმოებები იდეალურად შეესაბამებიან ყველა მოთხოვნას: ისინი მარტივი, ჰარმონიული და ოპტიმისტურია.

დროდადრო ბავშვის ყურადღება მიიქციეთ სიტყვებით: “გესმის, როგორი მუსიკა ისმის? ეს კომპოზიტორმა მოცარტმა დაწერა” ან “რა მხიარული მუსიკაა, მოდი ვიხტუნოთ ამ მუსიკის ქვეშ!” დაასახელეთ კომპოზიტორები, აუცილებლად თქვით როგორი მუსიკა ისმის (ნელი, ჩქარი, მხიარული, მოწყენილი). შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოიყენოთ ამა თუ იმ მელოდიის დასახასიათებლად-ასე ბავშვის მეტყველება უფრო სწრაფად განვითარდება.
ამგვარი “გაკვეთილები” შესანიშნავად ავითარებენ სმენას, ბავშვებს მუსიკის სიყვარულს უღვივებენ.
ქვემოთ მოყვანილია იმ ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელთა მოსმენაც რეკომენდირებულია პატარებისთვის ადრეული ასაკიდან:
1. ბახის (ორგანული მუსიკის ნაწარმოებთა გამოკლებით), მოცარტის, ვივალდის ნაწარმოებები;
2. შოპენის ნაწქარმოებები;
3. შუბერტის “საღამოს სერენადა”, ვალსები;
4. ბრამსის “უნგრული ცეკვა#5”;
5. ბეთჰოვენის “ელიზას”;
6. ბოკერინის “მენუეტი”;
7. ვერდის ოპერიდან “აიდა” მარში, ჰერცოგის არია ოპერიდან “რიგოლეტო”;
8. გერშვინის ოპერიდან “პორგი და ბესი” კლარას ძილისპირული;
9. შტრაუსის ნაწარმოებები.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge