ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი/ AMBROXOL HCL
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პედიატრიული სიროფი: ფლაკონში 150 მლ, საზომი კოვზით.
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………… 15 მგ
დამხმარე ნივთიერება:
ეთანოლი, ბენზოის მჟავა, როგორც დამცავი საშუალება, ალუბლის არომატიზატორი, სორბიტოლი.
სიროფი: ფლაკონში 150 მლ, საზომი კოვზით.
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………. 30 მგ
დამხმარე ნივთიერება:
მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ალუბლის არომატიზატორი, სორბიტოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლი წარმოადგენს ბრომჰექსინის დისმეთილის მეტაბოლიტს. იგი აქვეითებს რესპირატორულ ტრაქტში წარმოქმნილი სეკრეტის ადჰეზიურობას და წებოვნებას. ამასთანავე ხელს უწყობს სეკრეტის მოცილებას და სუნთქვის გაუმჯობესებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ამბროქსოლი სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 2 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს. ამბროქსოლი პლაზმის ცილებს უკავშირდება 90%.
მისი 80% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
გამოიყენება, როგორც მუკოლიზური საშუალება ცხვირის ღრუს და ცხვირხახის ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
სეკროლის პედიატრიული სიროფი
2 წლამდე: 2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი) 2-ჯერ დღეში;
2-5 წელი: 2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში;
5-12 წელი: 5-10 მლ (1-2 დოზირებული კოვზი) 2-ჯერ დღეში.
სეკროლის სიროფი
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 5-10 (1-2 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მლ (1 დოზირებული კოვზი) 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება გამონაყარი კანზე, ქავილი, სისუსტე, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლისა და ბრომჰექსინის მიმართ;
* კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
* ორსულობა და ლაქტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სეკროლის სიროფის დანიშვნა კოდეინთან და ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული.
– სეკროლის სიროფის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დანიშვნისას იზრდება ანტიბიოტიკის შეღწევადობა ბრონქულ სეკრეტში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი