გაბაგამა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გაბაგამას საერთაშორისო დასახელება: გაბაპენტინი/ gabapentin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები


გაბაგამა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური

ნივთიერება:
გაბაპენტინი. ყოველი კაფსულა შეიცავს ან 100 მგ, 300 მგ ან 400 მგ გაბაპენტინს.
სხვა ინგრედიენტებია:
უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
გარდა ამისა, გაბაგამა® ში 300 მგ:
რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172)
გარდა ამისა, გაბაგამა® ში 400 მგ:
რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172)
რკინის ოქსიდი წითელი (E 172)
აღწერილობა:
კაფსულები, მაგარი
პვქ/ალ ბლისტერები ან HDPE ბოთლი პპ თავსახურავით
ჩვენებები:
გაბაგამა® მიეკუთვნება სამედიცინო საშუალებების ჯგუფს, რომელიც ეპილეფსიისა და პერიფერული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობაში გამოიყენება.
ეპილეფსია:
გაბაგამა® სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება (კრუნჩხვები, რომლებიც თავიდან თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილით შემოფარგლება, ან ვრცელდება თუ არ ვრცელდება კრუნჩხვები თავის ტვინის სხვა ნაწილებზე).
არსებული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გაბაგამა® დანიშნოს. გაბაგამა® უნდა მიიღოთ მიმდინარე მკურნალობასთან ერთად, თუ არ იქნება რაიმე სხვა დანიშნულება. გაბაგამა® ასევე გამოიყენება მონოთერაპიის სახით უფროსებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში.
პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი:
გაბა გამა® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის მკურნალობაში. პერიფერული (რომლებიც ძირითადად ფეხბეში და/ან ხელებში ვითარდება) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი ან შემომსარტყველი ლიაქენი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ცხელი, მწველი, თრომბირებული, უეცარი ტკივილი, ჩხვლეტითი, კრუნჩხვითი, ყრუ და ა.შ.
მიღების წესები და
დოზები:
ყოველთვის მიიღეთ გაბაგამა® ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს.
თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას.
თუ გრძნობთ, რომ გაბაგამა® -ს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს.
თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბაგამა® ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ.
თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და/ან დოზა დანიშნოს.
ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
განაგრძეთ გაბაგამა® -ს მიღება, მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.
პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი:
მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
ეპილეფსია:
უფროსები და მოზარდები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
თქვენი ბავშვისათვის მისაცემ დოზას დაადგენს ექიმი, რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება. მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება, რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ/კგ/დღეში, დღეში სამჯერ, ყოველ დღე დილით, შუადღესა და საღამოს.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში
გაბაგამა® -ს მიღება, მიღება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:
ყველა წამლის მსგავსად, გაბაგამა® -მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
– ვირუსული ინფექცია;
– თავბრუ, კოორდინაციის დარღვევა;
– დაღლილობა, ცხელება;
ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
– პნევმონია, რესპირატორული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ინფექცია, ყურის ანთება;
– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
– უმადობა, მომატებული მადა;
– გაღიზიანება სხვების მიმართ, დაბნეულობა, გუნება–განწყობილების ცვალებადობა, დეპრესია, შფოთვა, აღგზნებადობა, ფიქრის სირთულეები;
– კონვულსიები, უაზრო მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, დაძინების გართულება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვეა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, მომატებული ან დაქვეითებული ან რეფლექსების მოსპობა;
– გაორებული მხედველობა, დაბინდული მხედველობა;
– თავბრუ;
– მომატებული არტერიული წნევა, წამოწითლება ან სისხლძარღვების გაფართოება;
– სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ანგინა, ხველა, ცხვირის სიმშრალე;
– ღებინება, გულისრევა, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ღრძილების ანთება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, შეკრულობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი;
– სახის შეშუპება, სიხლჩაქცევები, წელის ტკვილი;
– შეუკავებლობა;
– ერექციის პრობლემები;
– ხელების ან ფეხების შეშუპება, რომელმაც შეიძლება მოიცვას სახე, სხეული და კიდურები, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გრიპის მსგავსი სინდრომი;
– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, წონაში მომატება;
– შემთხვევითი დაზიანებები, მოტეხილობები, დაჟეჟილობები;
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
– თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
– ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თივის ცხელება;
– ჰალუცინაციები;
– არანორმალური მოძრაობები;
– ხმაური ყურებში;
– აჩქარებული გულისცემა;
– პანკრეასის ანთება;
– ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების გაყვითლება;
– კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ, ტუჩებისა და სახის შეშუპება, კანზე გამონაყარი და სიწითლე, თმის ცვენა;
– თირკმლის მწვავე უკმარისობა;
გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები:
– (შფოთვა, დაძინების გართულება, ტკივილი, ოფლიანობა), გულმკერდში ტკივილი;
– სისხლში შაქრის დონის ცვალებადობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ტესტების პათოლოგიური შედეგები, რომლებიც ღვიძლის პრობლემებზე მეტყველებენ.
გარდა ამისა ბავშვებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და პათოლოგიური მოძრაობები.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია:
გაბაგამა® -ს მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს ექიმის დანიშნულება. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები.
ორსულებში გაბაგამა® -ს გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ კრუნჩხვების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზიანს აყენებენ ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთზე მეტი კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ, თუ შესაძლებელია და მხოლოდ ექიმის რჩევით, ორსულმა მხოლოდ კრუნჩხვის საწინააღმდეგო ერთი  პრეპარატი უნდა მიიღოს.
ნუ შეწყვიტავთ უეცრად ამ პრეპარატის მიღებას, ვინაიდან მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი იქონიოს თქვენზე და თქვენს ბავშვზე.
იმ შემთხვევაში თუ დაორსულდით, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, გაბაგამა® -ს მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
გაბაგამა® -ს აქტიური ნივთიერება, გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან მეძუძურ ბავშვზე ზეგავლენა უცნობია, გაბაგამა® -ს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
გაბაგამა ® – მ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ძილიანობა და დაღლილობა. ავტომობილის მართვა, რთულ მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავება დაუშვებელია, მანამ სანამ არ გეცოდინებათ, თუ რა ზეგავლენას ახდენს პრეპარატი ამ საქმიანობების შესრულების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაბაგამა® -ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ დარჩენილი კაფსულები, კონტეინერი და ეტიკეტი, ისე რომ სამედიცინო პერსონალმა ადვილად შეიტყოს, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
გაბაგამა® -ს დოზის გამოტოვება
თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დოზის მიღებამდე. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.
გაბაგამა® -ს მიღების შეწყვეტა
ნუ შეწყვიტავთ თვითნებურად გაბაგამა® -ს მიღებას. მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. გაბაგამა® -ს უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, არსებობს კრუნჩხვების განვითარების საშიშროება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით რაიმე სხვა წამალს, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ მორფინის შემცველ ნებისმიერ წამალს, რადგანაც მორფინი გაბაგამა® -ს ეფექტს აძლიერებს.
სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე ან პერორალურ კონტრაცეპტივებზე გაბაგამა® ზეგავლენას არ ახდენს.
გაბაგამა® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტზე, შარდის ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს გაბაგამა® ს მიღების შესახებ.
გაბაგამა® -სი და ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაბაგამა® -ს შეწოვა შემცირებულია. ამიტომ გაბაგამა® -ს მიღება რეკომენდებულია ანტაციდების მიღებიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ.
გაბაგამა® -ს მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად
გაბაგამა® -ს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ნუ შეინახავთ 25ºC-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში.
HDPE ბოთლი: ბოთლი შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში.
პვქ/ალ ბლისტერი: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება ნაგავში ან კანალიზაციაში. იკითხეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის ლიკვიდაცია. ასეთი ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
გამოშვების ფორმა:
100მგ კაფსულა #20 და #50
300მგ კაფსულა #20 და #50
400მგ კაფსულა #20 და #50
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)
მწარმოებელი: ვიორვაგ ფარმა, გერმანია

გაფრთხილება