Delírium acútum

Delírium acútum 

Delirium acutum  (სინონიმი  ბელის მანია, შიზომანია)  ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება უეცადი დინამიური აგზნებით და გონების დაბინდვით, რასაც თან სდევს სხეულის ტემპერატურის მომატება და მზარდი ფიზიკური გამოფიტვა.

Delirium acutum შესაძლებელია განვითარდეს ინფექციური დაავადებების დროს (ქოლერა, ტიფი და სხვა ), პნევმონიის, პლევრიტის, სეფსისის, ინტოქსიკაციის (მაგალითად, ტეტრაეტილენთუთიით მოწამვლისას) დროს, ასევე პროგრესირებადი დამბლის, ფებრილური შიზოფრენიის, უფრო იშვიათად ეპილეფსიის დროს. Delirium acutum წარმოადგენს თავის ტვინის სენსიბილიზირებული ქსოვილების დამაზიანებელ ფაქტორზე გამომუშავებული ჰიპერერგიული რეაქციის შედეგს, დამაზიანებელი ფაქტორი ხშირად უმნიშვნელოა. შესაძლებელია, პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა გააჩნდეს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობას.

Delirium acutum-ის დროს დინამიური აგზნება ერთ შემთხვევაში მოგვაგონებს კატატონიურ, ხოლო სხვა შემთხვევებში ქაოსურ ხასიათს. ხშირად აღინიშნება გააფთრებული დინამიური აგზნება დამანგრეველი ტენდენციაბით, ის შესაძლებელია იყოს მუნჯი ან შესაძლებელია მას თან სდევდეს არეული მეტყველება. დინამიური აგზნების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს ქორეოიდული ან ათეტოიდური ხასიათის  ჰიპერკინეზები, ხანდახან კლონური ან ტონური კრუნჩხვები. დინამიური აგზნების უეცარი გამოხატვა როგორც წესი იცვლება ძალების დაცემით, ადინამიით, სხეულის ტემპერატურის დაწევით. გონების დაბინდვა შესაძლებელია განვითარდეს დელირიის ან ონეროიდის სახით. მძიმე შემთხვევებში უეცრად უარესდება სომატური მდგომარეობა. ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოვანება, იზრდება ფიზიკური გამოფიტვა, ირღვევა გულის მუშაობა, სხეულის ტემპერატურა შეიძლება აღწევდეს 40—41°. შესაძლებელია განვითარდეს კომატოზური მდგომარეობა ლეტალური გამოსავლით.

დიაგნოზი

დიადნოზი ეფუძნება კლინიკური სურათს. მკურნალობა ტარდება ფსიქიატრიულ სტაციონარში. ინიშნება ამინაზინი ( დოზით 300-400 მგ დღეღამეში). ეფექტის არქონის შემთხვევაში აწარმოებენ ელექტროკრუნჩხვით თერაპიას (1-2 სეანსი რამოდენიმე დღის განმავლობაში). შესაძლებელია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის და ამინაზინის მიღების შეხამება. აუცილებლად ინიშნება გულ-სისხლძარღთა სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები, В1, В12, С ვიტამინი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი, გლუკოზა.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების სიმძიმეზე, თერაპიის ადექვატურობაზე და დროულად დაწყებაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988