ბუასილის სკლეროთერაპია

ბუასილის  სკლეროთერაპია – დადებითი და უარყოფითი მხარეები

სკლეროთერაპია მასკლეროზირებელი ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს, რაც იწვეევს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ფიბროზულ გადაგვარებასა და სკლეროზს, შედეგად კი ხდება პათოლოგიური ვენების შეზრდა.
როგორც ცნობილია, ბუასილი  სხვა არაფერია, თუ არა სწორი ნაწლავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. ამიტომაც ამ შემთხვევაში სკლეროთერაპიის გამოყენება გამარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და ეფექტურიც. ბუასილის მკურნალობაში სკლეროთერაპია დიდი ხანია გამოიყენება – XIX საუკუნიდან. არანაკლებ ფართო გამოყენება აქვს ბუასილის მკურნალობის ამ მეთოდს დღე­ვანდელ პერიოდში. სკლეროთერაპიის ეფექტურობა  დაფუძნებულია თანამედროვე მასკლე­რო­ზე­ბელი ნივთიერებებისა და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

proq

როდის შეიძლება გამოვიყენოთ სკლეროთერაპია?

სკლეროთერაპიის გამოყენება შესაძლებელია ბუასილის პირველი, მეორე, მესამე სტადიისა და ასევე ჰემოროიდული სისხლდენის შეთხვევაში.
გარდა ამისა სკლეროთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადების მეოთხე სტადიაზე, როგორც მოსამზადებელი პროცედურა კვანძების ლატექსის რგოლებით ლიგირებისა და ქირურგიული ჩარევის წინ.
ისევე, როგორც ბუასილის  მკურნალობის სხვა მეთოდებს, რა თქმა  უნდა სკლეროთერაპიასაც გააჩნია  უარყოფითი მხარეები და მოსალოდნელი გართულებები.
ეს შეიძლება იყოს ტკივილის  სინდრომი, სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე ქსოვილის ანთებითი ცვლილებები – პარაპროქტიტი, ოლეოგრანულომის წარმოქმნა (რბილი ქსოვილების გამკვრივება).
აღნიშნული გართულებები  ჩვეულებრივ დაკავშირებულია მასკლეროზირებელი ნივთიერებების  გამოყენების წესის  დარღვევასთან.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკლეროთერაპიას ატარებდეს  გამოცდილი პროქტოლოგი, რომელსაც გავლილი ამ პროცედურაზე სპეციალიზირებული კურსი, ეს თავიდან აგვაცილებს გართულებებს როგორც უშუალოდ პროცედურის დროს, ასევე  მის შემდეგ.
რაში მდგომარეობს  სკლეროთერაპიის პრინციპი? ვენის სანათურში მასკლეროზირებელი ნივთიერების შეყვანისას ის ურთიერთქმედებს ვენის შიდა ზედაპირთან, რომელიც ამოფენილია ენდოთელიუმით, შედეგად იწყება ანთებითი რეაქცია, ფიბროზი და ვენის სკლეროზირება.


ბუასილის სკლეროთერაპიის უპირატესობები

სკლეროთერაპია ბუასილის მკურნალობის საკმაოდ იაფი და მარტივი მეთოდია, რომელიც შეიძლება შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში. მოცემული მეთოდი არ საჭიროებს ძვირადღირებულ ანესთეზიასა და სტაციონარში ხანგრძლივად დაყოვნებას.
სკლეროთერაპიის ეფექტი ვლინდება სწრაფად და გრძელდება დიდხანს. პროცედურიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ შეჭმუხნული ჰემოროდალური კვანძები  ჩვეულებრივ ვარდება დეფეკაციის აქტის დროს.
სკლეროთერაპიის ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე.
სკლეროთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას ასაკოვან პირებშიც, რომელთა ვენებიც ჩვეულებრივ მყიფე  და მსხვრევადია.
სკლეროთერაპიის ერთი სეანსის დროს შესაძლოა რამდენიმე ჰემოროიდალური კვანძის დამუშავება.


ბუასილის სკლეროთერაპიის უარყოფითი მხარეები

მეთოდის არაეფექტურობის დიდი ნაწილი დაკავშირებულია ძალიან დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობასთან, რის გამოც ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით.
სკლეროთერაპიის შემდეგ რეციდივის შესაძლებლობა. სკლეროთერაპია არ ახდენს განკურნებას, ის მხოლოდ ახდენს ჰემოროიდული კვანძების (რომელიც წარმოადგენს ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს)  მოცილებას. ჩვეულებრივ სკლეროთერაპიის ეფექტი ნარჩუნდება 12 თვე.


ბუასილის სკლეროთერაპიის უკუჩვენებები

სკლეროთერაპია უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • დაავადების მწვავე ფაზა. სკლეროთერაპიის მეთოდის გამოყენება არაა რეკომენდებული ბუასილის (ჰემოროის) მესამე ხარისხის დროს, რადგან არსებობს კვანძების თრომბოზის  განვითარების რისკის გამო.
  • დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძები. ამ შემთხვევაში სკლეროთერაპიის ეფექტურობა საკმაოდ დაბალია.
  • გამოხატული სისხლდენა. ბუასილის  სწორი ნაწლავის სხვა დაავადებებთან შერწყმის შემთხვევაში, მაგალითად ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) დროს სკლეროთერაპიამ შეიძლება გამოწვიოს გამოხატული სისხლდენა ან მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულის წარმოქმნა.
  • ანალური ნახეთქები და ფისტულები. ეს მდგომარეობები ასევე წარმოადგენს სკლეროთერაპიის ჩატარების უკუჩვენებას.
  • სკლეროთერაპიის კიდევ ერთი უკუჩვენებას წარმოადგენს კომბინირებული ბუასილი,  როდესაც არ არსებობს საზღვარი შიდა და გარე ჰემოროიდალურ კვანძებს შორის.

როგორ ტარდება ბუასილის  სკლეროთერაპია

სკლეროთერაპიის პროცედურის წინ რეკომენდებულია, მოხდეს ნაწლავის დაცლა, რადგანაც დეფეკაციამ ოპერაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს მასკლეროზირებელი ხსნარის გაფანტვა, რაც ამცირებს პროცედურის ეფექტურობას.
მასკლეროზირებელი ნივთიერების კონცენტრაციის  შერჩევა ხდება  კვანძების ზომებისა და ჰემოროის სტადიის მიხედვით.
თვითონ პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით სპეციალური საანესთეზიო გელის გამოყენებით.
პროცედურა ტარდება  პაციენტის ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფეხები მუცელთან ან მუხლ-იდაყვის პოზიციაში.
გარდა ამისა  მძიმე დაავადებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტი იწვეს გვერდზე. თუმცა როგორც ექიმის, ასევე პაციენტისათვის უფრო მოსახერხებელია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობა.
პროცედურის წინ ექიმი ხელებს იმუშავებს ანტისეპტიკით – ქლორჰექსიდინის სპირტხსნარით. შემდგომ იგივე ხსნარით ხდება უკანაგასავლის ირგვლივ მდებარე კანის დამუშავება.
ამის შემდეგ ანალურ არხში შეყავთ ანოსკოპი, რომლის საშუალებითაც იმავე ანტისეპტიკური ხსნარით დასველებული კლიპზე დამაგრებული მარლის ბურთულით ექიმი ამუშავებს სწორი ნაწლავის სანათურს.
ანოსკოპის საშუალებით ექიმი დეტალურად ათვალიერებს სწორი ნაწლავის სანათურს და ნათლად ხედავს პროლაბირებულ ან სისხლმდენ შიდა ჰემოროიდულ კვანძებს.
სპეციალური შპრიცის მეშვეობით ხდება სკლეროზანტის  შეყვანა ჰემოროიდულ კვანძებში.
ამის შემდეგ   ექიმს მასკლეროზირებელი ხსნარი შეყავს ციფერბლატის 7 საათზე განლაგებულ ჰემოროდიალურ კვანძებში. პუნქცია  ხორციელდება თვალის კონტროლით.
ნემსის წვერი უნდა იყოს სწორი ნაწლავის ლორწქვეშა შრეში. იმისდა მიხედვით რა ზომისაა ჰემოროიდალური კვანძი, მის სანათურში შეყავთ 0.5-2მლ სკლეროზანტი.
ზუსტად ასევე ხორციელდება ჰემოროიდალური კვანძის  მეორე ინექციაც, რომელიც განლაგებულია ციფერბლატის 11 საათზე. თუ სკლეროთერაპია ხორციელდება სისხლმდენი ჰემოროის დროს, სკლეროზანტის შეყვანა ხდება სისხლმდენ კვანძში.
რათა თავიდან ავიცილოთ პროცედურის შემდგომი ტკივილის სინდრომი, ერთდროულად მხოლოდ ორ ჰემოროიდალურ კვანძში უნდა მოხდეს სკლეროზანტის შეყვანა. აუცილებლობის შემთხვევაში სკლეროთერაპიის განმეორებითი პროცედურა ტარდება 12-14 დღის შემდეგ.
მასკლეროზირებელი ნივთიერების სწორი გამოყენებისას არ აღინიშნება ტკივილი, ჰემოროიდალური კვანძი  ზომაში დიდდება და ხდება  ლორწოვანის გათეთრება.
თუ ხსნარი საკმაოდ ღრმად იქნა შეყვანილი, სწორი ნაწლავის კუნთოვან შრეში, პაციენტი ამ დროს განიცდის ძლიერ ტკივილს.
ამ შემთხვევაში წყდება პროცედურა და მიმდინარეობს პაცინტზე დაკვირვება 5-7 დღის განმავლობაში,   რათა თავიდან ავიცილოთ ანთებითი პროცესის განვითარება.


ბუასილის სკლეროთერაპიის მეთოდი

გამოიყენება სისხლდენის შეჩერების მიზნით. გამწმენდი ოყნის გაკეთების შემდეგ ანალური არხის სანათურში შეყვათ ანოსკოპი და ხდება მისი დაფიქსირება იმგვარად, რომ მის სანათურში მოხვდეს სისხლმდენი ჰემოროიდალური კვანძი.
ამის შემდეგ შეყავთ 1 – 2 მლ სკლეროზანტი და ტუპფერის საშუალებით ხორციელდება მსუბუქად ზეწოლა. ჩვეულებრივ აღნიშნული პროცედურის დასრულებისას ხდება სისხლდენის შეჩერება.


ბუასილის სკლეროთერაპიის შემდეგ

ბუასილის სკლეროთერაპიის პროცედურის შემდეგ პაციენტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ყოვნდება  კლინიკაში, მჯდომიარე ან  დგომით პოზიციაში.
თუ არ აღინიშნება რაიმე ნეგატიური გამოვლინება, პაციენტი მშვიდად გაეწრება კლინიკიდან და მიყვება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ამასთან  არ გააჩნია არანაირი ფიზიკური  შეზღუდვები შრომით საქმიანობაში, გარდა იმისა, რომ 2 – 3 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სიმძიმეების აწევისაგან თავის შეკავება.
ორი კვირის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს კლინიკას, რათა ექიმმა შეაფასოს მკურნალობის ეფექტურობა და გადწყვიტოს მისი შეწყვეტის ან გაგრძელების საკითხი.
ბუასილის სკლეროთერაპიის შემდეგ პაციენტთა 80%-ში აღინიშნება ტკივილის სინდრომი. ჩვეულებრივ ასეთი ტკივილები ნაკლებად გამოხატულია და ძირითადად პროცედურის ჩატარების დღეს ვლინდება.
რამდენიმე დღის განმავლობაში ტკივილები ქრება. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს.


ბუასილის სკლეროთერაპიის შესაძლო გართულებები

სერიოზული გართულეებები იშვიათად გვხდება სკლეროთერაპიის შემდეგ – დაახლოებით 0.02 % შემთხვევაში ან ყოველ 5000 ჩატარებულ პროცედურაზე 1 შემთხვევა. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სკლეროთერაპიის პროცედურის ჩატარების წესის დარღვევასთან.
შესაძლო გართულებებია:

➤ სისხლდენა. უშუალოდ პროცედურის შემდგომი სისხლდენის განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰემოროიდალურ კვანძთან მიმავალი არტერიის დაზიანებასთან. ასეთი სისხლდენის შეჩერება ჩვეულებრივ იოლია კვანძზე ტუპფერის ზეწოლით. მოგვიანებითი სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ხსნარის დიდი რაოდენობით ან მისი ლორწქვეშა შრის ნაცვლად ლორწოვან გარსში შეყვანით. ამის გამო  1-2 კვირის შემდეგ ვითარდება წყლული, საიდანაც იწყება სისხლდენა.

  • ტკივილი. თუმცა ტკივილი და დისკომფორტი ჩვეულია სკლეროთერაპიის შემდეგ, გამოხატული ტკივილის სინდრომი დაკავშირებულია სკლეროთერაპიის არასწორ ტექნიკასთან (უხშირესად ხდება ხსნარის არასწორ ადგილას შეყვანა). სკლეროზანტის ინექცია უნდა განხორციელდეს დაკლაკნილი ხაზის ზევით, რომელიც გამოყოფს ანალურ არხს სწორი ნაწლავისაგან. ზოგ შემთხვევაში, იმ დროსაც, როდესაც ხსნარის შეყვანის ადგილი არჩეულია სწორად, სკლეროზანტი შეიძლება გავრცელდეს დაკლაკნილი ხაზის ქვევით მგრძნობიარე ქსოვილებში. ამიტომ როგორც კი პაციენტი იგრძნობს ტკივილს, ინექცია დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი სკლეროთერაპიიდან 1 – 2 დღის შემდეგ ჩვეული მოვლენაა და მისი კუპირება იოლია ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით.
  • სკლეროზანტის შეყვანა ვენაში. თუ ინექციის ჩატარებისას ექიმი გრძნობს, რომ ხსნარი საკმაოდ იოლად შედის და პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ღვიძლის მიდამოში ან არასასიამოვნო გემოს პირში, ეს ნიშნავს, რომ ნემსი მოხვდა ანალურ ვენაში და პროცედურა უნდა შეწყდეს. ეს არ წარმოადგენს ორგანიზმისათვის  საშიშ გართულებას, მიუხედავად იმისა, რომ ხსნარი სისხლძარღვოვან კალაპოტში მოხვდა, ხოლო რაც შეეხება ასეთი ინექციის  ეფექტს, ამაოდ მოგვიწევს ლოდინი.
  • სკლეროზანტის შეყვანა წინამდებარე ჯირკვალში. ასეთი გართულება მოსალოდ­ნე­ლია  პროსტატის ადენომის არსებობისას, როდესაც წინამდებარე ჯიკვალი მომატებულია ზომაში. იმისდა მიხედვით, პროსტატის რა ნაწილში და რა რაოდენობის ხსნარი მოხვდება, ვარირებს გართულე­ბის სიმძიმე;
  • შარდის შეკავება. ეს არის ყველაზე ხშირი გართულება სკლეროზანტის წინამდებარე ჯირკვალში მოხვედრისას. ჩვეულებრივ ხსნარის გაწოვა დამოუკიდებლად ხდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მოითხოვს კათეტერის გამოყენებას;
  • უნაყოფობა. ხსნარის სათესლე ბუშტუკებში მოხვედრისას ხდება მისი გავრცელება სათესლე ჯირკვალზე და მისი ფუნქცია მკვეთრად ქვეითდება;
  • პროსტატიტი. წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ანთებას, თან ახლავს გახშირებული შარდვა და ასევე შარდში სისხლისა და ჩირქის  შერევა.
  • აბსცესის წარმოქმნა. ნემსის პროსტატაში ღრმად მოხვედრისას შესაძლოა განვითარდეს აბსცესი – ჩირქოვანი ანთება.

ბუასილის სკლეროთერაპიის შედეგი

ბუასილის (ჰემოროის) სკლეროთერაპიის, ისევე როგორც ინფრაწითელი ფოტოკოაგულაციის  შედეგებზე მსჯელობისას ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს სისხლდენისა და ჰემოროიდალუირ კვანძების გამოვარდნის შეჩერება. შედეგი დამაკმაყოფი­ლე­ბე­ლია, თუ კვანძების გამოვარდნის პროცესი შეწყდა, თუმცა დეფეკაციისას აღინიშნება მცირეოდენი სისხლის გამოყოფა.
დაავადების რეციდივი, სისხლდენის ან კვანძების გმოვარდნის გაგრძელება ფასდება, როგორც უარყოფითი შედეგი.
უნდა აღინიშნოს, სკლეროთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია  ბუასილის (ჰემოროის) საწყის სტადიებზე ჩატარებისას, როდესაც დაავადების ძირითადი სიმპტომია სისხლდენა  უკანა გასავლიდან.
სკლეროთერაპიის ეფექტურობა გაცილებით მცირდება დაავადების მესამე და  მეოთხე სტადიებზე, როდესაც აღინიშნება კვანძების გამოვარდნა. 
არჩილ შენგელია; საავტორო უფლებები დაცულია


ბუასილის სკლეროთერაპია – ბ-ნ არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 სკლეროთერაპია მასკლეროზირებელი ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს, რაც იწვეევს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ფიბროზულ გადაგვარებასა და სკლეროზს, შედეგად კი ხდება პათოლოგიური ვენების შეზრდა
🩺 როგორც ცნობილია, ბუასილი სხვა არაფერია, თუ არა სწორი ნაწლავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ამიტომაც ამ შემთხვევაში სკლეროთერაპიის გამოყენება გამარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და ეფექტურიც

🖇 სკლეროთერაპია, როგორც მცირეინვაზიური მეთოდის მოცემული სახეობა, გამოიყენება პირველი-მესამე ხარისხის ბუასილის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად
💶 სკლეროთერაპია ბუასილის მკურნალობის საკმაოდ იაფი და მარტივი მეთოდია, რომელიც შეიძლება შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში
🏥 მოცემული მეთოდი არ საჭიროებს ძვირადღირებულ ანესთეზიასა და სტაციონარში ხანგრძლივად დაყოვნებას
🚫 სკლეროთერაპია უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
➡️ დაავადების მწვავე ფაზა;
➡️ დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძები;
➡️ გამოხატული სისხლდენა;
➡️ ანალური ნახეთქები და ფისტულები;
➡️ კომბინირებული ბუასილი
🌐 შეიტყვეთ მეტი ამ პროცედურის შესახებ ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიებიდან:
🔗
🔗
#სკლეროთერაპია #რაარისსკლეროთერაპია #ბუასილი #ბუასილისმკურნალობა #სკლეროთერაპიაბუასილისდროს #სკლეროთერაპიისუპირატესობები #სკლეროთერაპიისნაკლი #სკლეროთერაპიისჩვენებები #სკლეროთერაპიისუკუჩვენებები #ბუასილისსტადიები #დიდიზომისჰემოროიდულიკვანძები #ანალურინახეთქი #ანალურიფისტულა #კომბინირებულიბუასილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი