იანგერ-3

იანგერ-3 / YanGeR-3

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია (ები):

  1. ჟენ_შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი – 60 მგ
  2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი – 8 მგ
  3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი – 12 მგ
  4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი – 5 მგ
  5. ჟენ_შენის(ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი – 5 მგ
  6. რემანის მშრალი ექსტარაქტი – 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა Saccharum lactis

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ერექციის დისფუნქციისათვის, როგორც დამხმარე და პროფილაქტიკური საშუალება, ძირითადი მედიკამენტოზური მკურნალობის დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პარასამკურნალო საშუალებაში შემავალი სამკურნალო მცენარეების სპეციალური კომბინაციისთვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით, იგი მაღალეფექტურია სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული იმპოტენციისას.
პარასამკურნალო დამხმარე საშუალება აძლიერებს სექსუალურ პოტენციას, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს; გამოიყენება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ჩვენება

სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (როგორც დამხმარე საშუალება ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციისას ქალებში (როგორც დამხმარე საშუალება ლიბიდოს დაქვეითებისას და  ფრიგიდულობისას).

უკუჩვენება

პარასამკურნალო საშუალების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მძიმე ფორმის ჰიპერტონიითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისათვის.
დაუშვებელია იანგერ-3-ის ალკოჰოლთან და წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად მიღება.

გვერდითი მოვლენები

სახის ჰიპერემია 30 წთ-დან 3 სთ-მდე 3%-ში, თავის ტკივილი 2%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:

სრული ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება არ არის სასურველი; აგრეთვე, იანგერ-3 -ის  გამოყენების დროს არ უნდა იქნეს მიღებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება :

მამაკაცებში სქესობრივი უძლურობის დროს სქესობრივი აქტის სტიმულირებისათვის: გამოიყენება 2 კაფსულა სქესობრივ აქტამდე 30-50წთ-ით ადრე, თბილი წყლის მიყოლებით. იღებენ დღეში ერთხელ, ჭამიდან არანაკლებ 1 სთ-ის შემდეგ.

თუ იანგერ-3-ის მიღებიდან 5-8 სთ-ს შემდეგ ერექცია სუსტია, შესაძლებელია დამატებით 1 კაფსულის მიღება. იანგერ-3-ის გამოყენება შეიძლება ყოველ 1-3 დღეში ერთხელ,

მამაკაცებში არასრულფასოვანი სქესობრივი ფუნქციით (1-2 სქესობრივი აქტი 1-2 თვის განმავლობაში) შესაძლებელია, დამხმარე საშუალების დამატებით მიღების გამეორება (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ).

ქალებში გამოიყენება სექსუალური დარღვევების დროს (სექსუალური აგზნების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება). იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას; შესაძლებელია, როგორც მამაკაცებში, საშუალების განმეორებითი მიღების კურსის გამეორება: (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ). მიღების წესი ისეთივეა როგორც მამაკაცებში.

შეფუთვა:

2 კაფსულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (25°С), ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი:  რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს”ჯორჯიან კორეან ფარმაცეუტიკალ კომპანი”
საქართველო, თბილისი, გოთუას ქ.# 3.
ტელ: +995 555 903 000


♦ შეკითხვების გაგზავნა სპეციალისტებისათვის სქესობრივი ფუნქციის სტიმულირების, ერექციის დაქვეითების, ნაადრევი ეაკულაციის,  სქესობრივი დისფუნქციის, ლიბიდოს დაქვეითების, ფრიგიდულობის საკითხებზე

შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა; პასუხს მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტაში.

    თქვენი სახელი (სავალდებულოა)

    თქვენი ელფოსტა (სავალდებულოა)

    შეკითხვის თემა

    შეკითხვის ტექსტი

     

     


     

    ..