საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია –  (erythroplakia; ბერძნ. erythros წითელი + plax, plakos სიბრტყე, ზედაპირი) – საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ხასიათდება ეპითელიუმის ზედაპირული შრეების ატროფიით. ეტიოლოგია უცნობია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სიმპტომატიკა შეიძლება არ იყოს, ზოგჯერ აღინიშნება გამონადენი ან კონტაქტური სისხლდენები. ერითროპლაკიას არცთუისე იშვიათად თან ახლავს კოლპიტი და ცერვიციტი.
საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვაგინალური სარკეების დახმარებით ერითროპლაკია წარმოადგენს ერთეულ იშვიათად მრავალ არასწორი ან მომრგვალო ფორმის წითელ ან ბორდოსფერ მცირე კერებს, რომელიც ოდნავ ამობურცულია ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიაგნოსტიკა

კოლპოსკოპიისას ერითროპლაკიის კერების მიდამოში აღინიშნება შეთხელებული ბრტყელი ეპითელიუმი რომლის ქვეშაც ჩანს ქვეშმდებარე ქსოვილი: 3%-იანი ძმრის მჟავის ხსნარით დამუშავებისას კერები ფერმკრთალდება, ლუგოლის ხსნარით კი არ იღებება.
მიკროსკოპული გამოკვლევისას აღინიშნება მფარავი ეპითელიუმის გამკვრივება და ატროფია, სისხლძარღვების გაფართოება და სისხლსავსეობა.
ერითროპლაკიის ბაზალური შრის უჯრედების ჰიპერპლაზია (ზოგჯერ ატიპიური) რომელსაც თან ახლავს ბაზალური შრის უჯრედების ატიპიური ჰიპერპლაზია, მიაკუთვნებენ სიმსივნის წინა დაავადებებს.
სიმსივნის გამოსარიცხად ატარებენ გამონადენის ციტოლოგიურ გამოკვლევას, ასევე ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკიის მიმდინარეობა სრულდება ანთებითი პროცესის აუცილებელი აღკვეთით. ბაზალური შრის უჯრედების ატიპიური ჰიპერპლაზიის დროს ნაჩვენებია ლაზეროთერაპია, დიათერმოკოაგულაცია ან დიათერმოექსციზია (დაზიანებული უბნის ამოკვეთა ელეტროდანით). ასევე მიმართავენ კრიოქირურგიულ მკურნალობას. დროული მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.   


ჭინჭრის ციებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია – საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელიც ხასიათდება ეპითელიუმის ზედაპირული შრეების ატროფიით.
🖇 ერითროპლაკიას არცთუისე იშვიათად თან ახლავს კოლპიტი და ცერვიციტი.
⭕️ ერითროპლაკია წარმოადგენს ერთეულ იშვიათად მრავალ არასწორი ან მომრგვალო ფორმის წითელ ან ბორდოსფერ მცირე კერებს, რომელიც ოდნავ ამობურცულია ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.
🔬 მიკროსკოპული გამოკვლევისას აღინიშნება მფარავი ეპითელიუმის გამკვრივება და ატროფია, სისხლძარღვების გაფართოება და სისხლსავსეობა.
💉 ბაზალური შრის უჯრედების ატიპიური ჰიპერპლაზიის დროს ნაჩვენებია:
✔ ლაზეროთერაპია;
✔ დიათერმოკოაგულაცია;
✔ დიათერმოექსციზია (დაზიანებული უბნის ამოკვეთა ელეტროდანით).
🧊 ასევე მიმართავენ კრიოქირურგიულ მკურნალობას.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3GJ3CBZ
#საშვილოსნოსყელისერითროპლაკია #რაარისერითროპლაკია #ერითროპლაკიისნიშნები #ერითროპლაკიისიმპტომები #ერითროპლაკიისმკურნალობა #ლაზეროთერაპია #დიათერმოკოაგულაცია #დიათერმოექსციზია #კრიოქირურგია #მენჯისტკივილი #ვაგინალურისისხლდენა #ვაგინალურიგამონადენი #ნაწლავურიპრობლემები #შარდიშბუშტისპრობლემები #წელისტკივილი #ფეხებისშეშუპება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.