საკვერცხისმიერი ორსულობა

განასხვავებენ საკვერცხისმიერი ორი ტიპის ორსულობას:

  • ინტრაფოლიკულური, როდესაც  ორსულობა ხდება ფოლიკულის შიგნით;
  • ოვარიული, როდესაც ფოლიკულიდან გამოსული და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი  გადადის მუცლის ღრუში და ემაგრება საკვერცხეს.

პირველი ტიპის საკვერცხის ორსულობა წყდება ადრეულ ვადებზე, კლინიკა მსგავსია საშვილოსნოს მილის ორსულობისა და საკვერცხის აპოპლექსიის კლინიკისა. დიაგნოზი ზუსტდება ოპერაციის დროს და მოცილებული საკვერცხის ჰისტოლოგიური შესწავლის შედეგად.

საკვერცხისმიერი ორსულობის მეორე სახის დროს ორსულობის ხანგრძლივობა უფრო მეტია. ზოგიერთები თვლიან, რომ ოვარიული ორსულობა მუცლის ღრუს ორსულობის ნაირსახეობაა; რაც უფრო დიდხანს გრძელდება ორსულობა, მით მეტად ვითარდება დესტრუქციული ცვლილებები დანამატების  მხრივ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.