ორსულობა და კბილები

ორსულობა და კბილები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


ორსულობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას, რადგან ორსულობის დროს ხდება კალციუმის  დაკარგვა, რაც იწვევს კბილების სტრუქტურის დარღვევასა  და პაროდონტოზის განვითარება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ორსულის კვებას, საკვებ რაციონში უნდა ჩავრთოთ კალციუმით მდიდარი საკვები, რაც შეეხება კალციუმის პრეპარატებს, მათი დანიშვნა და დოზების შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.
ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვაცილებს სტომატოლოგიურ პრობლემებს, როგორც დედის მხრივ,  ასევე მომავალი ბავშვის მხრივ კბილების ჩამოყალიბების პროცესში. რაც შეეხება გეგმიურ  სტომატოლოგიურ პროცედურებს, როგორიცაა პროთეზირება, იმპლანტაცია, უნდა ჩატარდეს ორსულობამდე სამი თვით ადრე ან 6 თვის შემდეგ, რადგან შესაძლო ანთებითი პროცესი არ დაემთხვეს არც ორსულობის და არც ძუძუთი კვების პერიოდს.

კალციუმი

ნაყოფის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით კალციუმი, დედის მიერ არასკმარისი მიღების ან  კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების არსებობის გამო ადგილი აქვს დედის ორგანიზმიდან კალციუმის „გამორეცხვას“. კალციუმის ნაკლებობა იწვევს კბილების სტრუქტურის დარღვევას, ხდება აგრესიული ფლორის გამრავლება, რაც ზიანს აყენებს კბილების ემალს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ორსულმა რეგულარულად უნდა მიმართოს სტომატოლოგს, სულ მცირე სამჯერ მაინც ორსულობის პერიოდში, 6-8, 16-18 და 26-28 კვირაზე.

პირის ღრუს ჰიგიენა

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების რეგულარულ გახეხვას, დილა-საღამოს, ჯაგრისი უნდა იყოს ნორმალური ან რბილი, უხეში ჯაგრისი დროებით უნდა გადადოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ღრძილები  სისხლმდენია. გამოყენებულ უნდა იქნეს სამკურნალო – პროფილაქტიკური კბილის პასტა, რომელიც შეიცავს კალციუმს და ასევე ამცირებს ანთებით პროცესს. სასარგებლოა ასევე სავლებების გამოყენება, დადებით ეფექტს იძლევა ენის გაწმენდა სპეციალური ჯაგრისით.
კბილების სიჯანსაღეს ხელს უწყობს მასაჟი, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კბილების ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. ამისათვის ღრძილებზე  ანთების საწინააღმდეგო პასტის წასმის შემდეგ თითების მსუბუქი მოძრაობით უნდა ჩავტაროთ მასაჟი. კარგი ეფექტი აქვს ელექტრულ კბილის ჯაგრისს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.