საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 

საკეისრო კვეთა  ქირურგიულ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც  ხდება ბავშვის ამოყვანა მუცლის კედლის გაკვეთის შედეგად. დღეისათვის ასეთი ოპერაციები  ტარდება პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ორსულის შემთხვევაში.
ქალების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს გააჩინოს შვილი საკეისრო კვეთით, რადგან თავიდან აიცილოს მშობიარობის თანხმლები ტკივილი. არ არიან ინფორმირებულნი, რომ ოპერაცია ზრდის როგორც დედის,  ასევე  ბავშვის ჯანმრთელობისათვის  ზიანის მიყენების რისკს, ამიტომაც ექიმები საკეისრო კვეთას  ატარებენ მხოლოდ სამედიცინო ჩვენებისას.

რა დროს ტარდება საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა  ტარდება იმ შემთხვევაში, თუ  შეუძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა ან თვითონ მშობიარობის პროცესი საფრთხეს უქმნის დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ მდგომარეობებია მაგალითად საშვილოსნოსა და საშოს არასწორი განვითარება, გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, მხედველობის დაქვეითება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პლაცენტის წინმდებარეობა, თუმცა ეს არაა სრული ჩამონათვალი საკეისრო კვეთის ჩვენებებისა.
საკეისრო კვეთა, ისევე როგორც სხვა ოპერაციების დროს, უნდა ჩატარდეს პაციენტის თანხმობით.
ოპერაციისას გამოიყენება ორი ტიპის ნარკოზი: ზოგადი  და ადგილობრივი. ბოლო პერიოდში უფრო უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ ნარკოზს, რადგანაც თვლიან, რომ უფრო ნაკლები ზიანი მოაქვს როგორც დედის, ასევე ნაყოფისათვის.
ოპერაციის მსვლელობისას ხდება მუცლის ქვემო ნაწილის, შემდეგ საშვილოსნოს გაკვეთა და ნაყოფის ამოყვანა ხელებით. შემდგომ ედება ნაკერები, რომლის მოხსნაც ხდება ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

საკეისრო კვეთის დადებით მხარეს წარმოადგენს, სამშობიარო ტკივილების და ახალშობილის სამშობიარო ტრავმების არარსებობა. ნაკლოვანებებს წარმოაგდენს ნარკოზის აუცილებლობა, რაც უარყოფითად ისახება არამხოლოდ დედაზე, არამედ ბავშვზეც.
ოპერაციის შემდეგ ნარკოზის გამო შეუძლებელია ძუძუთი კვება, რის გამოც ხშირია ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ არ არსებობს სამედიცინო ჩვენება, რომლის დროსაც უბრალოდ აუცილებელია საკეისრო კვეთის  ჩატარება, ქალმა უნდა ეცადიოს, რომ ბავშვი გააჩინოს ფიზიოლოგიურად.
იმისათვის, რომ მშობიარობა შედარებით იოლად წარიმართოს, ორსულობის პერიოდში აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: რაციონალური კვება, სპეციალური ვარჯიშების შესრულება, კარგი დასვენება.


საკეისრო კვეთალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 საკეისრო კვეთა ქირურგიულ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც ხდება ბავშვის ამოყვანა მუცლის კედლის გაკვეთის შედეგად.
🤰 ქალების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს გააჩინოს შვილი საკეისრო კვეთით, რადგან თავიდან აიცილოს მშობიარობის თანხმლები ტკივილი.
❕ საკეისრო კვეთა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა ან თვითონ მშობიარობის პროცესი საფრთხეს უქმნის დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას.
🔎 ასეთ მდგომარეობებია მაგალითად:
✔️ საშვილოსნოსა და საშოს არასწორი განვითარება;
✔️ გულის დაავადებები;
✔️ მაღალი არტერიული წნევა;
✔️ მხედველობის დაქვეითება;
✔️ სამშობიარო მოქმედების სისუსტე;
✔️ ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
✔️ პლაცენტის წინმდებარეობა და სხვა
👉 შეიტყვეთ მეტი საკეისრო კვეთის შესახებ –
#საკეისროკვეთა #საკეისროკვეთისუპირატესობები #საკეისროკვეთისჩვენებები #მშობიარობა #ორსულობა #საშვილოსნოსგანვითარება #საშოსარასწორიგანვითარება #გულისდაავადებები #მაღალიარტერიულიწნევა #მხედველობისპრობლემები #მხედველობისდაქვეითება #სამშობიარომოქმედებისსისუსტე #ნაყოფისმდებარეობა #ნაყოფისარასწორიმდებარეობა #პლაცენტისწინამდებარეობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები