სამშობიარო გზების მომზადების ოპერაციები

სამშობიარო გზების მომზადების ოპერაციები

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

♦ ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის ,,ამაზონზე”
♦ დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦ დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦ დედის რძის შესანახი პაკეტები>>
♦ დედის რძის შესანახი ბოთლები>>
♦ მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” 
საკეისროს შემდგომი კორსეტები, ბანდაჟები ,,ამაზონზე”


ამნიოტომია

ამნიოტომია სანაყოფე ბუშტის გახსნის ოპერაციაა. სანაყოფე ბუშტის გახსნა ნორმალური მშობიარობის დროს ხდება საშვილოსნოს ყელის 7-8 სმ-ზე გახსნისას პირველმშობაირეებში და 5-6 სმ-ზე განმეორებით მშობიარეებში, მაღალი არტერიული წნევის, მრავალწყლიანობის, ბრტყელი სანაყოფე ბუშტის შემთხვევაში კი უფრო ადრე.
ამნიოტომია ტარდება მშობიარობის სტიმულაციისათვის, ხოლო პლაცენტის ნაწილობრივი წინმდებარეობისა და სისხლდენის შემთხვევაში – ჰემოსტაზის მიზნით. ამნიოტომია ხორციელდება სპეციალური მაშების მეშვეობით გარეთა სასქესო ორგანოები ს დამუშავებისა და საშოს დათვალიერების შემდეგ.
სანაყოფე ბუშტის მთლიანობის დარღვევის შემდეგ ხვრელის გაფართოება ხდება თითების საშუალებით. ზოგ შემთხვევაში  სანაყოფე ბუშტის გახსნა ხდება სპონტანურად საშოს  გამოკვლევისას, თუმცა თავიდანვე თითის გამოყენება ამ მიზნით არაა სასურველი, რადგან იწვევს ტრავმირებას. ოპერაცია ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რომ არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება, განსაკუთრებით სახითა და მენჯით წინმდებარეობის დროს.

შორისის გაკვეთა

შორისის გაკვეთას ეპიზიოტომია ან პერინეოტომია ეწოდება. აღნიშნული პროცედურა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  1. დედის დაავადებების დროს, როდესაც აუცილებელია მშობიარობის დროის შემოკლება, მაგ. მძიმე გესტოზი, ჰიპერტონიული დაავადება, გულის პათოლოგიები, მხედველობის დაქვეითება, მშობიარობის მეორე პერიოდში პლაცენტის აშრევება და სხვა.
  2. ნაყოფის მდგომარეობა: მოსალოდნელი ან უკვე არსებული ჰიპოქსია, დღენაკლულობა, მენჯით წინმდებარეობა, მსხვილი ნაყოფი, თავის ჩადგმის ანომალიები.
  3. შორისის ჩახევის საფრთხე. ეს პრობლემა აქტუალურია ვიწრო მენჯის, ჩადგმის ანომალიების, დიდი ნაყოფის, ნაყოფის გადამწიფების, მაღალი ან ძალიან ვიწრო შორისის შემთხვევაში. წინა მშობიარობების შედეგად არსებული ნაწიბუროვანი ცვლილებების დროს, რის გამოც მაღალია შორისის ჩახევის რისკი. მოსალოდნელი  შორისის ჩახევის ნიშნებს მიეკუთვნება გადაჭიმვა, ციანოზი, გაფერმკრთალება.

ჩვენება შეიძლება იყოს გეგმიური (საშუალო ხარისხის მიოპია, დიდი ნაყოფი) ან გადაუდებელი. (ნაყოფის ჰიპოქსიური მდგომარეობა ან შორისის მოსალოდნელი ჩახევა)
შორისის გაკვეთის უკუჩვნებაა კოლპიტი, კონდილომატოზი, შორისის ვენების ვარიკოზული გაფართოება.

ცერვიკალური არხის გაგნიერება

ცერვიკალური არხის გაფართოებას მიმართავენ როდესაც საჭიროა ამნიოტომიის ჩატარება, სანაყოფე ბუშტის ქვედა პოლუსის აშრევება, სანაყოფე სითხის გამოსვლისათვის ხელშეწყობა, საკეისრო კვეთის შემდეგ ლოქიებისაგან საშვილოსნოს დაცლის გაიოლება. რიგ შემთხვევებში შეუძლებელია პროცედურის ჩატარება ან აღინიშნება ძლიერი ტკივილი და ტრავმა. ცერვიკალური არხის ინსტრუმენტალური გაფართოება ხდება ორსულობის შეწყვეტის ოპერაციის და საკეისრო კვეთის დროს.

საშვილოსნოს ყელის გაკვეთა

საშვილოსნოს ყელის  გაკვეთა იშვიათად ტარდება, რადგანაც საკმაოდ სისხლმდენი პროცედურაა, მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აუცილებელია მშობიარობის სწრაფად დასრულება და არაა საკეისრო კვეთის ჩატარების შესაძლებლობა.
საშვილოსნოს ყელის გაკვეთა ტარდება იმ შემთვევაშიც, როდესაც ნაყოფის მენჯით წინა მდებარეობის დროს მოსალოდნელია ნაყოფის დაღუპვა ჩაჭედვის გამო. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


სამშობიარო გზების მომზადების ოპერაციებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 სამშობიარო გზების მომზადების ოპერაციები
🩺 შორისის გაკვეთას ეპიზიოტომია ან პერინეოტომია ეწოდება.
🔎 აღნიშნული პროცედურა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
➡ დედის დაავადებების დროს, როდესაც აუცილებელია მშობიარობის დროის შემოკლება:
📎 მძიმე გესტოზი;
📎 ჰიპერტონიული დაავადება;
📎 გულის პათოლოგიები;
📎 მხედველობის დაქვეითება;
📎 პლაცენტის აშრევება და სხვა.
➡ ნაყოფის მდგომარეობა:
📎 მოსალოდნელი ან უკვე არსებული ჰიპოქსია;
📎 დღენაკლულობა;
📎 მენჯით წინმდებარეობა;
📎 მსხვილი ნაყოფი;
📎 თავის ჩადგმის ანომალიები.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად სტატიიდან – https://bit.ly/3H0mrAw
#ეპიზიოტომია #რაარისეპიზიოტომია #პერინეოტომია #ეპიზიოტომიისჩვენებეი #შორისისგაკვეთა #მძიმეგესტოზი #ჰიპერტონულიდაავადება #გულისპათოლოგიები #მხედველობისდაქვეითება #პლაცენტისაშრევება #ნაყოფისჰიპოქსია #დღენაკლულობა #მენჯითწინამდებარეობა #მსხვილინაყოფი #თავისჩადგმისანომალია #სამშობიაროგზებისოპერაციები #ამნიოტომია #ცერვიკალურიარხისგაგანიერება #საშვილოსნოსყელისგაკვეთა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.