ლიმფოსარკომა

ლიმფოსარკომა
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

 ლიმფოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მორფოლოგიურ სუბსტრატს წარმოადგენს ლიმფოიდური რიგის უჯრედული ელემენტები, კლინიკურად ხასიათდება ლიმფური კვანძებისა და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით, დაავადებულთა 20%-ში ლეიკემიზაციით ლიმფოგენური და ჰემატოგენური მეტასტაზირებით.
ავთვისებიან ჰემობლასტოზომებით დაავადების სტუქტურაში ლიმფოსარკომის წილზე მოდის დაახლოებით 15%, სიხშირით ის ჩამორჩება მხოლოდ ლიმფოგრანულომატოზს. შემთხვევათა უმეტესობაში  ლიმფოსარკომას გააჩნია B უჯრედული წარმოშობა,T უჯრედული ვარიანტი იშვიათია.

პათოგენეზი

ზრდის ტიპის მიხედვით გამოყოფენ ნოდულარულ და დიფუზურ  ლიმფოსარკომას. ნოდულარული ლიმფოსარკომისთვის დამახასიათებელია სიმსივნური უჯრედების კეროვანი ფოლიკულოვანისმაგვარი ზრდა. დიფუზური ლიმფოსარკომის დროს, რომელიც განსხვავდება ავთვისებიანი მიმდინარეობით, სიმსივნური უჯრედები იზრდება ფენის მსგავსად, სხვა რაიმე სტრუქტურის წარმოქმნის გარეშე. ნოდულარული ლიმფოსარკომები არც თუ ისე იშვიათად ტრანსფორმირდება დიფუზურში.
სიმსივნური უჯრედების ხასიათიდან გამომდინარე დიფუზური ლიმფოსარკომები იყოფა არაბლასტურ (ლიმფოციტური, პროლიმფოციტური, ლიმფოპლაზმოციტური) და ბლასტურ სახეობად (ლიმფობლასტური, იმუნობლასტური). ბლასტურ ფორმებს შორის გამოყოფენ ბერკიტის ლიმფომას, ან აფრიკულ ლიმფომას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად აფრიკაში; მის წარმოშობას აკავშირებენ ებშტეინ-ბარის ვირუსთან.
ლიმფოსარკომის არაბლასტური ფორმებისთვის დამახასიათებელია შედარებით კეთილთვისებიანი და ხანგრძლივი მიმდინარეობა. ბლასტური ფორმები კი განსხვავდება ავთვისებიანი მიმდინარეობით, პროცესის ჩქარი გენერალიზაციით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 ლიმფოსარკომა წარმოიქმნება ლიმფურ ქსოვილებში და თავისი მიმდინარეობით, ზრდის სიჩქარითა და პროგნოზით ახლოსაა მწვავე ლეიკოზთან, ვიდრე ლიმფოგრანულომატოზთან. ლიფოსარკომას ასაკობრივი პიკი არ არის დამახასიათებელი. ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. დაავადების პირველი გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე.
პირობითად გამოირჩევა პროცესის ოთხი, უფრო ხშირი  ლოკალიზაცია:

  • მუცლის ღრუს  ლიმფოსარკომა;
  • გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძების  ლიმფოსარკომა;
  • ცხვირ-ხახის  ლიმფოსარკომა;
  • პერიფერიული ლიმფური კვანძების (კისრის, იღლიის, თეძოს)  ლიმფოსარკომა.

    იშვიათად გვხდება ძვლების, რბილი ქსოვილების, კანის, შინაგანი ორგანოების ლიმფოსარკომით იზოლირებული დაზიანება. პრინციპში, ლიმფური ქსოვილი ადამიანის მთელ ორგანიზმშია, ამიტომ შესაძლებელია ლიმფოსარკომის განვითარება ნებისმიერ ორგანოში ან ქსოვილში.

კლინიკური სურათი

მუცლის ღრუში სიმსივნის განვითარებისას შესაძლებელია კლინიკური სურათის ორი ვარიანტი:

  • კუჭ-ნაწლავის დაზიანებისას სიმსივნის ზრდა იწვევს მის გაუვალობას და ბავშვს ათავსებენ სტაციონარში სასწრაფო ჩვენებებით.
  • კუჭ-ნაწლავის გარეთ სიმსივნის ლოკალიზების დროს მისი ზრდა იწვევს მუცლის ზრდას მოცულობაში და ბავშვები ექვემდებარებიან მკურნალობას პროცესის ბოლო სტადიებში.

მშობლების დაწვრილებით გამოკითხვისას დგინდება, რომ სიმსივნე უსიმპტომოდ არ ვითარდებოდა. მშობლები მიუთითებენ დაავადების დაწყებისას ფარულ ნიშნებზე: ზოგ ბავშვში აღინიშნებოდა მუცელში გაურკვეველი ტკივილი, მადის ცვლილება, დიარეა, გაუვალობა. რადგან ეს ნიშნები არ არის კარგად გამოვლენილი, მშობლები და არცთუ იშვიათად სამედიცინო მუშაკები თვლიდნენ, რომ ეს დაკავშირებულია ჭიების არსებობასთან და ა.შ
ლიმფოსარკომით გულმკერდის ლიმფური ქსოვილების პირველადი დაზიანებისას ვლინდება ვირუსული და ანთებითი დაავადებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, სისუსტე. ქოშინი, სახის შეშუპება, გულმკერდის კანქვეშა ვენების გაფართოება, როგორც წესი, აღინიშნება სიმსივნის შორსწასული პროცესის დროს.

მკურნალობა

გულმკერდის  ლიმფოსარკომა განსხვავდება ძალიან აგრესიული მიმდინარეობით და სწრაფად განვითარებადი კლინიკური სურათი მოითხოვს სასწრაფო სპეციალურ მკურნალობას.

სიმსივნური დაავადებები

ლიმფოსარკომალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 რა არის ლიმფოსარკომა?
📌 ლიმფოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მორფოლოგიურ სუბსტრატს წარმოადგენს ლიმფოიდური რიგის უჯრედული ელემენტები
🔗 ზრდის ტიპის მიხედვით განარჩევენ:
➡️ ნოდულარული ლიმფოსარკომა – დამახასიათებელია სიმსივნური უჯრედების კეროვანი ფოლიკულოვანისმაგვარი ზრდა;
➡️ დიფუზური ლიმფოსარკომა – სიმსივნური უჯრედები იზრდება ფენის მსგავსად, სხვა რაიმე სტრუქტურის წარმოქმნის გარეშე
📍 პირობითად გამოირჩევა პროცესის ოთხი, უფრო ხშირი ლოკალიზაცია:
✅ მუცლის ღრუს ლიმფოსარკომა;
✅ გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძების ლიმფოსარკომა;
✅ ცხვირ-ხახის ლიმფოსარკომა;
✅ პერიფერიული ლიმფური კვანძების (კისრის, იღლიის, თეძოს) ლიმფოსარკომა
👉 გაიგეთ მეტი ლიმფოსარკომაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3PH8slH
#ლიმფოსარკომა #ლიმფოსარკომისნიშნები #ლიმფოსარკომისსიმპტომები #ლიმფომა #რაარისლიმფომა #ლიმფურიკვანძებისსიმსივნე #ლიმფურიკვანძებისდაავადებები #ლიმფოსარკომისმკურნალობა #ნოდულარულილიმფოსარკომა #დიფუზურილიმფოსარკომა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.