მუაში – ადმინისტრაციული მდებარეობა – ლენტეხის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – სვანეთის ქედის სამხრეთი ფერდობი (დიდი კავკასიონის სისტემა), მდ. ცხენისწყლის (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1250-1300 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 40C-ს. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი
აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17,90C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2000 მმ
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1800-1900 საათი
მუაში – ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი და სხვ.) ტყეები
მუაში – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ორი წყაროს (მუაშის, წურნაშის) წყალი: ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალი – ზაციით 1,8-2,5 გ/დმ3 (მუაში) და ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-2,0 გ/დმ3 (წურნაში)
მუაში – მკურნალობის სახეობები: მუაშის მინერალური წყლის მიღება (დალევა) და წურნაშის მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.. >> საქართველოს კურორტები
.
.