პირველი დახმარება სისხლდენის დროს

პირველი დახმარება სისხლდენის დროს

  • შეაჩერეთ სისხლდენა სისხლმდენ ადგილზე ხელის უშუალო ზეწოლით _ხელის ქვეშ დაიდეთ სტერილური საფენი, სუფთა მარლა ან ბინტი და ისე დააწექით.
    თუ ხელთ არცერთი არ გაქვთ, მაშინ ნებისმიერი სუფთა ნაჭერი – თუნდაც ტანსაცმლის მონახევი;
  • თუ სისხლდენა არ შეწყდა და ნაჭერი სისხლით გაიჟღინთა, ნაჭერი დაამატეთ და ზეწოლა განაგრძეთ;
  • თუ სისხლდენა კიდურიდანაა, კიდური ააწევინეთ ზევით – გულის დონის ზემოთ;
  • დაურეკეთ ექიმს/სასწრაფოს;
  • არ გამოიყენოთ ლახტი, რადგან ჭრილობის უბნისათვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა ქსოვილების სიკვდილს/ნეკროზს იწვევს.
    რაც არ უნდა ძლიერი იყოს სისხლდენა, მისი შეჩერება ზეწოლითაც შეიძლება;
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დამწოლი ნახვევი -სისხლმდენ ადგილზე დააფინეთ სუფთა მარლა, შემდეგ დაადეთ ბამბის მჭიდროდ შეკუმშული ქულა ან რაიმე ნაჭერი და ზევიდან ბინტით მჭიდროდ გადაახვიეთ.

საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ჭრილობის დამუშავება

ჭრილობის სწორი დამუშავება თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს და თითქმის 3-ჯერ დააჩქარებს შეხორცების პროცესს.
თუ ჭრილობა სისხლმდენია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შეაჩეროთ სისხლდენა (იხ. პირველი დახმარება სისხლდენის დროს), შემდეგ, ჭრილობა უნდა ჩამობანოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით ან საპნიანი წყლით.
კანი ჭრილობის გარშემო უნდა გაუსუფთავოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტით, წყალბადის ზეჟანგით). დააფინეთ სტერილური საფენი და გადაახვიეთ ბინტით.
შეიძლება ჭრილობა თავისთავად სერიოზულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც მიმართეთ ექიმს, მითუმეტეს, თუ დაზიანება მოხდა მიწით დასვრილი ან ჟანგიანი მახვილი საგნით, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იმუნიზაცია ტეტანუსის პროფილაქტიკის მიზნით.
იმუნიზაცია კეთდება მნიშვნელოვანი (ღრმა და დაბინძურებული) ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი აცრის შემდეგ 5 წელზე მეტია გასული.
ნაკლებად მნიშვნელოვანი ჭრილობების დროს იმუნიზაცია საჭიროა, თუ ტეტანუსზე უკანასკნელი აცრის შემდეგ გასულია 10 წელზე მეტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტეტანუსზე იმუნიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა/ქირურგმა.
ექიმი, აგრეთვე, დაგარიგებთ თუ როგორ მოუაროთ ჭრილობას ქირურგიული დამუშავების შემდეგ.

გაითვალისწინეთ:
ჭრილობა არ ჩამობანოთ სუფთა წყლით, მითუმეტეს სპირტით ან იოდით. ჭრილობაზე არ დააყაროთ არანაირი ფხვნილი, აგრეთვე არ შეიძლება არანაირი მალამოს დადება. არ შეიძლება უშუალოდ ჭრილობაზე ბამბის დაფენა.
დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს

პირველი დახმარება სისხლდენის დროსსისხლდენა ცხვირიდან შეიძლება დაიწყოს ცხვირის ლორწოვანის მექანიკური დაზიანების დროს ხელით ან სხვა საგნით, რესპირატორული ინფექციების დროს, სიცივის და, განსაკუთრებით, მშრალი ჰავის პირობებში (მათ შორის, გათბობით ბინის ზედმეტად გამოშრობის შედეგად).
სისხლდენას, რომელიც ცხვირში უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად გამოიწვევა, დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება, თან ახლდეს უჩვეულო სუნის და გამონადენის გაჩენა.
თუ ბავშვს ხშირად ემართება სისხლდენა ცხვირიდან, კონკრეტული მიზეზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის სისხლდენისადმი საერთო მიდრეკილება, აგრეთვე სისხლის და სხვა ქრონიკული დაავადებებიც, მაგრამ ამ დროს სისხლდენა და სისხლჩაქცევები სხეულის სხვა არეებშიც გვხვდება.

ცხვირიდან სისხლდენის დროს:

  • უმჯობესია ბავშვი იყოს ჯდომით მდგომარეობაში, რომ ნაკლები სისხლი გადაყლაპოს;
  • გაუსუფთავეთ ბავშვს ცხვირი სისხლის კოლტებისაგან;
  • დაახრევინეთ თავი ოდნავ წინ და დააჭირეთ ცხვირის ძვლოვან და რბილ ნაწილებს საჩვენებელი და ცერა თითები და ჩამოსწიეთ ნიკაპისაკენ მინიმუმ 10 წთ-ს განმავლობაში (სურ.13);
  • თუ სისხლდენა ისევ გაგრძელდა, ზეწოლა განაგრძეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად არსებობს სხვა, აღმოსავლური წერტილოვანი მასაჟის მეთოდიც: ბავშვს თავი უნდა გადავაწევინოთ ოდნავ უკან და კისრისა და თავის ქალის შეერთების ადგილას არსებულ ფოსოში (ჩაღრმავებაში) მივაჭიროთ ცერა თითი რამოდენიმე წუთით.
თუ სისხლდენა მაინც არ წყდება, გამოიძახეთ ექიმი.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..