ყბა-კბილთა სისტემის განვითარება

ყბა-კბილთა სისტემის განვითარება

მრავალმა მშობელმა არ იცის, რომ ბავშვს კბილების ამოჭრა ეწყება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იგი დაიწყებს ჭირვეულობას. ყბა-კბილთა სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იწყება და მთავრდება 21-25 წლის ასაკისთვის, ბოლო სიბრძნის კბილის ამოსვლით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ბავშვებში კბილების განვითარება სხვადასხვაგვარად ხდება. ზოგი ბავშვი ტირილს იწყებს 3-4 თვის ასაკიდან კბილების ამოჭრამდე, მტკივნეულად განიცდის თითოეული კბილის ამოსვლას. ზოგიერთი კი პირიქით, საერთოდ არ აწუხებს მშობლებს. დედისა და მამისთვის ასეთი ბავშვი სიურპიზია, როდესაც შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ ერთი ან რამდენიმე კბილი უკვე ამოჭრილია.

ეს პროცესები ინდივიდუალურია როგორც შეგრძნებებით, ისე ვადებით. დასაშვებია კბილების ამოსვლის მიღებული ნორმებიდან მცირედი გადახრები. არ უნდა ინერვიულოთ, თუ კბილებმა ოდნავ დააგვიანეს ამოსვლა ან ცოტათი ადრე ამოვიდნენ. არც ერთი მათგანი არაფერზე არ მეტყველებს. ეს უბრალოდ ინდივიდუალური თავისებურებებია. თუმცა, მაინც არის კბილების ამოჭრის ზოგადად მიღებული ვადები.

ყბა-კბილთა სისტემის განვითარება შეიძლება დავყოთ 5 პერიოდად, რომელთაგან თითოეული ძალიან მნიშვნელოვანია და თავისი წვლილი შეაქვს ბავშვის ორგანიზმის განვითარებაში. დავიწყოთ შორიდან, მომავალი ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან.

1. მუცლადყოფნის პერიოდი

მუცლადყოფნის პერიოდის მეორე თვიდან იწყება ემბრიონის ყბების ჩამოყალიბება. მესამე თვიდან იწყება პირის ღრუს გამოყოფა ცხვირის ღრუდან. სარძევე კბილები ვითარდებიან მუცლადყოფნის პერიოდის მე-5-7 კვირიდან, ხოლო მუდმივი – მე-5 თვიდან.

2. ახალშობილის უკბილო პირი (დაბადებიდან სარძევე კბილების ამოჭრამდე, 6-8 თვემდე)

ბავშვი უკბილოდ იბადება. მაგრამ მას აქვს კბილების ჩანასახები: 10 სარძევე და 8 მუდმივის (პირველი მოლარები, საჭრელები და ეშვები), ანუ კბილების გვირგვინები უკვე წარმოიქმნება ღრძილებში ბავშვის დაბადებამდე. მათ განვითარებას ხელს უწყობს ნივთიერებები, რომლებსაც დედა იღებს საკვებით ორსულობის პერიოდში და გადასცემს ნაყოფს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ქვედა ყბის საწყისი მდებარეობა. იგი უკანა მდებარეობაში იმყოფება. წოვითი მოძრაობების პროცესში სტიმულირდება მისი ზრდა, იგი გადაადგილებას იწყებს წინ და ყბები სწორ მდებარეობას იღებენ.

3. სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბება (6 თვიდან 3 წლამდე)

პირველი კბილები ჩნდება დაახლოებით მე-6-7 თვეზე. კბილი ჩამოყალიბებას იწყებს გვირგვინიდან და ეს პროცესი თანდათან გადაადგილდება ფესვისკენ. ანუ გამოდის, რომ კბილი ამოიჭრება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფესვით, რომლის განვითარებაც სრულდება კბილის ამოჭრიდან 3-4 წლის შემდეგ.

პირველები ამოიჭრება ქვედა საჭრელები (6-7 თვეზე), შემდეგ ზედა საჭრელები (8-9 თვეზე), ბოლოს ამოიჭრება ქვედა და ზედა მოლარები (24-30 თვეზე).

4. ჩამოყალიბებული სარძევე თანკბილვა

ყბები სარძევე კბილების მუდმივებით შესაცვლელად მომზადებას იწყებენ 3-4 წლიდან. ამ ასაკში გაწოვას იწყებს ზოგიერთი სარძევე კბილის ფესვი.

5. სარძევე კბილების მოცვლის პერიოდი

6-7 წლის ასაკიდან იწყება სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით. მუდმივი კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა განსხვავდება სარძევე კბილების ამოსვლის თანმიმდევრობისგან. პირველად ამოდის ქვედა ყბის მოლარი (6-7 წელი), შემდეგ ზედა ყბის მოლარი (7-8 წელი), დაახლოებით ამავდროულად შეიძლება ამოვიდეს ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელი. სულ ბოლოს ამოდის სიბრძნის კბილები. ზოგიერთ ადამიანს ისინი ამოსდიან 21 წლის ასაკში, ზოგს – 25 წლის ასაკში, ზოგში კი საერთოდ არ ამოდიან.

თანკბილვის ჩამოყალიბება

სარძევე თანკბილვა ჩამოყალიბებას იწყებს 6 თვიდან, როდესაც ამოდიან პირველი კბილები. ეს პროცესი გრძელდება 3-4 წლამდე.

როდესაც სარძევე კბილები მუდმივით შეიცვლება, შესაბამისად იწყება მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება.

სწორი თანკბილვის ნიშნები: 

  1. წინა ზედა საჭრელები გადმოფარავენ ქვედა საჭრელებს 1/3-ით;
  2. ზედა გვერდითი კბილები გადმოფარავენ ქვედა კბილებს სიგრძივი ფისურის სიღრმეზე;
  3. ყველა კბილს, ზედა ბოლო კბილებისა და ქვედა ცენტრალური საჭრელების გარდა, ჰყავს ორი ანტაგონისტი კბილი. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.