ბავშვის თანკბილვა

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”


ბავშვის თანკბილვა

ბავშვის თანკბილვა სიცოცხლის პირველ წელს

თანკბილვის პრობლემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება შეექმნათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ყველაზე ხშირად არასწორი თანკბილვა ხელოვნური კვების შედეგია. ეს იმით აიხსნება, რომ ახალშობილს ზედა ყბა მცირეოდენ წინ აქვს წამოწეული, ხოლო პირველი წლის განმავლობაში ზედა და ქვედა ყბები ნორმალურ შესაბამისობაში მოდიან.

თუმცა, თუ ბავშვს მხოლოდ საწოვარადან კვებავენ, ყბები არ სწორდება. რატომ?
ძუძუთი კვების დროს ბავშვისთვის აუცილებელია ქვედა ყბის აქტიური მუშაობა, მუდმივად მისი წინ წამოწევა. დროთა განმავლობაში ეს იწვევს ყბების გასწორებას.
საკმაოდ დიდი ნახვრეტის მქონე საწოვარადან რძის წოვის დროს ბავშვი მხოლოდ ყლაპავს რძეს და არ წოვს მას. ქვედა ყბა არააქტიურია და ძირითადად, საწყის მდგომარეობაში რჩება, რის გამოც ყალიბდება არასწორი თანკბილვა.

მყარ საკვებზე გადასვლა

ძირითადად, ბავშვებს არ მოსწონთ მკვრივი საკვების მიღება თხიერი და რბილი საკვების ნაცვლად, რომელსაც ისინი მიეჩვივნენ.
მაგრამ, თუ ბავშვი დროულად არ ისწავლის მყარი საკვების ჭამას, მისი ყბების ძვლები ცუდად განვითარდება და შესაბამისად, კბილები ირიბად და არასწორად იქნებიან განლაგებულნი პირის ღრუში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ მდებარეობს ბავშვის თავი კვებისა და ძილის დროს.
ბავშვის თანკბილვაზე უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს უკან გადაწეულმა თავმა ან მუდმივად ერთ პოზაში ძილმა, მაგალითად, თავის ქვეშ ხელის ამოდებამ ან სულ გვერდზე ძილმა.
ხშირად პათოლოგიური თანკბილვა წარმოიქმნება ასევე გამრუდებული ხერხემლის მქონე ბავშვებში.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის ამოუვა ბავშვს პირველი კბილები. თუ კბილები დიდხანს არ ამოდის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვისა და დედის არასწორი კვებით, მაგალითად, ფტორის ან კალციუმის დეფიციტით. ამავდროულად, მრავალი მშობელი სათანადო ყურადღებას არ უთმობს თავის ბავშვს, რომელიც მუდმივად იკვნეტს ტუჩებს, წოვს თითს ან დიდხანს არ ანებებს თავს მატყუარას წოვას.
ზოგჯერ ამ ჩვევების შედეგად კბილები გაიწევს და მათ შორის წარმოიქმნება ნაპრალები.
ზოგჯერ არასწორ თანკბილვას იწვევს ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს ანთება, ადენოიდების გაჩენა და გაჭედილი ცხვირი.
ამ შემთხვევაში ბავშვი იძულებულია დიდი ხნის განმავლობაში ისუნთქოს პირით, რის გამოც თავის ქალას ძვლები არასწორად ვითარდება. ხშირად, პათოლოგიური თანკბილვა ბავშვს გენეტიკურად გადაეცემა.

მაშ ასე, მიზეზი მრავალია, მაგრამ როგორ ავიცილოთ ისინი?

დასაწყისში აუცილებელია ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვისთვის საწოვარას შერჩევას. უპირველეს ყოვლისა, იგი არ უნდა იყოს ძალიან გრძელი, რადგან მისი გამოყენების დროს ენა არასწორად მდებარეობს და ლოყები შეიძლება წამოწეული იყოს. საწოვარას ხვრელი ძალიან პატარა უნდა იყოს. ბავშვმა თვითონ უნდა წოვოს რძე და არა უბრალოდ ყლაპოს.
თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე იმყოფება, მისი მდებარეობა ბოთლით სარგებლობისას ისეთივე უნდა იყოს, როგორც ძუძუთი კვების დროს. დაუშვებელია თავის უკან გადაგდება, მაშინაც კი, როდესაც თქვენ ბავშვს უბრალოდ საწოლში აწვენთ. შეეცადეთ ბავშვს მდებარეობა შეუცვალოთ ძილის დროს. ბავშვის საწოლისთვის ბალიში უნდა იყოს დაბალი, სწორი ზედაპირით.
უფრო მოზრდილ ასაკში ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჩვევებს და თუ რომელიმე მათგანი (მაგალითად, თითის წოვა) გამოწვეულია ბავშვის ნერვული აგზნებით, მიმართეთ ექიმს. 8 თვის ასაკის შემდეგ ბავშვი უნდა გადააჩვიოთ მატყუარასა და საწოვარას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები შეიძლება არასწორად ამოვიდეს.
როგორც კი კბილები დაიწყებენ ამოჭრას, მიაჩვიეთ ბავშვი უფრო მყარ საკვებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უარზეა), რომ ღეჭვის პროცესში განვითარდეს მისი ყბები. სჯობს ერთხელ მიაჩვიოთ ბავშვი ღეჭვას, ვიდრე შემდეგ ებრძოლოთ სუსტი კუნთების, არასწორი თანკბილვისა და უსწორმასწორო კბილების პრობლემას. გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.