✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
ტემპერატურის მომატება ბავშვებში
სხეულის ტემპერატურის მომატება ბავშვთა დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.
ტემპერატურის მომატების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. თუმცა ტემპერატურის მომატება შეიძლება განაპირობოს ზედმეტად თბილად ჩაცმამ, შიშმა და სტრესმა, გადაჭარბებულმა ვარჯიშმა, გარემოს სიცხემ.
კბილების ამოჭრა ტემპერატურის მნიშვნელოვან მომატებას არ იწვევს. იმუნიზაციამ, მაგალითად დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსზე, შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება იმუნიზაციიდან 48 საათის განმავლობაში.
სიცხე ინფექციის მხოლოდ ერთი სიმპტომია.
ბავშვს შეიძლება იმავდროულად ჰქონდეს სურდო, ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა, ღებინება ან ფაღარათი. ცხელებიანი ბავშვი ხშირად ჭირვეულია ან მივარდნილი, აქვს გაწითლებული სახე, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა.
ზოგიერთი ბავშვი ბოდავს. ეს სიმპტომები უნდა გამოსწორდეს ტემპერატურის დაქვეითებისას. თუ ასე არ მოხდა, ბავშვი უნდა ნახოს ექიმმა.
მაღალი ტემპერატურის დროს ზოგიერთ ბავშვს ემართება გულყრა – კრუნჩხვა (იხ. დახმარება გულყრის დროს).
უნდა გახსოვდეთ, რომ საკვების მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, აგრეთვე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს სუბფებრილური – 370C-37,50C.
გამოიძახეთ ექიმი დაუყოვნებლივ თუ:
- ბავშვი 3 თვეზე პატარა ასაკისაა;
- ავლენს ცვლილებებს ქცევაში, გადაჭარბებული აგზნებადობა ან ძილიანობა;
- გამოიყურება უფრო ცუდად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ტემპერატურის დაქვეითების შემდეგ;
- გამოხატულია კისრის კუნთების დაჭიმულობა, აქვს თავის ტკივილი, გულყრები, ღებინება;
- კანზე აქვს წითელი წერტილოვანი გამონაყარი;
- დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (აქვს შემცირებული შარდვა, კანი და ლორწოვანი გარსები მშრალია).
ტემპერატურის გაზომვის ტექნიკა
ჩვილ ბავშვებში ტემპერატურის გაზომვის წინ თერმომეტრი დაბერტყეთ, წაუსვით ვაზელინი, ცივი კრემი ან დაასველეთ ცივი წყლით, შეუყვანეთ სწორ ნაწლავში და გააჩერეთ 3 წუთი.
მოზრდილი ბავშვისათვის პირის ღრუში ტემპერატურის გასასინჯად ჩაუდეთ თერმომეტრი ენის ქვეშ 3 წუთი, თუ მას 15 წუთი არაფერი დაულევია. იღლიაში ტემპერატურის გასასინჯად მოათავსეთ იგი იქ მშრალად 4-6 წუთი.
ბავშვს `სიცხე~ აქვს, როცა ტემპერატურა 37,50C -ზე მეტია სწორ ნაწლავში ან 37,00C-37,20C -ზე მეტი – იღლიაში. ე.ი. იღლიაში ტემპერატურა 0,50C -ით ნაკლებია, ვიდრე სწორ ნაწლავში.
ტემპერატურა იღლიაში 380C-ზე ქვემოთ არ მოითხოვს მკურნალობას, რადგან ტემპერატურა არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, აძლიერებს იმუნურ პასუხს.
მაგრამ სიცხის დამწევს ვაძლევთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი მოშლა, კრუნჩხვის ეპიზოდები ან ბავშვი საერთოდ ცუდად იტანს ტემპერატურის მომატებას (აგზნებულია ან მოდუნებულია, არაკონტაქტურია).
მკურნალობა
ბავშვს მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები. საჭმელი არ დააძალოთ, მაგრამ შიმშილიც არ შეიძლება. სიცხის დამწევად იხმარება პარაცეტამოლი და იბუპროფენი ასაკობრივი დოზირებით.
ასპირინი ბავშვებში არ ინიშნება! არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე!
თუ სიცხეს თან ახლავს ღებინებაც, იხმარეთ პარაცეტამოლი სანთლის სახით (მოქმედებას იწყებს 20-30 წუთის შემდეგ).
თუ ტემპერატურა 39,50C-ზე მეტია და პარაცეტამოლით არ იკლებს, მაშინ მიმართეთ გაგრილების ფიზიკურ მეთოდს: ბავშვს ტანი დაუსველეთ 30-320C წყალში დასველებული ღრუბლით ან ნაჭრით 5 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ ყოველ ნახევარ საათში. მიეცით დასალევად დიდი რაოდენობით გრილი სითხეები.
თუ ტემპერატურა 40,5 – 420C-ია, მიზანშეწონილია ბავშვის აბაზანაში ჩასმა, სადაც წყლის საწყისი ტემპერატურა უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ დაბალი (400C-მდე) და ნელ-ნელა უნდა გაგრილდეს 370C-მდე. აბაზანაში ბავშვის ყოფნა უნდა გაგრძელდეს 10 წუთი.
ამ დროს სითბოს გაცემა 3 -ჯერ მეტია, ვიდრე დაზელვით. კარგია, თუ აბაზანაში ჩაამატებთ 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ნაყენს.
გადახურება (სითბური და მზის დაკვრა)
გადახურების დროს სხეულის ტემპერატურა მაღალია, სახე წითელი, ბავშვს აქვს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. გამოხატულია კანისა და ლორწოვანების სიმშრალე (ენა მშრალია), შეიძლება იყოს გონების დაკარგვა.
მზის დაკვრის დროს არის მხედველობის დარღვევა, აჩქარებული მაჯისცემა და გახშირებული სუნთქვა.
ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გრილი წყლის აბაზანები, სხეულის გაგრილება “ვენტილატორით~, მოუთავსდეს ყინულის პაკეტები საზარდულის და იღლიის ფოსოებში. მზის დაკვრის დროს საჭიროა თავზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცის შემოხვევა, დიდი რაოდენობით ცივი სითხის დალევა. როცა ტემპერატურა დაიწევს 38,50-მდე, ეს პროცედურები უნდა შეწყდეს. გადასვლა>>> ,,ბავშვი”
აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1; >>> ,,ბავშვი”
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.