გულყრა (კრუნჩხვები) ბავშვებში

გულყრა (კრუნჩხვები) ბავშვებში. გულყრა ტვინის ფუნქციის გარდამავალი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია მასში არსებული გაღიზიანების/აგზნების კერით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

გულყრა (კრუნჩხვები) ბავშვებშიგულყრის ბევრი მიზეზი და სხვადასხვა ფორმა არსებობს. ბავშვებში, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობას, გულყრის განახლების უხშირესი მიზეზი მკურნალობის დროზე ადრე და უეცარი შეწვეტა ან წამლის არარეგულარული მიღებაა. ამიტომ, წამლის თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება.
გულყრა, უმეტეს შემთხვევაში, ცხელების მიზეზით ვითარდება და მას ფებრილური გულყრა ეწოდება, ხშირია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში და მოსალოდნელია ჯანმრთელ ბავშვების 2-დან 5%-ში. ფებრილური გულყრები თავისთავად გაივლის და არ არის სახიფათო შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის – ხანმოკლე ცხელებითი (ფებრილური) გულყრა თავის ტვინს არ აზიანებს. თუ ფებრილური გულყრა რამდენჯერმე გამეორდა, აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს.
გულყრის დროს ბავშვი ჭიმავს კიდურებს და ტანს, შემდეგ დუნდება, თვალებს ატრიალებს უკან და კარგავს ცნობიერებას. გულყრას ხშირად თან ახლავს უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. შეტევა გრძელდება 1-2 წუთი და თავისთავად ჩაივლის, ზოგჯერ, შეიძლება, გაგრძელდეს ან განმეორდეს. გულყრის შემდეგ ბავშვი გადადის ძილის მდგომარეობაში.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ:

  • თუ გულყრა პირველია;
  • გულყრა გახანგრძლივდა 1-2 წუთზე დიდხანს;
  • სუნთქვა გაძნელებულია;
  • კანი, ტუჩები და ფრჩხილები გალურჯებულია;
  • ტემპერატურა მაღალია;
  • ბავშვს აქვს ღებინება, კისერი გამაგრებულია ან სტკივა თავი;
  • კანზე აქვს გამონაყარი, რომელიც თითის დაჭერით არ ფერმკრთალდება, ან ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით დუნდულოებზე.

მიმართეთ ექიმს რამდენიმე საათში, თუ:

  • ბავშვს ჰქონდა გაშეშების, სახის, ენისა და პირის უჩვეულო მოძრაობის ეპიზოდი;
  • ბავშვს აქვს ცხელებითი გულყრა, გამოკვლეულია, ამჟამად ტემპერატურა მაღალია (36 საათზე მეტხანს) ან იქცევა უცნაურად, აღებინებს, ტკივა თავი, დაჭიმული აქვს კისერი ან აქვს გამონაყარი, რომელიც ხელის დაჭერით არ უფერულდება.

რისი გაკეთება შეგიძლიათ გულყრის დროს?

  • გულყრის დროს შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს ნორმალური სუნთქვა, თავისუფალია თუ არა სასუნთქი გზები, გაუთავისუფლეთ პირი ნაღებინები მასისგან, დააკვირდით სუნთქავს თუ არა. თუ არ სუნთქავს ჩაუტარეთ იგივე დახმარება, როგორც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისა და ხელოვნური სუნთქვის საჭიროების დროს;
  • დარწმუნდით, რომ ბავშვმა არ დაიზიანა თავი და კიდურები;
  • დააწვინეთ ბავშვი გვერდზე, საშუალოდ რბილ ზედაპირზე. საჩვენებელი და ცერა თითები მოსჭიდეთ ქვედა ყბის კუთხეებთან და ქვედა ყბა წინ წამოუწიეთ სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად და ჰაერის ნაკადის უკეთესად შესაღწევად. აუცილებელია უზრუნველყოთ ნორმალური სუნთქვა და სუფთა ჰაერი;
  • თუ პირი ღია აქვს, კბილებს შორის ჩაუდეთ რაიმე რბილი, მაგ. პირსახოცი;
  • თუ გულყრა განვითარდა ტემპერატურის ფონზე, მიეცით ტემპერატურის დამწევი საშუალება ასაკობრივი დოზით.

ბავშვი, რომელსაც გულყრები უმეორდება, უნდა მოარიდოთ მისთვის სახიფათო ვითარებებს – არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ აბაზანაში, არ იცურაოს მარტო, მოარიდეთ ველოსიპედს, ტურნიკზე ქანაობას, კლდეზე ცოცვას, ბასრ საგნებს. აუცილებელია, ექიმის მიერ დადგინდეს გულყრის მიზეზი.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1; >> ,,ბავშვი”

..