✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”
ცაცია ბავშვები
მემარცხენეობა იშვიათი, თუმცა ორგანიზმის განვითარების ერთერთი ვარიანტია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან.
თავის ტვინის თითოეულ ნახევარსფეროს თავისი ფუნქცია გააჩნია. მარცხენა ნახევარსფეროს რაციონალურ-ლოგიკურს უწოდებენ და უზრუნველყოფს ლოგიკურ, ანალიტიკურ, აბსტრაქტულ აზროვნებას, ახდენს ინფორმაციის თანმიმდევრულ გადამუშავებას, ყველა შესაძლო ვარინატის განხილვას.
მარჯვენა ნახევარსფერო ემოციურ მხარეს განაგებს, პასუხისმგებელია შემოქმედებით, ხატოვან აზროვნებაზე. მარჯვენა ნახევარსფერო ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს ერთმომენტად, წამიერად აღიქვამს მთლიანობაში, მას ეყრდნობა ემოციური აღქმა, ინტუიცია.
თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია სხეულის მარჯვენა ნაწილის მოქმედებაზე და პირიქით, მარჯვენა ნახევარსფერო – მარცხენა ნახევარზე.
მემარცხენეობას განაპირობებს მარჯვენა ნახევარსფეროს დომინირება, თუმცა ასევე შესუსტებულია ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი.
მიზეზები
ჩვეულებრივ უკვე 4-5 წლის ასაკისათვის ხდება წამყვანი მხარის საბოლოო ფორმირება. თუ რომელი მხარე იქნება წამყვანი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- მემკვიდრეობა – მემარცხენეობა 10-12-ჯერ უფრო ხშირია იმ ოჯახებში, სადაც ერთერთი მშობელი მაინც ცაციაა
- კომპენსატორული მემარცხენეობა, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის რაიმე სახის დაზიანებასთან, პერინატალური გართულებების, სამშობიარო ტრავმის, განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებული დაავადების გამო
- იძულებითი მემარცხენეობა – აღინიშნება მარჯვენა ხელის ტრავმის შემთხვევაში, ან შესაძლებლია მიზეზი იყოს ცაცია ახლობლებისადმი მიბაძვა
- ფსევდომემარცხენეობა – არ ხდება ფორმირდება დომინანტი ნახევარსფერო ხელთან მიმართებაში, ამასთან არ არის ჩამოყალიბებული კავშირი თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ასეთ შემთხვევაში თანაბრად ხდება ორივე ხელის გამოყენება
უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მარცხენა ხელის აქტიური ხმარება არ ნიშნავს მემარცხენეობას. აუცილებელია სპეციალისტის მიერ სადიაგნოსტიკო ტესტების მეშვეობით განისაზღვროს წამყვანი თვალი და წამყვანი ყური.
თავისებურებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ცაცია ბავშვებს ინფორმაციის გადამუშავების განსხვავებული მეთოდი გააჩნიათ, რაც განაპირობებს შემდეგ თავისებურებებს:
- მემარჯვენეებთან შედარებით ცაციებს აქვთ შესანიშნავი სივრცითი ორიენტაცია, სხეულის შეგრძნება, მოძრაობის კოორდინაცია
- ცაცია ბავშვები უფრო წარმატებულნი არიან გეომეტრიის შეწავლისას, სწორედ უკეთესი სივრცითი აღქმის მეშვეობით, თუმცა პრობლემა ექმნებათ არითმეტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით, რადგან საჭიროებს ლოგიკასა და თანმიმდევრულ აზროვნებას, რაც მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქციაა
- ცაცია ბავშვები მშვენივრად უმკლავდებიან ისეთი დავალებების შესრულებას, რაც საჭიროებს ინფორმაციის განზოგადებას, თუმცა როდესაც საქმე ეხება ცალკეული ნაწილების გაერთიანებას, მისი ეტაპობრივი ანალიზის შედეგად, მათთვის სირთულეს წარმოადგენს. ამის გამო შედარებით ძნელად უყალიბდებათ ზეპირი და წერითი მეტყველება.
- შედარებით ცუდად ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომელიც გამუდმებით თვითკონტროლს საჭიროებს
- უფრო ემოციურები არიან, ამიტომ იოლად განიცდიან წყენას, ღიზიანდებიან,
- ცაციები მდიდარი წარმოსახვითი უნარით ხასიათდებიან, მიდრეკილნი არიან ფანტაზიორობისაკენ
რა არ უნდა გავაკეთოთ
- არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ბავშვის „გადაკეთება“, რადგან ეს პროცესი მისი ტვინისათვის ძალადობის ტოლფასია. იცოდეთ, რომ აიძულებთ რა ბავშვს კოვზი ან საწერკალამი დაიჭიროს მარჯვენა ხელში, ამით მისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს თანდაყოლილი ფუნქციის შეცვლასაც ცდილობთ, რომელშიც არის მოთავსებული თითებისა და არტიკულაციური აპარატის ზუსტი მოძრაობების პროექციული ბაზა.
წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება სხვადასხვა ლოგოპედიური პრობლემები, ვითარდება ბავშვის ნევროტიზაცია, რომლის სიმპტომებიცაა: ნევროზული ტიკები, ძილისა და მადის დარღვევები, თავისა და მუცლის ტკივილი, ენურეზი, ენაბლუობა, აღინიშნება გარდაქმნები ემოციური სფეროს მხრივ (გაღიზიანებადობა, შფოთვა)
- არასოდეს არ გამოავლინოთ უარყოფითი დამოკიდებულება მემარცხენეობის მიმართ
- არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბავშვის მემარცხენეობაზე. არცერთი მის გარშემო მყოფი არ უნდა ხედავდეს ამაში რაიმე უჩვეულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს სიმორცხვის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება
- შეეცადეთ არ დაუყვიროთ ცაციას, რადგან საკუთარ თავში ჩაიკეტება და დროთა განმავლობაში დაკარგვას კონტაქტს მშობლებთან
რით დავეხმაროთ ცაცია ბავშვს
- იმისათვის, რომ ბავშვმა თავისი წარუმატებლობა არ დაუკავშიროს თავის ცაციაობას, მოუყევით მას ცნობილი ცაციების შესახებ, რომელთაც მიუხედავად მათი ცაციაობისა, შესაძლოა კი პირიქით, სწორედ ამის წყალობით, მიაღწიეს დიდ სიმაღლეებს. მათ შორისაა ლეონარდო და ვინჩი, პაბლო პიკასო, იოჰან სებასტიან ბაჰი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ივან პავლოვი, ალბერტ ეიშტეინი და სხვა.
- აუცილებლად გააფრთხილეთ აღმზრდელები და მასწავლებლები, რადგან სწორედ მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული, რათა არ მოხდეს ბავშვის ნევროტიზაცია (არ უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ ცაცია ბავშვის ხელნაწერის შეფასება, მიზანშეწონილია მათი ნაწერი იყოს სწორი ან მარცხნივ დახრილი)
- აუცილებელია მოვახდინოთ სამუშაო ადგილის სწორად ორგანიზება: შუქი უნდა ხვდებოდეს საწერ ადგილს მარჯვენა მხრიდან, შევცვალოთ წერის დროს რვეულის დახრის კუთხე
- მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში ხელშეწყობა: ნებისმიერი მოქმედებები უნდა დავყოთ ელმენტებად და თანმიმდევრულად ავუხსნათ ბავშვს, რათა თითოეული ელემენტი გააზრებულად შეასრულოს
- ცაცია ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია მხედველობითი შეგრძნებები, ამიტომ უკეთ გაგებისათვის და დამახსოვრების მიზნით უმჯობესია გამოვიყენოთ სურათები, თვალსაჩინოებები
- ცაციები ძალზედ მგრძნობარეეები არიან, ამიტომ ხშირად შეაქეთ პატარა მიღწევების შემთხვევაშიც
- და ბოლოს, გახსოვდეთ ნურასოდეს ნუ შედარებთ სხვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს, მაგალითად უთხარით, რომ „შენ დღეს უკეთესად შეასრულე დავალება ვიდრე გუშინ“. გადასვლა >>> ,,ბავშვი”
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.