მასწავლებელი გატყობინებთ

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ სკოლის ზურგჩანთები
…ზურჩანთები გოგონებისათვის
…ზურგჩანთები ბიჭებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები გოგონებისათვის
…ქვედაბოლოები მოსწავლე გოგონებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმა – პერანგები ბიჭებისათვის
…სკოლის უნიფორმა – შარვლები ბიჭებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბიჭუნებისათვის 


არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი და მოწესრიგებული მოსწავლეა თქვენი შვილი, მის მასწავლებელთან გამუდმებული კონტაქტი აუცილებელია, ყურადღების გამახვილება კი მაშინ უფრო გმართებთ, თუ მასწავლებელი თავად დგამს პირველ ნაბიჯს და კითხვის გარეშე იწყებს თქვენს შვილზე საუბარს.
ეს უკვე განგაშის მომასწავებელია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ თავად მასწავლებელი არ ცდება – ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მსგავსი საუბრებისთვის მშობელი მზად უნდა იყოს.

მასწავლებელი გატყობინებთ, რომ მოსწავლეს დაბალი მოსწრება აქვს:

ყველაზე კარგ მოსწავლესაც კი შეიძლება რთული პერიოდი ჰქონდეს, რასაც აუცილებლად აქვს მიზეზი. მშობლის მისია სწორედ ამ მიზეზების გამოკვლევაა.
ჯერ თქვენი ოჯახის ბოლოდროინდელ ცხოვრებას გადახედეთ, იქნებ ოჯახში არსებული ვითარების გამო ბავშვი კარგად გამოძინებას ვერ ახერხებს, რაც კონცენტრირებაში უშლის ხელს.
ასევე გაიხსენეთ, ბოლო დროს რამდენჯერ იავადმყოფა ანუ რამდენჯერ მოუწია სკოლის გაცდენა, რამაც მისი პროგრამისგან ჩამორჩენა გამოიწვია.
ასევე გაარკვიეთ, მოსწავლე ყველა საგანში ჩამორჩება თუ მხოლოდ ტექნიკურებში ან ჰუმანიტარულებში, რომელიმე საგანს უბრალოდ ვერ ითვისებს თუ ცდილობს და არ გამოდის? ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სრული სურათის შექმნაში.
სწორედ პრობლემის სპეციფიკა მოგაძებნინებთ მიზეზებს, რის შემდეგაც მათი აღმოფხვრის პროცესი უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში, შვილს გაესაუბრეთ და მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღეთ, შემდეგ კი მაწავლებელთან ერთად დასახეთ მოქმედების გეგმა, რადგან ამ უკანასკნელს ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
სისტემატურად შეამოწმეთ მისი ცოდნა, გამოჰკითხეთ გაკვეთილები, თავად გადაიკითხეთ მისი ნაწერები და ნახეთ, სად უშვებს ყველაზე მეტ შეცდომას და მათ გამოსწორებაზე ერთად იზრუნეთ.
პრობლემურ მოსწავლეს არაფერი ისე არ ამშვიდებს, როგორც მშობლის თანადგომა.

მასწავლებელი გატყობინებთ, რომ მოსწავლე ცუდად იქცევა:

აქაც იგივე ტაქტიკა მუშაობს – გაარკვიეთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი ცუდად მოქცევა.
არ დაგავიწყდეთ, რომ პატარა ასაკის მოსწავლეებს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ოდნავ არაადეკვატურად გამოდით, ამიტომ ის, რასაც მასწავლებელი ხმაურს ეძახის, შესაძლოა, თქვენ შვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმი და საკუთარი აზრის გამოხატვაა.
ეს კი ნამდვილად კარგი თვისებაა.
კარგად გაარკვიეთ, რა იწვევს თქვენი შვილის ცუდ ყოფაქცევას.
შესაძლოა, სხვა მოსწავლის გავლენას განიცდის. ხდება ისეც, რომ ბავშვი მასწავლებლის ყურადღების ხარისხით არ არის კმაყოფილი და ხმაურითა და გადამეტებული აქტივობით ცდილობს მის დაინტერესებას.
ბავშვთან საუბრისას ახსენეთ, რომ მისი ჰიპერაქტიურობა სხვა მოსწავლეებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომ თუ მათთან მეგობრობა უნდა, მაშინ სწავლაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
ასევე უთხარით, რომ კარგი მოქცევა მასწავლებელს ძალიან გაახარებს და მისდამი უფრო ყურადღებიანი გახდება.
ჰიპერაქტიურობის გასანეიტრალებლად ერთი აპრობირებული ხერხიც არსებობს – სპორტი, რაც ზოგადად ძალიან კარგია.
თუ ბავშვი სპორტისთვის სუსტია (აქვს ქრონიკული დაავადებები და ა.შ.), მაშინ მისი შეყვანა სახელოვნებო წრეებზე შეგიძლიათ, სადაც თვითგამოხატვის საშუალებაც ექნება და ენერგიასაც სასარგებოდ დახარჯავს.

მასწავლებელი გატყობინებთ, რომ ბავშვი დაძაბული და აღელვებულია:

ამ პრობლემის სათავე ისევ და ისევ საკუთარ ოჯახში ეძიეთ.
თუ შინ სიმშვიდე გაქვთ, მაშინ შვილის სამეგობროსკენ გადაინაცვლეთ, გაარკვიეთ, ხომ არ აქვს პრობლემები უბნის უსაქმურებთან, ვინმე ხომ არ აწუხებს, დასცინის, ხომ არ ცდილობს ფულის გამოძალვას და სხვა (როგორც წესი, ასეთი ადამიანების მსხვერპლი მოწესრიგებული ბავშვები და მოზარდები არიან ხოლმე).
მანამდე კი კარგად დაელაპარაკეთ. მშვიდი საუბარი მისი მხრიდან სიმართლის გამხელის კარგი წინაპირობაა.
დაძაბულობის მიზეზი შეიძლება კომპლექსებიც იყოს.
უფრო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე კარგად ვერ სწავლობს, მასწავლებელი კი მისგან მთელი კლასის წინაშე მოითხოვს მაქსიმუმს.
ნუ შექმნით ტრაგედიას იმის გამო, რომ, თქვენი სურვილის მიუხედავად, ბავშვი მათემატიკას ვერ სწავლობს, რადგან მისგან მაინც შეიძლება გამოვიდეს წარმატებული მწერალი, რეჟისორი, მხატვარი და ასე შემდეგ.
არასაყვარელი საგნის სწავლის დაძალებას კი ნამდვილად შეუძლია ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედება.

მასწავლებელი გატყობინებთ, რომ თქვენი შვილი სხვას ამცირებს:

გაარკვიეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს მასწავლებელი და რა გახდა თქვენი შვილის ასე მოქცევის მიზეზი, ის გახლავთ კონფლიქტის წამომწყები თუ თავს იცავდა.
ნებისმიერ შემთხვევაში საკითხი მოგვარებას მოითხოვს, რადგან თუ საქმე მხოლოდ თავდაცვასთან გვაქვს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ყველა პრობლემის აღმოფხვრის გზად საპასუხო დარტყმა არ მიაჩნდეს.

თუ აგრესორი თქვენი შვილია, მაშინ აუცილებლად ერთად განიხილეთ მომხდარი, აწონ-დაწონეთ მისი შედეგები, ერთი წამით დაჩაგრულის ადგილას თავის წარმოდგენა სთხოვეთ.
ეს აუცილებლად იმუშავებს, თუ საკითხს მშვიდად მიუდგებით და არა ისტერიკით.
გააკონტროლეთ, რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც თქვენი შვილი ფიზიკური კონფლიქტის ან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება.
უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.
არ დაგავიწყდეთ, ყოველი პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მასწავლებელს გაესაუბროთ.
ჰკითხეთ, რამდენად გამოსწორდა თქვენი შვილის მდგომარეობა და სთხოვეთ, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდეთ.
და რაც მთავარია, არასდროს დააიგნოროთ მასწავლებლის გაფრთხილება, რადგან მას თქვენი შვილის მსგავსი უამრავი მოსწავლე ჰყავს, ყველას კი გამუდმებულ ყურადღებას ვერ მიაქცევს, ამიტომ რეაგირება პირველივე განგაშის ზარისთანავე გმართებთ. 
  გადასვლა >>> ,,ბავშვი

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1382527016