ბავშვის ბანაობა

ბავშვის ბანაობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის აბაზანის სითხეების (ქაფები)
ბავშვის აბანოს პირსახოცები
პამპერსები
საბავშვო ზეთები
საბავშვო კრემები
საბავშვო ტალკი
საბავშვო ლოსიონები
ბავშვის სავარცხლები
ბავშვის აბაზანები
ბავშვის აბაზანის წყლის თერმომეტრები
საბავშვო საპნები ,,ამაზონზე”
საბავშვო შამპუნები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის დასაბანი ღრუბელები (ხრალი)
ბავშვის აბანოს პირსახოცები(კაპიშონიანი)
აბაზანის ქუდები

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
ნივთები ბავშვებისათვის

ბავშვის ბანაობა – რა პერიოდულობით უნდა ვაბანაოთ ბავშვი

პირველად ბავშვს ექიმის ან მეანის ნებართვით აბანავებენ. 6 თვემდე ბავშვის ბანაობა საჭიროა ყოველდღე, 6 თვის შემდეგ კი ბავშვის ბანაობა შეიძლება დღეგამოშვებით. ოთახში სადაც ბავშვს აბანავებთ უნდა თბილოდეს, მაგრამ არ უნდა ცხელოდეს (20- 22 C).

როგორ მოვამზადოთ ბავშვის აბაზანა

ბავშვის საბანაოდ საჭიროა ვიქონიოთ, საბავშვო აბაზანა, რომელშიც არ შეიძლება სხვა ბავშვების დაბანა და თეთრეულის დარეცხვა. გამოყენების წინ საბავშვო აბაზანა უნდა მოვრეცხოთ თბილი საპნიანი წყლით, ღრუბლის ან ჩვრის საშუალებით, შემდეგ კი მდუღარე წყალი მოვავლოთ.

რა ტემპერატურის უნდა იყოს ბავშვის დასაბანი წყალი?

წყლის ტემპერატურის გასაზომად, საჭიროა აფთიაქში სპეციალური წყლის თერმომეტრი შევიძინოთ.

ბავშვის დასაბანი წყალი უნდა იყოს კარგი ხარისხის, ტემპერატურა კი 37°C.  აბაზანაში იმდენი წყალი უნდა ჩავასხათ, რომ ბავშვის ტანს მთლიანად ფარავდეს. ამას გარდა, წინასწარ უნდა მომზადდეს ტოლჩა გადასავლებელი წყლით, იმავე ტემპერატურის როგორითაც ვაბანავებთ ბავშვს. იმისათვის რომ, ბავშვი არ გასრიალდეს, აბაზანის ფსკერზე სუფთა,  ორად მოკეცილი ხელსახოცი უნდა დავფინოთ.

რომელი ნივთები უნდა მოვამზადოთ ბავშვის ბანაობამდე?

ბავშვის ბანაობაბავშვის ბანობამდე ასევე უნდა  მოვამზადოთ ბავშვის ბანაობისთვის საჭირო ნივთები:
– წყლის თერმომეტრი,
– ბავშვის აბაზანის სითხე,
– ბავშვის აბანოს პირსახოცი,
– პამპერსები,
– ბამბა,
– ბავშვის ზეთი ან საბავშვო კრემი,
– სუფთა ტანსაცმელი,
– სავარცხელი.
ბავშვის დასაბანად გამოიყენეთ აბაზანის საბავშვო საშუალებები, რადგან მოზრდილთათვის განკუთვნილი საპონი, ლოსიონი, და კრემი ბევრ ქიმიურ დანამატს შეიცავს და ბავშვის ნაზი კანისთვის რეკომენდებული არ არის.

ბავშვის ბანაობის ტექნიკა

მას შემდეგ, რაც ყველაფერს მოვამზადებთ, საპნით კარგად ვიბანთ ხელებს, ბავშვს გავხდით და ფრთხილად ჩავუშვებთ წყალში. თავ-კისერი მკლავით შეაკავეთ და ხელი მაგრად მოჰკიდეთ მხარში. მეორე ხელი დუნდულებსა და ბარძაყებზე შემოხვიეთ.
ცალი მაჯით თავი დაუჭირეთ, მეორეთი კი- ბარძაყების მიდამო.
ბავშვს გამუდმებით ღიმილით ელაპარაკეთ, სანამ თავისუფალი ხელით წყალს ფრთხილად ასხამთ ტანზე. თუ ბავშვი დაძაბულია, წყალი ნელ-ნელა დაასხით.
კვირაში ერთი-ორჯერ საჭიროა ბავშვის საბავშვო საპნით დაბანა. ბავშვს ჯერ გულმკერდს, მუცელს, ხელებს, ფეხებს, შემდეგ კი თავს ვბანთ. თავი ცოტა უკან უნდა გადაუწიოთ, რომ წყალი და საპონი სახეზე არ ჩამოუვიდეს. ამის შემდეგ ვაბრუნებთ, ვაწვენთ მუცელზე და ვბანთ ზურგს, დუნდულოებს, საზარდულის და შორისის მიდამოს.
6 თვემდე ბავშვს ბანენ ხელით, 6 თვის შემდეგ კი შეიძლება ღრუბლის გამოყენება. ჩვილისთვის საკმარისია წყალში ორი- სამი წუთით ყოფნა. თავისუფალი ხელი საჯდომზე შემოხვიეთ და ამოიყვანეთ. ბავშვი მაგრად გეჭიროთ, რათა სველი სხეული არ გაგისხლტდეთ. თავი დაუჭირეთ, რათა არ გადაუვარდეს.

აბაზანიდან ამოყვანის შემდეგ ვავლებთ ტოლჩაში წინასწარ გამზადებულ წყალს და სწრაფად ვახვევთ პირსახოცში, ვაწვენთ გამოსაცვლელ ლეიბზე  და ვამშრალებთ. კანის ნაკეცებს კარგად გაუმშრალებთ და ვუსვამთ კრემს, ვაცვამთ სუფთა საფენს და ტანსაცმელს.

აუცილებლად უნდა გაეწმინდოს ყურები, რათა მასში არ დარჩეს წყალი. ბავშვი რომელსაც ჯდომა შეუძლია, შეგვიძლია მჯდომარე ვაბანაოთ და გასართობად რეზინის ან პლასტმასის სააბაზანო სათამაშოები მივცეთ. ბავშვის ბანაობის დროს გამოგადგებათ ასევე აბაზანის ქუდი. გადასვლა > 1. ბავშვი 2. ბავშვის დაბანა;


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.