კბილების მკურნალობა ორსულობის დროს

კბილების მკურნალობა ორსულობის დროს: თავისებურებები, სიფრთხილე

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ორსულობის დროს ქალს ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა და ყველაზე დიდ ყურადღებას საჭიროებს მისი ჯანმრთელობა.
ნებისმიერი ანთებითი პროცესი საშიშია ნაყოფისთვის, ამიტომ ყველა ორსულმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური დათვალიერება სტომატოლოგთან.
ორსულობას თან ახლავს კალციუმის კარგვა, რომელიც საჭიროა ბავშვის ჩონჩხის ჩამოყალიბებისთვის.
ამის გამო ქალებში ხშირად აღინიშნება კბილის მინანქრის დაზიანება, რაც იწვევს კარიესის და სხვა დაავადებების განვითარებას.
როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტი გარდაუვალია?

სტომატოლოგების რეკომენდაციები 

უპირველეს ყოვლისა, ორსულობის დაგეგმვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კვების რაციონს. მომავალი დედის მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს უცხიმო რძე, ყველი, იოგურტი – კალციუმით მდიდარი პროდუქტები. კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას არეგულირებს D ვიტამინი, რომელსაც შეიცავს კარაქი, კვერცხის გული, თევზის ცხიმი, ქვირითი, სოკოები.
პირის ღრუს დაავადებების განვითარების ასაცილებლად აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. სხვადასხვა პროცედურების ჩატარების ყველაზე უსაფრთხო პერიოდია მეორე ტრიმესტრი. სტომატოლოგების ძირითადი რეკომენდაციები შემდეგში მდგომარეობს:

  • ორსულობის დროს უნდა შემოვიფარგლოთ საჭირო მოცულობის სტომატოლოგიური მკურნალობით, რომელიც შეაჩერებს კბილების დაშლას და გააყუჩებს ტკივილს.
    თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უსაფრთხოა ისეთი პროცედურები, როგორიც არის კარიესული ღრუების დაბჟენა, კბილის ნადებების მოცილება, არხების მკურნალობა.
  • მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომელ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს გამოიყენებს ექიმი – თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები არ შეიცავენ ადრენალინს ანუ ისინი უსაფრთხოა დედისა და ბავშვისთვის.
  • პულპიტის განვითარების შემთხვევაში ოპტიმალურია არხების დროულად დაბჟენა – იგი დაგვეხმარება ანთებითი პროცესების შეჩერებაში.
    მშობიარობის შემდეგ შესაძლებელი იქნება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და საბოლოო დაბჟენის განხორციელება.
  • ორსულების მკურნალობის დროს, ძირითადად, უზრუნველყოფილია მომატებული კომფორტი. ექიმმა კაბინეტში უნდა უზრუნველყოს მშვიდი ატმოსფერო, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორი – ზედმეტი ხმაური, უცხო სუნები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია შესვენებების გამოყოფა სხვადასხვა პროცედურების ჩატარების პროცესში.
  • მრავალ შემთხვევაში დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია რენტგენი. დასხივების დოზის შესამცირებლად, ძირითადად, გამოიყენება რადიოვიზიოგრაფი, რომელიც გამოსხივებას წამის მეათედამდე ამცირებს. ფესვის არხებში სამუშაოდ იყენებენ აპექსლოკატორს.
  • მომავალმა დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს პირის  ღრუს ჰიგიენას და შეასრულოს სტომატოლოგის ყველა რეკომენდაცია, რადგან ამაზეა დამოკიდებული როგორც მისი ლამაზი ღიმილი, ასევე მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.

რას უნდა მიექცეს ყურადღება?

ძალიან ხშირად ჰორმონების ბალანსის ცვლილება სისხლში იწვევს გინგივიტის განვითარებას. ეს სტომატოლოგიური დაავადება განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, რადგან ბაქტერიების დაშლის პროდუქტები გინგივიტის დროს შეიძლება სისხლით გავრცელდეს მთელ ორგანიზმში და დააზიანოს ნაყოფის ქსოვილები. პირის ღრუში არსებული ანთებითი პროცესების გართულებების ყველაზე ცუდი შედეგებია ნაადრევი მშობიარობა და ორსულობის შეწყვეტა. სწორედ ამიტომ, მსგავსი დაავადებების პირველივე ნიშნების, კერძოდ ღრძილების სიწითლის, შეშუპების დროს საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი.

ორსულობის დროს არ შეიძლება შემდეგი მედიკამენტების მიღება: იმუდონი, ნატრიუმის ფტორიდი, ლიდოკაინი, სტოპანგინი და სხვ. ამას გარდა, არ შეიძლება დარიშხანის გამოყენება კბილების მკურნალობის დროს.

გასათვალისწინებელია, რომ თირკმლების ფუნქცია ორსულობის დროს განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხეულის მდებარეობის ცვლილებებთან. ამიტომ მიზანშეწონილი არ არის ჰორიზონტალური მდებარეობის მიღება სტომატოლოგიურ სავარძელში. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების უმრავლესობის ფუნქცია ასევე იცვლება ჰორმონული გარდაქმნების ფონზე. შედეგად, ჩნდება ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა, ვითარდება ემოციური არასტაბილურობა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სტომატოლოგი შესწორებებს შეიტანს მკურნალობის გეგმაში, თითოეული პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების მიხედვით.

ნებისმიერი თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა მზად არის შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი, რომელთა შორისაც არის ცალკე მიმართულება – ორსულთა მკურნალობა. მომავალი დედებისთვის ექიმები უზრუნველყოფენ მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს და ყველანაირად აღმოუჩენენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ზოგიერთ კლინიკაში ორსულებთან მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ორსულმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

.