ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
მატყუარა საწოვარა ბისფენოლ A -ს გარეშე
დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი ბავშვის კვებისათვის
ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები (0 – 12 თვემდე)
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (0 – 12 თვემდე)
ბავშვის ფეხსაცმელი (0 – 12 თვემდე)

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვი

ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე

აქ მოყვანილია საორიენტაციო მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შეფასდეს ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე. მითითებული უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის განვითარების ნორმას, ასაკის ზრდის მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ შესაბამის დროის მონაკვეთში, გარკვეული უნარ-ჩვევის არ არსებობა, ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების საფუძველი, მითუმეტეს,  თუ დანარჩენი უნარ-ჩვევების განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს (არ იცოცოს) და პირდაპირ დაიწყოს სიარული.
ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული  უნარ- ჩვევა  არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან  2 და მეტი თვის განმავლობაში.
ამ შემთხვევაში, შესაძლებელია,  ექიმის მითითებით, აუცილებელი გახდეს სპეციალისტის ჩარევა.

მოძრაობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

  • მუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა:  1-2 თვე;
  • მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა: 1-3 თვე;
  • მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა:  2-3 თვე;
  • თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით:  2-4 თვე;
  • თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით:  3-5 თვე;
  • გვერდზე გადაბრუნების მცდელობა: 3-5 თვე;
  • გვერდზე გადაბრუნება: 3-5 თვე;
  • მუცელზე გადაბრუნება (გადაკოტრიალება ) : 3-5 თვე;
  • მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა:  3-5 თვე;
  • მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება:  3-6 თვე;
  • ცოცვის მცდელობა:  4-6 თვე;
  • მუცელზე ხოხვა:  5-8 თვე;
  • ოთხზე (კიდურებზე) ხოხვა:  6-დან -9 თვემდე;
  • რაიმე საგანზე აცოცება:  8–დან -10 თვემდე;

დგომა

  • სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს:  2-3 თვე;
  • მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას: 3-4 თვე;
  • დგომა იღლიებით დაჭერის დროს: 4-5 თვე;
  • დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს: 5-7 თვე;
  • დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს: 6-8 თვე;
  • დგომა მცირე საყრდენით: 8-11 თვე;
  • დგომა საყრდენის გარეშე: 8-11 თვე;
  • ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა: 9-12 თვე;

სიარული

  • გადაბიჯების რეფლექსი: 1-2 თვე;
  • გადაბიჯება – იღლიების დახმარებით: 3-5 თვე;
  • გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით: 5-7 თვე;
  • ხანგრძლივი გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს: 7-9 თვე;
  • გადაბიჯება  – ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით: 7-9 თვე;
  • გადაბიჯება – მოძრავი საყრდენის დახმარებით: 9-12 თვე;
  • გადაბიჯება საყრდენის გარეშე: 9-12 თვე;
  • გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით: 7-12 თვე;
  • დამოუკიდებლად სიარული: 8-12 თვე;

ჯდომა

  • თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 1-3 თვე;
  • თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 3-5 თვე;
  • წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით: 4-5 თვე;
  • წამოჯდომა ხელების დახმარებით: 5-6 თვე;
  • წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით: 5-8 თვე;
  • წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით: 6-8 თვე;
  • წამოჯდომა მცირე დასაყრდენით: 7-9 თვე;
  • წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე: 7-9 თვე;
  • წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან: 8-11 თვე;

ხელის ჩავლება

  • სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება: 1-2 თვე;
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობა: 2-4 თვე;
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება: 2-4 თვე;
  • სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება: 4-6 თვე;
  • სათამაშოს გადაგდება: 6-8 თვე;
  • რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში: 7-11 თვე;

მხედველობითი ანალიზატორის განვითარება

  • არაგულისხმიერი მხედველობა: 1-2 თვე;
  • მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი: 2-4 თვე;
  • მხედველობითი გულისხმიერება, საგნებზე თვალყურის დევნების უნარი: 2-4 თვე;
  • საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის გულისხმიერი დათვალიერების უნარი: 3-5 თვე;
  • საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი: 4-6 თვე;
  • ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი: 7-9 თვე;

სასმენი აპარატის განვითარება

  • საწყისი, ორიენტირებული რეაქცია მკვეთრ ხმებზე: 1თვე;
  • ყველა ტიპის ხმაზე  ყურადღების გამახვილება: 2-4 თვე;
  • მკვეთრი, მყისიერი ირიენტირებული რეაქცია ხმებზე: 3-5 თვე;
  • ხმების გამომცემი წყაროს ძებნა: 4-7 თვე;
  • ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე: 5-8 თვე;
  • ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა: 5-9 თვე;
  • მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ: 8-12 თვე;

მეტყველების განვითარებაწლამდე ასაკის ბავშვის განვითარება

  • ღუღუნი: 3-5 თვე;
  • წამღერებითი ღუღუნი: 4-6 თვე;
  • საპასუხო ხმები: 4-6 თვე;
  • ტიტინი: 6-12 თვე;
  • დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა: 8-10 თვე;
  • ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად: 9-12 თვე;
  • მარტივი  სიტყვების წარმოთქმის მცდელობა: 9-12 თვე;
  • პირველი, გამართული სიტყვების წარმოთქმა: 12 თვის შემდეგ;

აღებულია: http://www.aura.ge/124-deda-da-shvili/784-ert-tslamde-bavshvis-ganvitarebis-done.html; გადასვლა >>> ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.