აპითერაპია პირის ღრუს დაავადებებისას

  • თურმანიძის მალამოები

აპითერაპია პირის ღრუს დაავადებებისას

დინდგელის ნაყენი
დინდგელის პატარა ნატეხი დავარბილოთ ხელში ან პირის ღრუში და ჩავიდოთ კბილში (თუ კბილში ღრუ არ არის, მივაწებოთ შიგნითა მხრიდან). ჩადებისთანავე ტკივილი გაძლიერდება, ხოლო 1-2 წუთში – შემცირდება,  რადგან დინდგელის გამაყუჩებელი ეფექტი ნოვოკაინზე და კოკაინზე ძლიერია. განსაკუთრებით ეფექტურია ღამის ტკივილის დროს
გამოიყენება ექიმთან მისვლამდე, ტკივილის დროებითი გაყუჩების მიზნით. ეფექტურია, აგრეთვე პირის ღრუს ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს.
———————

დინდგელის ნაყენი
ავადმყოფ კბილს დავადოთ დინდგელის 30%-იან ნაყენში დასველებული ბამბა.
გამოიყენება ექიმთან მისვლამდე, ტკივილის დროებითი გაყუჩების მიზნით.
 ————————-

თაფლი
თითო ჩაის კოვზი თაფლი, 5-6ჯერ დღეში, გავაჩეროთ პირის ღრუში სრულ დადნობამდე და ნელ-ნელა ვყლაპოთ. უფრო ეფექტურია ფიჭიანი თაფლის დიდხანს ღეჭვა და გადაყლაპვა, რადგან მასში მეტია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ხოლო ცვილი კარგად ასუფთავებს კბილებს ნადებისაგან.
გამოიყენება ენისა და ღრძილების დაავადებების დროს, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის დროს
ფუტკრის, ნატურალური თაფლი, შაქრისაგან განსხვავებით, არ აფუჭებს კბილის ემალს.
——————————

გვირილა თაფლით
3 სუფრის კოვზი ხმელი, დაქუცმაცებული გვირილის ყვავილი მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში, დავასხათ 0,5 ლ. მდუღარე წყალი და ორთქლის აბანოზე გავაჩეროთ 15 წუთი. დავაცადოთ გაციებამდე, გადავწუროთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და დღეში რამოდენიმე ჯერ გამოვივლოთ პირის ღრუში.
გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილების დაავადებების დროს (ცტომატიტი, გინგივიტი და ა.შ), აგრეთვე, ანგინის და ქრონიკული ტონზილიტის დროს.
—————————

სტომატიტი (stomatitis) – პირის ღუს ლორწოვანი გარსის ანთება
————————-

გინგივიტი (gingivitis) – ღრძილების ანთება
——————–

დინდგელის ექსტრაქტი
1 ჩაის კოვზი დინდგელის 10%-იანი ექსტრაქტი გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და რამოდენიმე ჯერ დღეში გამოვივლოთ პირის ღრუში.
გამოიყენება პირის ღუს ლორწოვანი გარსის, ღრძილების დაავადებების დროს
—————-

ფიჭიანი თაფლი
5-6ჯერ დღეში დიდხანს ვღეჭოთ ფიჭიანი თაფლი და შემდეგ გადავყლაპოთ. თაფლის გარდა, სამკურნალოდ მოქმედებს ფიჭიან თაფლში არსებული, ცვილი და ყვავილის მტვერი
გამოიყენება პარადონტოზის დროს (ასუფთავებს ღრძილებს და კბილებს ნადებისაგან და ებრძვის მიკრობებს)
———————-

პარადონტოზი (parodontosis) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ალვეოლების ქსოვილის პროგრესირებული რეზორბცია, ღრძილების ანთება და კბილების მორყევა..
—————-

დინდგელის ნაყენი და ყვავილის მტვერი
დღეში 3 ჯერ:

  1. კბილზე გავაკეთოთ 4%-იანი დინდგელის ნაყენის აპლიკაციები
  2. მივიღოთ 30-40 წვეთი 10%-იანი დინდგელის სპირტიანი ნაყენი
  3. მივიღოთ ½ ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი

გამოიყენება პარადონტოზის დროს
——————-

ანათალი
4-6ჯერ და შეძლებისდაგვარად მეტიც, ვღეჭოთ ანათალი იქმდე, ვიდრე დაიშლება და ნარჩენი გადავაფურთხოთ. ანათალში ნაკლები თაფლია, ამიტომ მისი გამოყენებისათვის შეზღუდვა არ არის.
გამოიყენება პარადონტოზის დროს
————————-
ანათალი – თაფლის გამოწურვისას, გადაბეჭდილი ფიჭებიდან აჭრილი თხელი ფენა, რომელიც შეიცავს ცვილს, თაფლს, ცოტა დინდგელსა და ყვავილის მტვერს და ძალიან მცირე რაოდენობით ფუტკრის რძეს. გააჩნია ძლიერი ანტისეფტიკური მოქმედება.

——————

კრაზანა და დინდგელის ნაყენი
25 გრ დინდგელი წვრილად დავაქუცმაცოთ, მუქი ფერის ბოთლში დავასხათ 100 მლ სპირტი და დავუმატოთ 50 გრ ხმელი დაქუცმაცებული კრაზანას ბალახის ფოთლები. გავაჩეროთ 15 დღე (დღეში 2ჯერ შევანჯღრიოთ). გავფილტროთ და გამოვიყენოთ როგორც სავლები (20-30 წვეთი ნაყენი 100 მლ წყალში), 4-5ჯერ დღეში.
გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.
————–

ვარდი და თაფლი
100 გრ თაფლს დავასხათ 50 მლ მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ.
50 გრ ვარდის ან ასკილის ყვავილის ფოთლები გავრეცხოთ, დავაყაროთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და კარგად ავსრისოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ცეცხლზე მდგომ თაფლში და ნელ ცეცხლზე (ორთქლის აბანოზე) 1 საათი ვხარშოთ. გადავწუროთ და მაცივარში შევინახოთ. დღეში რამოდენიმე ჯერ პირის ღრუ დავამუშავოთ ნახარშით.
გამოიყენება პირის ღრუს სოკოვანი დაავადებების დროს. ბავშვებში – რძიანას დროს.
თბილ წყალში გახსნილი 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი გამოიყენება როგორც სავლები, ანგინის დროს.
—————–

დინდგელი
ხორბლის მარცვლის ოდენა მაღალი ხარისხის დინდგელი დიდხანს ვღეჭოთ ან ლოყის უკან  ან კბილზე დაწებებული დავიტოვოთ მთელი ღამე
გამოიყენება ლარინგიტის, ფარინგიტის, ღრძილების დაავადებების დროს.
————–

ლარინგიტი (laryngitis) – ხორხის ანთება
——————

ფარინგიტი (pharyngitis) –საყლაპავის ლორწოვანი გარსისა და ლიმფოიდური ქსოვილის ანთება
————————

დინდგელის ნაყენი
დაზიანებული ადგილები დავამუშავოთ წყალბადის ზეჟანგით, შევაშროთ ღია პირით (უმჯობესია ჰაერის თბილი ნაკადით) და პიპეტით დავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი 50%-იანი დინდგელის ნაყენი და ისევ შევაშროთ, რათა წარმოიქმნას დინდგელის აბკი. 7-12 დღე ყოველდღე ვიმეოროთ.
გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის, კანდიდოზების დროს.
——————

კანდიდოზი (candidosis), კანდიდომიკოზი – Candida-ს ჯგუფის სოკოთი გამოწვეული დაავადება
———————

დინდგელის ნაყენი
პირის ღრუს სავლებად გამოვიყენოთ 1 ჩაის კოვზი 10%-იანი დინდგელის ექსტრაქტი 1 ჭიქა წყალში.
გამოიყენება პირის ღუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს
—————-

დინდგელისა და ატმის ზეთის 
1 სუფრის კოვზი 10%-იანი სპირტიანი დინდგელის ნაყენი შეურიოთ 2 სუფრის კოვზ ატმის (ან ზეითუნის) ზეთს. გამოვიყენოთ როგორც პირის ღრუს ლორწოვანისა და ნუშურების საცხი
ეფექტურია ლორწოვანი გარსის დაზიანებების დროს

.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...

Share this...Share on Facebook
Facebook