წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდი

წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდი

ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ ამ საკითხის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის გზაჯვარედინი ადგილისა, საიდანაც იწყება ადამიანის არჩევანი თუ როგორი პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს..
მოზარდთა კლასიფიკაცია შეიძლება არასწორიც იყოს, სწორედ იმის გამო, რომ მანამდე არ ეკისრება მას გარკვეული ვალდებულება იყოს პასუხისმგებელი თავის თავზე, მაგრამ მაინც შეიძლება გამოყოფა წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდის.

 წინდახედული მოზარდი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე და თავის მიზნებზე .. იყოს უკეთესი, ვიდრე მშობელი ან ვინმე სხვა ვინც პიროვნების მაგალითად მიაჩნია.. ასეთი ადამიანი 11-13 წლის ასაკიდან იწყებს ბრძოლას გამოძვრეს ბავშვობიდან და აძვრეს იმაზე მაღლა, ვიდრე თავისი თანატოლები..წინდახედული მოზარდის ცხოვრება რომ წარმატებით სრულდება ადვილი მისახვედრია.. ასეთ ბავშვებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხობენ, ან ცდილობენ ეს უკანასკნელი რამენაირად მოუძებნონ. ზოგადად ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მილიონობით კითხვა ცხოვრებაში, ზოგს გვიან , ზოგსსაც ადრეულ ასაკში. პატარაობიდან ჩამოყალიბებული ძლიერი ინტერესი წარმატების დიდი საფუძველია. წინდახედული მოზარდის გონება, სწორედ ამ გაუთავებელ ფიქრში და გაუგებრობებში ვითარდება..

მოზარდთა უმეტეს ნაწილს პასიურები შეადგენენ, განსაკუთრებით კი საქართველოში. მათი ცხოვრება შეიძლება იყოს , როგორც ხმაურიანი, ისე ჩუმი და მყუდრო , ეს ადამიანზეა დამოკიდებული , მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი.. პასიური მოზარდის ცხოვრება არანაკლებ დატვირთულია კითხვებით.. მაგრამ ეს კითხვები განსხვავებით წინდახედულისა უმეტესად უპასუხოა, რაც მოზარდს შედარებით ნელა ავითარებს . შემორჩენილი კითხვები კი ხელს უშლის ზრდასრულ ასაკში შექმნილი ბარიერების გადალახვას .უხეშად რომ ვთქვათ მიზნის მიღწევა ორმაგად და სამმაგად რთულია ასეთი ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა , რომ მის ბავშვობაში შეიძლება ყოფილიყო ოცნება “პრეზიდენტობაზე” ან “პრემიერ-მინისტრობაზე” მაინც.. რასაც ვერ ვიტყვით ხელოვნებაზე.. პასიურ მოზარდს ძალიან უწყობს ხელს ნიჭიერება, ისინი სწორედ ამ ჯილდოს პროპორციულად აღწევენ წარმატებას..

წინდაუხედავი მოზარდი ძალიან ადვილი აღმოსაჩენია.. ასეთი ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს (ან თუ ახერხებს , გვიან) ბავშვურ მავნე ჩვევებიდან გამოღწევას , მიუხედავად იმისა მას სიგარეტი ექნება თუ არა პირში გარჭობილი, ბავშვური ბუნება ყოველთვის ილტვის იმ ოდნავი სიამოვნებისკენაც კი, რაც გზაზე დახვდება.. ძალიან ხშირია ასეთი მოზარდების ფიზიკური დაპირისპირება, იმდენად ხშირი, რომ უკვე არავის უკვირს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება.. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი მოზარდი დაინახავს საკუთარ თავს ამ პოსტში და ოდნავ მაინც დაეხმარება გაიკვალოს გზა უფრო ადვილად ვიდრე აქამდე.

დიდი მადლობა თუ წაკითხვა არ დაგეზარათ.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/03/25/წინდახედული-პასიური-და-წ/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.