მასაჟის სახეები და კლასიფიკაცია

მასაჟის სახეები და კლასიფიკაცია

არსებობს მასაჟის 4 ძირითადი სახე- სპორტული, სამკურნალო, ჰიგიენური და კოსმეტიკური. მაგრამ მიუხედავად ასეთი დაყოფისა მათი გარჩევა ძალიან რთულია. მაგალითად, განსხვავება ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს შორის თეორიულად უფრო მეტია, ვიდრე პრაქტიკულად.

სამკურნალო მასაჟი გამოიყენება როგორც მკურნალობის პროცესში, აგრეთვე რეაბილიტაციის ფაზაშიც. სამკურნალო მასაჟის მეშვეობით ხდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა :

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის
  2. ნერვული სისტემის
  3. საყტდენ-მამოძრავებელი სისტემის
  4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
  5. სასუნთქი გზების ( პერკუსიული მასაჟი)
  6. გინეკოლოგიური დაავადებები
  7. უროლოგიური დაავადებები
  8. ნივთიერებათა ცვლის მოშლა

არჩევენ მასაჟის შემდეგ სისტემებს : შვედური, ფინური, აღმოსავლური და კლასიკური.  არსებობს მასაჟის სხვადასხვა სახე. სახეებში იგულისხმება მასაჟის ჩატარების სხვადასხვა ტაქტიკა.  შესრულების მიცედვით იყოფა: ხელით და აპარატით. მიღების მიხედვით: ადგილობრივი და ზოგადი. რაც შეეხება დანიშნულების მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სამკურნალო, ჰიგიენური, კოსმეტიკური, სპორტული, რეფლექტორული, საბავშვო და აგრეთვე თვითმასაჟი.

________________________________________

სტატია მოამზადა გიორგი გერგეშელიძემ

..