შესაძლებელია თუ არა ბავშვის სქესის დაგეგმვა?

შესაძლებელია თუ არა ბავშვის სქესის დაგეგმვა?

დავიწყოთ იმით, რომ ბავშვის სქესი ხშირად ხდება სელექციური აბორტის მიზეზი. სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩვენი პორტალის ამ თემისადმი ინტერესისა. ჩვენ გავეცანით  სხვადასხვა ენებზე დიდძალ მასალებს. ჩვენი პილოტური დასკვნები ასეთია:

  1. სქესის დაგეგმვის პრობლემა ძალიან ძველია და არსებობს თითქმის ყველა ხალხში. სხვათაშორის – საქართველოში შედარებით ნაკლებად;
  2. ყველა ხალხში არსებობს სქესის დაგეგმვის მეთოდები;
  3. ეს მეთოდები საუკუნეებია არსებობს და სავარაუდოდ, მათ გარკვეული საფუძვლები რომ არ ქონდეს აქამდე ვერ მოაღწევდა.

 ამ მეთოდების მოკლე შინაარსი გადმოცემულია ქვემოთ, პარაგრაფებში:

 – ბავშვის სქესის დაგეგმვა. ,,გასტრონომიული” თეორია
…….ბიჭის სქესის დაგეგმვა
…….გოგოს სქესის დაგეგმვა
– ბავშვის სქესის პროგნოზირების კარაგოდინის მეთოდი
– სქესის გამოთვლის იაპონური და ჩინური მეთოდები
– საკვები დანამატები ბავშვის სქესის დაგეგმვისათვის

იქვე, ამავე პარაგრაფებში მოცემულია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ზოგი გამოკითხვა დიდი ხანია მიმდინარეობს, ზოგი ეხლა დაიწყო.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, არსებობს სხვა მეთოდებიც, მაგალითად: სქესის პოზებთან დაკავშირებული.

4. ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეთოდთა ჯგუფმა, რომელსაც შეიძლება გასტრონომიული ან კვებითი ვუწოდოთ. ყურადღება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა:

ა) ყველა ხალხი თვლის, რომ ბავშვის სქესი მშობლების საკვებთან კავშირშია. სხვათაშორის ასე თვლიდნენ ქართველები, რუსები, მონღოლები, სპარსები და ა.შ.  ეტყობა ყველამ შეამჩნია საკვებსა და ბავშვის სქესს შორის კორელაცია. სხვადასხვა ქვეყნებში  სხვადასხვა საკვები სახელდება. ეს ბუნებრივიცაა – ძველად არ იცნობდნენ მიკროელემენტებს და საკვები, რომლებიც, ვთქვათ, კალიუმს შეიცავს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად  სახელდებოდა;

ბ) ეს საკითხი შეისწავლეს ისრაელში  (რამდენიმე ერის გამოცდილება) და გამოავლინეს ის ელემენტები, რომლებიც დიდ ალბათობით ახდენენ გავლენას ბავშვის სქესზე.

გაეცანით სტატიებს:

– ბიჭის სქესის დაგეგმვა
– გოგოს სქესის დაგეგმვა

მათვე შექმნეს საშუალებები (ბადები), რომლებმაც გავლენა უნდა მოახდინონ ბავშვის სქესზე. ცხადია, გარანტია რომ აუცილებლად სასურველი სქესის ბავშვი დაიბადება არ არსებობს, მაგრამ როგორც წყაროები ამტკიცებენ, ალბათობა იზრდება. ამასთან წყაროები მიუთითებენ, რომ ეს  საშუალებები მთლიანობაში ჯანმრთელობისთვის კარგია.

ბავშვის სქესის დაგეგმვაორსულობა და მშობიარობა