რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ომეგა-3 ,,ამაზონზე”


ინტერესი ომეგა-3 (omega-3) -ის მიმართ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მისი სასარგებლო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრის აღმოჩენის შემდეგ.
ომეგა-3 (omega-3)  ნახევრად უჯერი  ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება  საკვებთან ერთად.
თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 (omega-3) ბიოდანამატები. ეს კი პროდუქტების  საკმაოდ ნორმალური ალტერნატივაა.

რატომ ამზადებენ ომეგა-3 -ს კაფსულებში?

ომეგა-3 -ის შემცველ ნივთიერებებს, უმეტესად კაფსულის სახით მოიხმარენ. რატომ? ომეგა-3 ჰაერთან შეხებისას ძალიან სწრაფად მძაღდება და გამოყოფს პაროქსიდებს. კაფსულებში კი მას არა აქვს შეხება ჰაერთან.
სხვათაშორის, ომეგა-3 -ის ამ თვისების გამო, ბევრ ქვეყანაში მათი  გაყიდვა ბოთლებში აკრძალულია.
ჩვენს კვებით რაციონში ყველაზე მეტად დეფიციტურია სწორედ ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, იმდენად რამდენადაც ან ძალიან იშვიათად მოვიხმართ მას საკვებთან ერთად, ან არასწორად ვამზადებთ ომეგა-3 ცხიმებით მდიდარ საკვებს.
ბევრი ავტორი წერს ომეგა-3 მდიდარი სელის ზეთის დაუჯერებლად დიდი სარგებლის შესახებ. სამწუხაროდ ამ ავტორებს ავიწყდებათ  განსაკუთრებული ანტიოქსიდური ცხიმოვანი მჟავის არსებობა. მათ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვთ-იგულისხმება უკიდურესი ჟანგვის საფრთხის ქვეშ ყოფნა.
ჰაერთან შეხებისას, სინათლეზე და ა. შ. ომეგა-3 (omega-3) ადვილად იჟანგება. დაჟანგვა  სწრაფად მიმდინარეობს ცხიმების გაცხელებისა და ჰაერთან ურთიერთქმედების დროს. შედეგად მიიღება მრავალრიცხოვანი თავისუფალი რადიკალი, რომლებიც ორგანიზმზე სხვადასხვა ტიპის, მრავალი უარყოფითი ზეგავლენით გამოირჩევიან.
ცხიმოვანი მჟავების ჟანგვა კარცენოგენური ეფექტებით ხასიათდება. ისინი, ფაქტობრივად, ომეგა-3-საგან სრულიად განსხვავებულ მოქმედების მექანიზმებს ფლობენ: ზრდიან ათეროსკლეროზის, თრომბოზის, ჰიპერტონიის და ა.შ განვითარების რისკს. ასეთ ზეთს ორგანიზმისთვის გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. მისი ჟანგვა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა სელის ზეთის ბოთლი მაცივარში ინახება.
ომეგა-3 -ის ცხიმების წყაროს როლში გვევლინებიან ზღვის პროდუქტები: მათში ომეგა-3-ის ცხიმები გვხვდება ეიკოზაპენტოზებისა და დეკოზაჰექსოზების ცხიმოვანი მჟავების სახით, რომლებიც ძალზე სასარგებლო და აქტიურია. დაკაპჩონებისა და დამარილების დროს თევზი კარგავს ომეგა-3 -ის ცხიმების გარკვეულ ნაწილს, 50% გაყინვის პირობებში წლის განმავლობაში.
ჯანმრთელობის შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარე, აუცილებელია ომეგა-3 -ის დეფიციტის კომპენსაცია და საამისოდ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ომეგა-3-ის მიღება კაფსულებში. კაფსულებში ომეგა-3 საიმედოდაა დაცულია დაჟანგვისაგან. წყარო: http://www.vsefishki.com/omega-3-i-ee-svojstva/; მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”


ომეგა – 3
რა არის ომეგა–3
ომეგა–3–ის თვისებები
რა დროს გვირჩევენ ომეგა–3–ს მიღებას?
რამდენი ომეგა–3 უნდა მივიღოთ?
რატომ ამზადებენ ომეგა–3–ს კაფსულებში?
ომეგა-3  ის  წყაროები
ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
როგორ ვაქციოთ ომეგა–3  ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილად?
ომეგა 3 და დაავადებები
დაავადებების სია, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ომეგა-3


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.