ქოლესტერინის სიჭარბე – პირდაპირი გზა ინსულტამდე

ქოლესტერინი და ინსულტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

რატომაა ქოლესტერინის სიჭარბე პირდაპირი გზა ინსულტამდე

დადგენილია, რომ ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია ქოლესტერინით, ანუ ცხოველური წარმოშობის ცხიმების დიდი რაოდენობით, ეხმარება დისლიპოპროტეინემიის გაჩენას (დიპროპორცია თანაფარდობაში სხვადასხვა ლიპოპროტეიდებთან სისხლის პლაზმაში), რაც ძარღვების კედლებში ქოლესტერინის ფირფიტების გაძლიერებული გადატანისა და კედლების ათეროსკლეროზის განვითარების გამომწვევი მიზეზია, მათ რიცხვში თავის ტვინის სისხლძარღვებშიც.
თავის მხრივ, ათეროსკლეროზულად შეცვლილი ტვინის სისხლძარღვები, არასასურველი ფაქტორების და დაბალი არტერიული წნევის (მაგალითად, ატმოსფერული წნევის ვარდნის დროს) ზემოქმედებით, შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ დაირღვეს ტვინის სისხლმიმოქცევა, რაც ხშირად  თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების ოკლუზირული დაზიანებისას აღინიშნება (საძილე და მალების არტერიების).

ამის გარდა, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს ჩნდება არტერიო-არტერიალური ემბოლიები, რომლებმაც შეიძლება იშემიური ინსულტის განვითარებამდე მიგვიყვანოს. ემბოლიები შედგება, როგორც წესი, დაშლადი ფირფიტების ათერომატოზური მასებისგან, ქოლესტერინის კრისტალებისგან.
ამის გარდა, სისხლის ნორმალური დინების დარღვევა დაზიანებულ სისხლძარღვების კედლებში თრომბების გაჩენას  უწყობს ხელს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სისხლძარღვის ჩაკეტვამდე, იშემიური ზონის გაჩენამდე და ტვინოვანი ქსოვილის ნეკროზამდე.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით გასაგები ხდება, რომ ქოლესტერინის სიჭარბე პირდაპირი გზაა ინსულტამდე.

ემბოლიით ტვინის სისხლძარღვის მთლიანად ჩაკეტვის დროს, ნევროლოგიური სიმპტომების განვითარება წამიერია, რომელიც როგორც წესი,  დამახასიათებელია ინსულტისთვის.  და წინაპირობული ფაქტორები შეიძლება იყოს დაკავშირებული ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვასთან.
ხშირად აღინიშნება  მომენტალური გულის წასვლები. გარდა დავარდნებისა (მონოპარეზი და ჰემიპარეზი, დამბლა, საუბრის და მგრძნობელობის დარღვევა და ა.შ.), ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის დროს, სხვა სახის ტვინის ინფარქტებთან შედარებით, უფრო ხშირად  აღინიშნება  მენინგეალურ სიმპტომებში გარდამავალი ეპილეპსია.
ზოგ შემთხვევებში  ბადურის ცენტრალური არტერიის კედლებში ემბოლიის ნიშნები ჩნდება სიბრმავის სახით.
ინსულტის განვითარების პროფილაქტიკა ქოლესტერინის მაღალი დონის დროს, სპეციალური დიეტის გარდა, უნდა შეიცავდეს სპეციალურ სამკურნალო საშუალებებს (სტატინები).


ქოლესტერინი და ინსულტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ქოლესტერინის სიჭარბე – პირდაპირი გზა ინსულტამდე
🍗 დადგენილია, რომ ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია ქოლესტერინით, ანუ ცხოველური წარმოშობის ცხიმების დიდი რაოდენობით, ეხმარება დისლიპოპროტეინემიის გაჩენას.
🟡 ეს ძარღვების კედლებში ქოლესტერინის ფირფიტების გაძლიერებული გადატანისა და კედლების ათეროსკლეროზის განვითარების გამომწვევი მიზეზია (მათ შორის თავის ტვინის სისხძარღვებში).
🧠 თავის მხრივ, ათეროსკლეროზულად შეცვლილი ტვინის სისხლძარღვები, არასასურველი ფაქტორების და დაბალი არტერიული წნევის ზემოქმედებით, შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ დაირღვეს ტვინის სისხლმიმოქცევა.
💢 ამის გარდა, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს ჩნდება არტერიო-არტერიალური ემბოლიები, რომლებმაც შეიძლება იშემიური ინსულტის განვითარებამდე მიგვიყვანოს.
🩸 ამის გარდა, სისხლის ნორმალური დინების დარღვევა დაზიანებულ სისხლძარღვების კედლებში თრომბების გაჩენას უწყობს ხელს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სისხლძარღვის ჩაკეტვამდე, იშემიური ზონის გაჩენამდე და ტვინოვანი ქსოვილის ნეკროზამდე.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3TEuZlI
#ინსულტი #ინსულტისნიშნები #ინსულტისსიმპტომები #ინსულტიდაქოლესტერინი #სახისპარეზი #სხეულისსისუსტე #ბალანსისდარღვევა #ლაპარაკისსირთულე #მხედველობისპრობლემები #ინსულტისმიზეზები #ტვინისნეკროზი #იშემიურიინსულტი #ჰემორაგიულიინსულტი #ქოლესტერინისფირფიტები #თრომბი #თრომბოზი #ათეროსკლეროზი #ლალიდათეშძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

წყარო: http://insultanet.ru/277.html; სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.