რჩევები სწორი დეპილაციისთვის

მომზადება პროცედურისათვის:

  • თმის სიგრძე უნდა იყოს 5 მმ. თუკი პირველად იკეთებთ დეპილაციას, სასურველია თმის სიგრძე დაახლოებით 7 მმ-მდე იყოს. ამ სიგრძეს თმა აღწევს გაპარსვიდან  მინიმუმ 17 დღეში. იღლიის ფოსოებიი   თმა უფრო სწრაფად იზრდება  – 8 – 10 დღეში.
  • პროცედურამდე 1-2 დღით ადრე არ უნდა წახვიდეთ სოლარიუმში, არ იხმაროთ ლოსიონი.
  • პროცედურის ჩატარების დღეს ჩაიცვით ბამბის თეთრეული.
  • კოსმეტოლოგთან ვიზიტისას არ ჩაიცვათ ვიწრო ჯინსები ან შარვალი, რამაც შესაძლოა გააღიზიანოს კანი.
  • პროცედურის წინ სასურველია ჰიგიენური შხაპის მიღება, ან კანი გაიწმინდეთ სპეციალური ხელსახოცით.

♦ ეპილატორები ამაზონზე

უკუჩვენება ცვილით დეპილაციისას

  • შაქრიანი დიაბეტი
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება
  • ცვილის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური გადაუტანლობა;
  • ჰიპერტონული დაავადებისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, მწვავე ჰერპესი, ინფექციური დაავადებები, კელოიდური დაავადება, ონკოლოგიური დაავადება და სხვ. – აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან
  • კანის დაავადება, გამწვავების პერიოდში
  • ორსულობა; საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

უკუჩვენება შუგარინგის დროს:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება
  • ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები; ჰერპესის მწვავე ფორმა, ინფექციური დაავადებები, კელოიდური დაავადება, ონკოლოგიიური დაავადებები; აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
  • კანის დაავადება, გამწვავების პერიოდში
  • სიფრთხილეა საჭირო ორსულობისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტირება.

რეკომენდაციები დეპილაციის შემდეგ (პროცედურებს შორის):

  • ეპილაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში უკუნაჩვენებია საუნა, ბასეინი, ცურვა, აბაზანის მიღება (შხაპი შეიძლება), მასაჟი, სპა-პროცედურები; ასევე მომდევნო 2 დღე არ წახვიდეთ სოლარიუმში, არ მიიღოთ რუჯი, სასურველია სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება (ბიკინის ზონის ეპილაციისას);
  • ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
    ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

რჩევები სწორი დეპილაციისთვის☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

თურმანიძის მალამო
შეკითხვების გაგზავნა ფირმისათვის “თურმანიძე”

  • იღლიის ფოსოების დეპილაციის შემდეგ უკუნაჩვენებია დეზოდორის ხმარება რამდენიმე დღის განმავლობაში;
  • შხაპის შემდეგ კანზე წაისვით სპეციალური ხსნარი და კრემი;
  • დეპილაციიდან 5-7 დღის შემდეგ წაისვით კანის ეპილაციის შემდგომი სპეციალური  სკრაბი. შემდეგში სკრაბი იხმარეთ კვირაში 2-ჯერ.
  • პროცედურის შემდეგ არ წაისვათ სხვა კოსმეტიკური საშუალებები, სანამ კანზე ჯერ კიდევ რჩება დეპილაციის შემდგომი სიწითლე.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.