თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოხვიდეთ კონსულტაციაზე ფსიქოლოგთან/ფსიქოთერაპევტთან, ე.ი. თქვენ ის უნდა მოიძიოთ.
თქვენი მეგობარი/კოლეგა იყო ფსიქოლოგთან, ის მას დაეხმარა და ეხლა თავის მოვალეობად თვლის, რომ ამის შესახებ ყველას შეატყობინოს. ამ შემთხვევას აქვს თავისი დადებითი მხარე – არ არის საჭირო სპეციალური ძიება.
ინტერნეტი – აქ ფსიქოლოგების მოძიება შეიძლება სპეციალიზირებულ საიტებზე, სოციალურ ქსელებში და ა. შ. დადებითი მხარე – დიდი არჩევანი და საშუალება წაიკითხო/დააკვირდე როგორ იქცევა სპეციალისტი საზოგადოებრივ სივრცეში, უარყოფითი მხარე – აქტიური მარკეტინგი არ ნიშნავს პროფესიონალიზმს.
საავადმყოფოები, კლინიკები …. დადებითი მხარე – არ არის საჭირო შეიწუხო თავი არჩევანით, და შეიძლება ჩაეწერო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. უარყოფითი – მათ შეუძლიათ დაგაყენონ აღრიცხვაზე. თქვენ გამოიყენეთ საუკეთესო შესაძლებლობა და ზუსტად ნახეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ მოუყვეთ თქვენი ცხოვრების შესახებ. ეხლა კი რა მოხდება შემდგომ.
თუ თქვენ გინდათ ტაბლეტებით მკურნალობა, მაშინ ნუ მიაკოთხავთ ფსიქოლოგს, მიბრძანდით ფსიქიატრთან ან სხვა ექიმ- სპეციალისტთან. არასამედიცინო ფსიქოთერაპია- ეს არ არის ტაბლეტები.
თუ თქვენ გინდათ, რომ ფსიქოლოგმა გითხრათ ყველაფერი თქვენს შესახებ, მაშინაც არ მიხვიდეთ მასთან. ამ შეკვეთით სჯობს მიხვიდეთ მარჩიელელბთან, მაგებთან და ა.შ.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საერთოდ ყველაზე ჭკვიანი ხართ და იცით ყველაფერი, და ვიღაც ფსიქოლოგები იღებენ მხოლოდ ფულს, მაშინ დარჩით იქ, სადაც ხართ და გააგრძელეთ ამის მტკიცება ახლობლებისათვის.
თუ თქვენ თვლით, რომ ფსიქოთერაპია – ეს არის შრომის გამორჩეული სახეობა, და თქვენ მიიღებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც დააბანდებთ, მაშინ შეიძლება წახვიდეთ.
მაშ ასე – თქვენ ნახეთ შესაფერისი კანდიდატი და ეხლა უნდა გაარკვიოთ რამდენიმე კითხვა თვით ფსიქოლოგთან დაკავშირებით. ეხლა ჩამოგითვლით რამდენიმე პუნქტს, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ და შეაფასოთ მისი პროფესიონალიზმი.
უმაღლესი განათლება: ფსიქოლოგიური ან სამედიცინო ფსიქიატრიის სპეციალიზაციით. ეს არის საფუძველი და ფუნდამენტი კლიენტებთან მუშაობისათვის. ყველაზე სასურველი იქნება – თუ იქნება სპეციალიზაცია კონსულტირების დარგში, ან კლინიკურ ფსიქოლოგიაში.
დამატებითი სპეციალიზაცია ფსიქოთერაპიის რომელიმე განხრით: ფსიქოანალიზი, საოჯახო თერაპია. სპეციალიზაცია ეს არის ხანგრძლივი დიპლომის შემდგომი სწავლება, სამი წლიდან და ზემოთ.
შეეკითხეთ სპეციალისტს, სად სწავლობდა და რომელ ფსიქოთერაპიულ სკოლას მიეკუთვნება. შეიძლება კიდევ იკითხოთ, თუ სად მუშაობს ეს მეთოდი, რომელსაც ნერგავს ფსიქოლოგი. თუ თქვენ გპასუხობენ, რომ სპეციალიზაცია არ არის საჭირო, მაშინ იცოდეთ, რომ ასე პასუხობენ უსწავლელები.
პირადი ფსიქოთერაპია 100 საათიდან 150-200 საათამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგმა თვითონ შეიგრძნო თავის თავზე თუ როგორ მუშაობს ფსქიოთერაპია, რაც აძლევს მას საშუალებას უკეთ გაუგოს კლიენტებს.
შეეკითხეთ ფსიქოლოგს, გავლილი აქვს თუ არა პირადი თერაპია (რამდენი საათი). თუ თქვენ გეუბნებიან, რომ მე ეს საერთოდ არ მჭიდება – ეს არაპროფესიონალიზმის პირდაპირი მაჩვენებელია. პირადი სუპერვიზია მინიმუმ-თვეში ერთხელ.
სუპერვიზია – ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ერთი ფსიქოლოგი იღებს რჩევას მეორისაგან (უფრო გამოცდილთან) თუ როგორ იმუშაოს კლიენტებთან. >> ფსიქოლოგია
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ; წყარო: