ბავშვები შინაურ ცხოველთა სამყაროში

ბავშვები შინაურ ცხოველთა სამყაროში

ზოგი  მშობელი დარწმუნებულია, რომ შინაური ცხოველებისაგან  მხოლოდ პრობლემებია: აჭამო, მიალაგო, გაიყვანო სასეირნოდ. არასახუმარო პასუხისმგებლობაა! არის კიდევ ალერგია ბეწვზე, ან ბაქტერია-მიკრობები სახლდებიან სახლში. მეცნიერება ამტკიცებს: ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია შინაური ცხოველები.

სტატისტიკა

სხვადასხვა გამოკვლელების მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ შინაური ცხოველები ძალზე აუცილებელია  ბავშვების აღზრდაში. აფორიაქება და კომფლიქტურობა ოჯახებში, იქ სადაც ცხოველებია, უფრო ნაკლებია, ბავშვები უფრო ნაკლებად განიცდიან არასრულფასოვნების შეგრძნებას, ნაკლებად აგრესიულები არიან. ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ძაღლი, უფრო იოლად იტანენ მშობლების დაცილებას.

ამერიკელი მეცნიერები სწავლობენ ნარკომანიის განვითარების წინაპირობას მოზრდილებში. ძირითადი მიზეზები, რომლებსაც მივყავართ ტრაგედიამდე, არის ცივი ატმოსფერო ოჯახში და  ზრუნვის ობიექტის არარსებობა – უმცროსი და-ძმა, ან ოთხფეხა მეგობრები.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცხოველებთან ურთიერთობა ობოლი ბავშვებისათვის. ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის ოთხფეხა მეგობრები უფრო ახლობელი არიან,  ვიდრე მასწავლებლები, მეგობრები, აღმზრდელები თუ ნათესავები.

დისციპლინა და პასუხისმგებლობა

ბევრ ოჯახში, სადაც არის ძაღლი, ის არის ბავშვისათვის მეგობარი თამაშის დროს. მაგრამ მათზე ზრუნვა მთლიანად მშობლების კისერზეა. რატომ? ბუნებრივი პასუხი: ბავშვებს ჯერ არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და მათთვის მთლიანად ცხოველზე ზრუნვის დაკისრება უაზრობაცაა და საშიშიც. საინტერესოა, როგორ განუვითარდებათ მათ პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ მათ არ ვენდობით?

ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ზრუნვა თავის ოთხფეხა მეგობარზე უფრო დისციპლინირებულს ხდის პატარა ადამიანს, ასწავლის მას არა მარტო აიღოს ცხოვრებიდან, არამედ გასცეს კიდევაც.

12-13 წლის მოზარდს შეიძლება მთლიანად ანდოთ ძაღლი. ამ ასაკამდე ბავშვს უნდა აქტიური დახმარება და მთავარი- კონტროლი – ბავშვი მაინც ბავშვია, მას შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეს გასეირნება, თანაც მისთვის შეიძლება ძნელიც კი იყოს ძაღლის რამდენიმეჯერ გაყვანა გარეთ ქუჩაში. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ უნდა ჩავრთოთ ამ საქმეში.

მაგრამ აი ზაზუნასა და ზღვის გოჭის მოვლა დამოუკიდებლად ბავშვს უკვე შეუძლია 6-7 წლის ასაკში.

გრძნობების აღმზრდელი ოთხფეხა მეგობრები.

მოზარდს, რომელსაც ჰყავს ცხოველები, არასოდეს დაუწყებს მათ უდიერად მოქცევას, ვინაიდან ის უგებს მას და გრძნობს მის ტკივილს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, როდესაც ბავშვი ოჯახიდან, მშობლებიდან ღებულობს აგრესიას, ის ასევე ექცევა მის ოთხფეხა მეგობარს, რომელიც  ასევეა დამოკიდებული მასზე, როგორც ის მშობლებზე.

თუ პატარა ბავშვები ცუდად ექცევიან თავის ოთხფეხა მეგობრებს, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ვერ ათავისებენ, რომ ძაღლს ან კატას სტკივა, ამ დროს კი საჭიროა ამ მდგომარეობის ახსნა  ბავშვისათვის. თუ ბავშვი ძალზე აგრესიულია ცხოველის მიმართ, კარგად აღზრდილი ცხოველი ნახულობს გამოსავალს, ის გარბის, ვინაიდან მათთვის, პატარა ბავშვი – არის ტაბუ, მისი მოკიდება, კბენა არ შეიძლება. ძალზე იშვიათია, რომ ძაღლებს არ უყვართ პატარები.

თვითშეფასების ამაღლება

ლეკვი ან კნუტი ბავშვისათვის – თამაშობის უტყუარი მონაწილეა. თამაში ზოგადად როგორც ბავშვისათის, ასევე ცხოველისათვის – ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია მათი განვითარებისა. ბავშვები ხშირად აწერენ თავის ოთხფეხა მეგობრებს ადამიანურ თვისებებს, ისინი ურთიერთობენ მათთან როგორც თანასწორებთან – ელაპარაკებიან, ანდობენ თავის საიდუმლოებებს. მშობლისაგან განსხვავებით, ის ყოველთვის მოუსმენს და გაუგებს! მეგობრებისაგან განსხვავებით – არ დაიწყებს ჭორიკნობას მათზე. ზოგადად ისინი – იდეალური მსმენებლები არიან.

ბავშვებისათვის, რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, ყველაზე კარგი მეთოდი თვითშეფასების ამაღლებისა არის დაკავდენ თავისი ძაღლის გაწვრთნით. იმისი შეგნება, რომ ძაღლი ასრულებს მათ ბრძანებებს, ამაღლებს ბავშვს საკუთარ თავში. და არა მარტო საკუთარში.

სიყვარული ბევრი არ არსებობს

შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ერთგვარად ავსებს ბავშვისათვის ადამიანური კონტაქტების დეფიციტს, და არა მარტო. სიყვარული ეს არა მარტო სიტყვები და ურთიერთობებია, ეს აგრეთვე უნდა გამოიხატებოდეს მოფერებაში, შეხებაში. ბავშვი ნორმალურად იზრდება მხოლოდ დედასთან მჭირდო კონტაქტის შემთხვევაში. ადამიანი, რომელსაც აკლია ეს ბავშვობაში, იზრდება უსიყვარულო, უბედური, მარტოხელა – მას ყოველთვის ექნება შიში დაამყაროს კონტაქტები როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. მოსიყვარულე, ფუმფულა, თბილ არსებას, რომელსაც უყვარს ბავშვი ყოველგვარი პირობების გარეშე, შეიძლება გახდეს მისი გადარჩენის წყარო.

პატარა ბევშვები ქვეცნობიერად იწევენ დიდი, ფუმფულა ძაღლებისაკენ – მათი თბილი სხეული ერთგვარად ასოცირდება დედასთან. უკვე მოზრდილები კი იჩენებ ინტერესს პატარა ძაღლების, ან ცხოველების მიმართ – აქ ირთვება მშობლური ინსტინქტი.

მუდმივი ურთიერთობა ცხოველებთან ეხმარება ბავშვებს გაიზარდონ მოაზროვნე და მგრძნობიარე ადამიანებად, აძლევს საშუალებას მიაღწიონ არავერბალური ურთიერთობების უნარებს;  მათ უვითარდებად სამყაროს ინტუიციური შეცნობის უნარი.

ცხოველების მეშვეობით ბავშვი იკმაყოფილებს თავის ცნობისმოყვარეობას და გრძნობს განუყრელ კავშირს ბუნებასთან. და რა თქმა უნდა, შინაური ცხოველები – როგორც დიდებისათვის, ასევე პატარებისათვის – არის დადებითი ემოციების მძლავრი წყარო და ძლიერი ინსტრუმენტი სტრესის მოსახსნელად.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
  http://www.cats76.ru/poleznaya-informacziya/deti-v-mire-domashnix-zhivotnyix      

__________________________________

>>>>>>> ფსიქოლოგია

..