როცა ახალშობილი ბევრს ტირის

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


როცა ახალშობილი ბევრს ტირის

ხშირად დედისთვის ფსიქოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს ბავშვის ტირილისადმი დამოკიდებულება. თუ პატარა თქვენი პირველი შვილია, გაღელვებთ რას ნიშნავს მისი ტირილი, არ ხართ თავში დარწმუნებული.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ტირილი ახალშობილის ისეთივე უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია, როგორც თითების ანაბეჭდები და დედას მეორე დღესვე აძლევს საშუალებას გაარჩიოს ის სხვა ბავშვებისგან.
ახალშობილის ტირილი – თანდაყოლილი და უნებური პასუხია დისკომფორტზე.
ძირითადი მიზეზებია შიმშილი, სიცივე, ტკივილი, სველი საფენი. ავადმყოფობის დროს კანკალმა, მაღალმა ხმამ ან მკვეთრმა სინათლემაც კი შეიძლება აატიროს ის.

ტირილის ასაკობრივი ცვლილება

ყველაზე რთული პერიოდი დედისთვის პირველი 3 თვეა. ბავშვების უმრავლესობას პირველი 2 კვირის შემდეგ აქვთ ყოველდღიური ხმამაღალი ტირილის პერიოდი. თუ პატარა რეგულარულად ტირის ერთსა და იმავე დროს (ჩვეულებრივ საღამოს 6-დან 10სთ-მდე) ფიქრობენ, რომ მას აქვს კოლიკა და აწუხებს გაზები.
ყველაზე მეტს ბავშვები ტირიან პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი თანდათან მშვიდდებიან და 6 თვისთვის კი გაცილებით ნაკლებს ტირიან; ასეთი ცვლილებების მიზეზი არის ის, რომ ნელ-ნელა ყალიბდება და მწიფდება ტვინი და ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

ტირილის ტიპიური მიზეზები

თუ ბავშვს კვებავთ ზუსტი განრიგით, ადვილად მიხვდებით როდის შია და როდის გაიღვიძა უბრალოდ ადრე. თუ წინა კვებისას პატარამ მიიღო ცოტა რძე და გაიღვიძა დანიშნულზე ადრე, ე.ი ტირის შიმშილის გამო. ბავშვს შიმშილს გრძნობს უფრო ძლიერად ვიდრე ზრდასრული, ამიტომ ისინი, განსაკუთრებით ბიჭები ხმამაღლა ტირიან. თუ ბავშმა მიიღო საკმარისი რძე, მაგრამ გაიღვიძა 1-2 სთ-ში, ე.ი ტირის გაზების გამო. თუ პატარა გაუჩერებლად ტირის და ამასთანავე უცნაურად გამოიყურება, არ არის გამორიცხული ავად იყოს, გაუზომეთ ტემპერატურა და გამოიძახეთ ექიმი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბავშვმა შეიძლება ბევრი იტიროს სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაშიც.
ცოტა მშობელი თუ ხვდება, რომ ტირილის მიზეზი იყოს დაღლილობა. თუ პატარა დიდხანს იყო უცნობი ხალხის გარემოცვაში და ისინი ბევრს ეკონტაქტებოდნენ, ეს შეიძლება გახდეს ნერვული დაძაბულობის მიზეზი. ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ ძილის წინ გასეირნების შედეგად ბავშვი დაიღლება და დაიძინებს ღრმად და დიდხანს, მაგრამ გადაღლილი ბავშვი უფრო მეტად ღიზიანდება და უფრო ხმამაღლა ტირის და ვერ იძინებს. თუ თქვენი პატარა ტირის ყოველი სიფხიზლის ბოლოს, ე.ი ის ძალიან იღლება.

როგორ დავამშვიდოთ ბავშვი რომელიც ტირის?

თუ ფიქრობთ რომ ტირის მუცლის ტკივილის გამო, დაეხმარეთ ჰაერისგან გათავისუფლებაში.
პატარები ძუძუს წოვის დროს ყლაპავენ ჰაერის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც შემდეგ მათ აწუხებთ.
ჭამის შემდეგ რეკომენდებულია ბავშვი დაიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჰაერი რომ გამოიდევნოს.
კოლიკის და პერიოდულად გაბრაზებული ხასითის ტირილის მიზეზი ბოლომდე გაურკვეველია.
შეგიძლიათ შეცვალოთ დიეტა თუ ძუძუთი კვებავთ ან ბავშვის კვების სახე. გაზებისგან გასათავისუფლებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
სცადეთ სხვადასხვა ხერხი მის დასაწყნარებლად. მიეცით საწოვარა, მჭიდროდ გაახვიეთ, კოლიკის დროს დაგეხმარებათ თბილი საფენები.
შეიძლება დამშვიდდეს ხელში აყვანით და სიარულით, დარწევით; მას დააწყნარებს თქვენი სხეული სითბო, თქვენი გულისცემის მოსმენა, ასევე წყნარი მუსიკა.
ახალშობილის ნერვული სისტემა დადებითად რეაგირებს ფაქიზ, რიტმულ სტიმულაციაზე.
კიდევ ერთი განსაკუთრებით ეფექტური მეთოდი არის საწოლიდან ამოყვანა და უბრალოდ ხელში აყვანა. მოფერება და დარწევა ეხმარება პატარას ჩაძინებაში.

დამშვიდების მეთოდების ინდივიდუალური განსხვავებები

ახალშობილები სხვადასხვანაირად ღიზიანდებიან და მშვიდდებიან.
უკვე სიცოცხლის პირველ დღეებშიც კი ადვილია მათი გაბრაზება და რთული დაწყნარება, სხვები კი ადვილად ტირიან და უცებ მშვიდდებიან. ბავშვის ქცევაზე არსებით გავლენას ახდენს აღზრდის მეთოდები.
გაღიზიანებულ ბავშვს უნდა შეუქმნათ მშვიდი გარემო: წყნარი ოთახი, ნაკლები მნახველები, ხმადაბალი საუბარი, ნელი სიარული ყოველდღიური სეირნობისას. ფრთხილად შეუცვალეთ გარემო, მაგ: თუ პატარა  უნდა დატოვოთ ბებიასთან, უმჯობესია მან გამოიყენოს დედის მეთოდები.
ზოგი ბავშვი აუცილებლად ტირის ძილის წინ და შემდეგ მშვიდად იძინებს.
ყველა დედა წუხს როდესაც პატარას ტირილი ესმის გამუდმებით. შესაძლოა, თქვენ ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ და ნაკლებად ინერვიულებთ როცა იცით რომ ის ავად არაა, მაგრამ დედების უმრავლესობა იმყოფება მუდმივი დაძაბულობის და სტრესის ქვეშ, რასაც ხშირად გამოფიტვამდე და დეპრესიამდე მივყავართ.
ასეთ დროს უნდა ისწავლოთ მოდუნება და ძალების დაზოგვა.
მიმართეთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ წონასწორობის შესანარჩუნებლად და ზედმეტი ნერვიულობისგან ყურადღებას გადაგატანინებთ, საბოლოოდ თქვენი სიმშვიდე განაპირობებს ბავშვისა და ოჯახის სიმშვიდეს.
გადასვლა>>> ,,ბავშვი”

 ლიტ: http://www.portal-slovo.ru/pre_school_education/36555.php