რას მკურნალობს ექიმი-ფსიქოთერაპევტი?

ფსიქოთერაპევტი – არის ექიმი, რომელიც მკურნალობს ფსიქიკის მსუბუქ და საშუალო ხარისხის დამძიმებას, რომელიც აღმოცენდება სტრესის შედეგად, გადაეცემა მემკვიდრეობით, განპირობებულია ბავშვობაში გადატანილი ტრავმით, მაგრამ არ არის დაკავშირებული თავის ტვინის სერიოზულ დაავადებებთან ან სხვა ფიზიოლოგიურ ტრავმებთან. ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციას იღებს ექიმი-ფსიქიატრი, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება და გაივლის დამატებით სასწავლო კურსს.

ფსიქოთერაპევტი აქვს უფლება დასვას დიაგნოზი, დანიშნოს და წარმართოს მკურნალობა. ფსიქიატრისგან ის განსხვავდება მკურნალობის მეთოდებით. ფსიქიატრი მკურნალობს პაციენტებს სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც მოქმედებენ ტვინის მოქმედებაზე, ფსიქოთერაპევტი კი თავიდანვე ეყრდნობა ვერბალური ზემოქმედების მეთოდებს, საჭიროების შემთხვევაში კი ამატებს მედიკამენტებს.

ფსიქოთერაპიის ძირითადი მიმართულებები

თანამედროვე ფსიქოთერაპიაში გამოყოფენ ბევრ მიმართულებას მკურნალობის სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით, მათგან ძირითადია:

♦ ფსიქოანალიზი – ფსიქიკის საფუძვლებად განიხილავს ქვეცნობიერ პროცესებს (ინსტინქტი, მოტივაცია, დაცვითი მექანიზმები), რომლებიც განსაზღვრავენ მთლიანობაში განსაზღვრავენ ფსიქიკას და ცნობიერებას.

♦ გეშტალტ-თერაპია – ეფუძნება ფსიკიქის თვითრეგულაციის მოსაზრებას, მის უნარს თვითპასუხისმგებლობაზე და ცნობიერების თვითმმართველობაზე.

♦ ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია – სწავლობს არა ადამინის ფსიქიკის ცალკეულ გამოვლინებებს, არამედ მის ცხოვრებას, როგორც ერთი მთლიანის, განაპირობებს ადამიანის ურთიერთობას საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან.

რომელ დაავადებებს კურნავს ფსიქოთერაპევტი?

ჩამონათვალში, რომელსაც კურნავს ფსიქოთერაპევტი, შედის:

♦ მძიმე დეპრესიები, ნებისმიერი მიზეზით აღმოცენებული
♦ ნევროზები
♦ ფსიქიკური ტრავმები
♦ მავნე ჩვევები
♦ დამოკიდებულებები: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშებსა და კვებაზე დამოკიდებულება.
♦ ზედმეტი დაძაბულობა, ნერვული სისტემის ქრონიკული დაღლილობა
♦ მომატებული მღელვარება
♦ პანიკური მდგომარეობები და ფობიები

როგორ მკურნალობს ფსიქოთერაპევტი

ფსიქოთერაპიაში მკურნალობის ძირითადი საშუალებაა – საუბარი, რომელსაც გააჩნია უძლიერესი მოქმედება პაციენტის ცნობიერებასა და ქვეცნობიერზე. ფსიქოთერაპევტთან მკურნალობა ხორციელდება ნებაყოფლობით და პაციენტს შეუძლია თვითონ აირჩიოს მეტ-ნაკლებად შესაბამისი მკურნალობის მეთოდი იმათგან, რასაც შესთავაზებს ექიმი. ეს შეიძლება იყოს:

♦ საუბარი
♦ ჰიპნოზი
♦ კოდირება
♦ ფსიქოანალიზი
♦ ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება
♦ ბიო-ენერგეტიკული თერაპია
♦ კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (პაციენტისთვის თვითკონტროლის სწავლება)

ფსიქოთერაპიის ძირითადი ამოცანებია – შეგნება (ინსაიტი), დაძაბულობის მოხსნა (რეალაქსაცია), ემოციური განტვირთვა (კათარსისი), თვითმფლობელობა.  გადასვლა >> ფსიქოლოგია