კოლპოსკოპია ორსულობის დროს

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

♥ შეგიძლიათ შეაჩიოთ და გამოიწეროთ ორსულებისთვის საჭირო ნივთები  ,,ამაზონიდან”>>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– რა არის კოლპოსკოპია?

კოლპოსკოპია ეს არის ენდოსკოპიური კვლევის მცირედ ტრავმული მეთოდი, რომლის  მიზანია საშვილოსნოს ყელის დათვალიერება კოლპოსკოპის საშუალებით.
აღნიშნული მეთოდი მაღალი სიზუსტით ადგენს გინეკოლოგიურ დაავადებებს, ისეთები როგორიცაა, ეროზია, სიმსივნის წინა მდგომარეობები და საშვილოსნოს ყელის ონკოლოგია.
კოლპოსკოპია მეანობაში წარმოადგენს ერთ-ერთ სავალდებულო კვლევას, განსაკუთრებით მაშინ როცა არსებობს ჩვენება. ხშირ შემთხვევაში ორსულობის დროს აღმოჩენილი დაავადების მარტივი ფორმა მკურნალობას არ ექვემდებარება, ამიტომ კვლევის შედეგები აქტუალური რჩება მშობიარობის შემდეგ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების აქტუალობას, ხანდახან ორსულობის დროს კოლპოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის წინა და სიმსივნური დაავადებები. რა საკვირველია აღნიშნული მდგომარეობები არღვევს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობასა და ხელს უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას – აღნიშნულ შემთხვევაში ტარდება საკეისრო კვეთა.

კოლპოსკოპია ორსულ ქალებს უტარდებათ გეგმიურად. ქალების უმრავლესობას ეშინია ამ პროცედურის ჩატარება, მაგრამ სინამდვილეში მისი ჩატარება არ ნიშნავს, რომ მომავალ დედას აქვს რაიმე სერიოზული პათოლოგია. კოლპოსკოპია შეიძლება დაინიშნოს არა მხოლოდ გინეკოლოგიური პრობლემებზე ეჭვისას, არამედ იმის გამოსარიცხად რომ მშბიარობის დროს გართულებები არ იქნება.

–  რა ჩვენებები და უკუჩვენებები გააჩნია კოლპოსკოპიის ჩატარებას?

მარტივი კოლპოსკოპიის ჩატარებით შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის მიღება საშვილოსნოს ყელზე, ვიდრე ექიმის ჩვეულებრივი დათვალიერებით მიკროსკოპის გარეშე. თუ გამოიყენება გაფართოებული კოლპოსკოპია, მაშინ შესაძლებელია დავინახოთ სიმსივნისა და სიმსივნის წინა პროცესების განვითარების ეტაპები. საშვლოსნოს ყელის ლორწოვანის მდგომარეობა, მისი ეპითელური შრე, სისხლძარღვები, ქსოვილების პატოლოგიური ცვლილებები, დაზიანების სიღრმე, ზოგადად დაზიანების ყველა სახე შეიძლება შეფასდეს კოლპოსკოპიური გამოკვლევით.

ყველაზე ხშირად ექიმები ურჩევენ გაიარონ კოლპოსკოპია ქალებს, რომლებიც უჩივიან:

  • ტკივილის შეგრძნებას სქესობრივი ცხოვრებისას და მის შემდეგ
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
  • საშოს ქავილი და წვა
  • ქრონიკული ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება
  • გამონაყარი გარეგან სასქესო ორგანოებზე

მომავალ დედებს კოლპოსკოპია უტარდებათ საშვილოსნოს ყელის ეროზიის არსებობისას ან მასზე ეჭვის დროს. თუმცა ბოლო პერიოდში ექიმებს კოლპოსკოპია შეყავთ ორსულთა სავალდებულო კვლევებში, ვინაიდან გინეკოლოგიური დაავადებების სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა, ქალების უმეტესობა კი ექიმს მიმართავს დაუგეგმავი ორსულობისას.
გარდა ამისა ჩასახვის პერიოდიდან ქალის ორგანიზმში უარესდება იმუნური სისტემა, რის გამოც ადრე არ არსებულმა გინეკოლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, კოლპოსკოპიის ჩატარებას უკუჩვენებები არ აღენიშნება. კოლპოსკოპიას ატარებენ ორსულობის ადრეულ ვადაზეც კი. კოლპოსკოპია არ წარმოადგენს საფრთხეს ქალისათვის და არ აყენებს ზიანს მომავალ ბავშვს.
თუმცა თუ არსებობს საფრთხე ორსულობის შეწყვეტისა, მაშინ კვლევა შეიძლება გადაიდოს მანამ სანამ არ გაქრება სისხლიანი გამონადენი და საშვილოსნოს ტონუსი. ასევე კოლპოსკოპია არ ტარდება ქალებში, რომლებიც ვერ იტანენ ძმარმჟავას და იოდს, რომლების გამოიყენება პროცედურის ჩატარებისას.

–  დასაშვებია თუ არა კოლპოსკოპია ორსულობისას?

რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, რომ ნებისმიერი დიაგნოსტიკური კვლევა ტარდებოდეს ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვისას, ვინაიდან კოლპოსკოპიის შედეგები გვეხმარება შევისწავლოთ ზოგადი ტენდენციები ქალის გინეკოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ და ვივარაუდოთ ორსულობის სავარაუდო შედეგები. ნებისმიერ შემთხვევაში კითხვაზე შეიძლება თუ არა კოლპოსკოპიის ჩატარება ორსულობის დროს პასუხი იქნება დადებითი. კოლპოსკოპიის ჩატარეა არა მხოლოდ შეიძლება არამედ აუცილებელიცკია თუ ამის საჭიროება არსებობს.
კოლპოსკოპია ინიშნება ორსულობის ნებისმიერ დროს, მას შემდეგ რაც ექიმი შეაფასებს საშვილოსნოს მიკროფლორას. პროცედურა ენიშნებათ ყველა ქალებს, განსაკუთრებით თუ არსებობს ეჭვი პათოლოგიის. კოლპოსკოპიის სიზუსტესა და აქტუალობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. საქმე იმაშია, რომ გინეკოლოგიური პრობლემები, ისეთები როგორიცაა ანტება ან საშვილოსნოს ყელის ეროზია, ორსულობის დროს შეიძლება გადაიზარდოს აქტიური განვიტარების ფაზაში, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.
კოლპოსკოპია სრულიად უსაფრთხოა როგორც მომავალი დედისათვის, ასევე ბავშვისათვის, რადგან არ ერევა გესტაციის პროცესზე. კოლპოსკოპიასთან ერთად ხშირად ტარდება ბიოფსიაც, რაც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად დადგინდეს არსებული გადახრები.

–  რა თავისებურებები არსებობს კოლპოსკოპიის ჩატარებისას ორსულობის დროს?

ზოგადად, ორსულ ქალებში კოლპოსკოპია ხორციელდება ზუსტად ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მომავალ დედას საშვილოსნოს ყელი დაფარული აქვს ლორწოს შემცველი სქელი ფენით, რომელიც იცავს ნაყოფს ინფექციებისაგან. ამის გამო ახალწარმონაქმნებისა და ცვლილებების გამოვლენა ხდება უფრო რთულად, ამიტომ პროცედურას უნდა ატარებდეს სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება ორსულებში კოლპოსკოპიის ჩატარების.
ხშირ შემთხვევაში ორსულობის ადრეულ ეტაპზე საკმარისი ინფორმაციის მირება რთულია, ამიტომ ბევრ პაციენტს უტარდებათ განმეორებითი კოლპოსკოპია 6კვირის შემდეგ ან ორსულობის მესამე ტრიმესტრში, იმ შემთხვევაში თუ პირველი კვლევის შედეგები არც თუ ისე კარგია.
კოლპოსკოპია, როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი უმტკივნეულოა, თუმცა ზოგიერთ ქალში პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტის განცდა.
ორსულობის ადრეულ ეტაპზე კოლპოსკოპია ტარდება ძალიან ფრთხილად, შეგრძნებებით პროცედურა გავს ჩვეულებრივ გინეკოლოგიურ გასინჯვას. თუ გარეგანი პრობლემები არ არსებობს, დამხმარე ნივთიერებები პროცედურის დროს არ გამოიყენება. თუ არსებობს ეჭვი ავთვისებიან პროცესებზე, მაშინ ტარდება ქსოვილების ბიოფსია.
ორსულობის პერიოდში საშვილოსნოს ყელზე და საშოში ხშირად ვლინდება ლორწოვანი გამონადენი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სრულფასოვან გამოკვლევას. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია მათი მოცილება 3% ძმარჟავით და სპეციალური ღრუბლებით შესასწავლი ზედაპირის დაუშავებით.
ორსულობის ბოლო პერიოდში მომავალ დედას საშვილოსნოს ყელი ჩვეულებრივ აღენიშნება ზომაში მომატებული, რაც აიხსნება გაძიერებული სისხლმომარაგებით. ამიტომ ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან კოლპოსკოპიის ჩატარება საჭიროებს კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს.  გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.