მენსტრუაციის წინა სინდრომი

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

მენსტრუაციის წინა სინდრომი

მენსტრუაციის წინა სინდრომს ხშირად უწოდებენ ქალის განწყობილების ცვლილებას მენსტრუაციის წინა პერიოდში.
ზოგიერთი ქალისათვის მენსტრუაციის წინა სინდრომი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არც თუ ისე ხშირად, დისკომფორტის მიზეზს ხასიათის ცვალებადობა არ წარმოადგენს.
ექსპერტების უმეტესობას მიაჩნიათ, რომ მენსტრუაციის წინა სინდრომი წარმოადგენს კომპლექსურ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული, ფსიქოლოგიური და სისხლძარღვოვანი დარღვევებით.

სტატისტიკურად, მენსტრუაციის წინა სინდრომი შეინიშნება რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალთა ნახევარში, რომელთაგან დაახლოებით 5-10% სიმპტომები იმდენად გამოხატულია, რომ შრომისუნარიანობის დაკარგვის მიზეზი ხდება.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს მდგომარეობა შედის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიაგნოსტირებული პრედმენსტრუალური სინდრომი -საავადმყოფო ფურცელზე გასვლის საფუძვლიანი მიზეზია.

მენსტრუაციის წინა სინდრომის ხანგრძლივობა ორი დღიდან ერთ კვირამდეა, ამასთან ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც სიმპტომების გამოხატვის ხარისხი, ხასიათდება ზრდის ტენდენციით.

რა არის ამ ფენომენის მიზეზი?

მენსტრუალური ციკლის დასრულებდამდე რამდენიმე დღით ადრე ქალის სასქესო ჰორმონები სისხლში საგრძნობლად ქვეითდება: ორგანიზმი ,,ხვდება”, რომ ორსულობა არ დადგა და ემზადება საშვილოსნოს შიდა ფენის გასაახლებლად და ჩასახვისათვის მომდევნო „რაუნდისათვის“ მოსამზადებლად.
მენსტრუაციის წინა სინდრომის განვითარების ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ჰორმონული ფონის მოკლევადიანი ცვლილება, იწვევს დამახასიათებელ სიმპტომებს – ორგანიზმში სითხის შეკავებას, თავის ტკივილს, სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას და ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს.
ამასთან, ქალის ასაკთან ერთად მენსტრუაციისწინა სინდრომის გამოვლენაც ძლიერდება.

რა წარმოადგენს მენსტრუაციის წინ ქალის ცუდად ყოფნის მიზეზს?

ექიმები ურჩევენ ყველა ქალს, მენსტრუაციის წინა სინდრომის ნიშნების არსებობის მიუხედავად, მოკლე დღიურების წარმოებას, რომელშიც ასახული იქნება ნებისმიერი თვითშეგრძნების ცვლილებები მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
ამ მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მობილური აპლიკაციიდან.
თუ შეამჩნევთ, რომ გარკვეული სიმპტომების „კომპლექსი“ მეორდება ანალოგიური ფორმით ყოველთვიურად ფიზიოლოგიური საშვილოსნოს სისხლდენის დაწყებამდე – სავარაუდოა, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მენსტრუაციის წინა სინდრომით.

არსებობს მენსტრუაციის წინა სინდრომის ოთხი ფორმა, რომელიც აერთიანებს მსგავს გამოვლინებებს:

  • ნერვულ-ფსიქიკური ფორმა – რომლის დროსაც, პირველ ადგილას აღინიშნება ემოციური სფეროს დარღვევები: ქალი ხდება გულჩვილი, აპათიური, გაღიზიანებული, მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლია მცირე ფიზიკურ დაღლასა ან უსიამოვნო ამბავს, რომელსაც სხვა დროს შეეძლო მხოლოდ წამიერად გაენერვიულებინა.
  • ცეფალგიური ფორმა – ხასიათდება შაკიკით, რომელიც შეიძლება გულისრევამდე მივიდეს. ტკივილი ამასთან შეიძლება გადაეცემოდეს თვალის არეში, რომელსაც შეიძება თან ახლდეს ოფლიანობა, სისუსტე, თითების დაბუჟება. ზოგიერთი ქალი სწორედ ამ სიმპტომებით ხვდეა მენსტრუაციის მოახლოვებას.
  • შეშუპებითი ფორმა – ვლინდება ორგანიზმში სითხის შეკავებით: მენსტრუაციამდე რამოდენიმე დღით ადრე ქალი აღნიშნავს, რომ შეუშუპდა სახე ან აღენიშნა სიმძიმე სარძევე ჯირკვლებში. შეშუპება შეიძლება გამოვლინდეს ფეხებზეც – დღის მეორე ნახევარში.
    ამასთან, ქალი შეიძლება გრძნობდეს მარილიანი საკვების მოთხოვნილებას, რაც მიუთითებს ორგანიზმში წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევაზე.
  • კრიზული ფორმა – რომელიც თავდაპირველად აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის ცვლილება, სინდრომი მჟღავნდება ჰიპერტენზიით საღამოობით: ტონომეტრზე ციფრები აჭარბებენ ნორმას, ხშირდება პულსი და ვითარდება ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

ხშირ შემთხვევაში, მენსტრუაციის წინა სინდრომი ვლინდება შერეული ფორმით:

თავის ტკივილი და შეშუპება გაღიზიანებადობასთან ერთად, ხოლო სისუსტის ზოგადი შეგრძნება – წნევის ცვლილებასთან.
მძიმე შემთხვევებში მენსტრუაციის წინა სინდრომი შეიძლება გახდეს სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზი, განსაკუთრებით თუ ქალი 40 წელს გადაცილებულია და ეჭვობს ჰიპერტენზულ კრიზზე, მიოკარდიუმის ინფარქტსა და ინსულტზე.
ხშირია საპირისპირო სიტუაციებიც – როდესაც თავს არწმუნებს აზრით, რომ საქმე მხოლოდ გადაღლაშია, ავადმყოფი აიგნორებს სერიოზული დაავადების შემაშფოთებელ სიმპტომებს.

მკურნალობა

გამოხატული მენსტრუაციის წინა სინდრომისას უნდა მიმართოთ კონსულტაციაზე ექიმს.
პირველ რიგში, რომ გაიაროთ გამოკვლევა და დარწმუნდეთ, რომ დისკომფორტის მიზეზი – სწორედ ამ გამოვლინებაშია, და არა ქრონიკულ დაავადებაში, რომელიც საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
მეორეც, მედიცინა ფლობს საშუალებათა არსენალს, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეამსუბუქოს პრედმენსტრუალური სინდრომი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი -აღკვეთოს კიდეც მისი დადგომა.  უნივერსალური მედიკამენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთხელ და სამუდამოდ გაუმკლავდეთ მენსტრუაციის წინა სინდრომს, ჯერ კიდევ არაა გამოგონილი.
თუ მენსტრუაციის წინა სინდრომი არ იწვევს მძიმე დისკომფორტს, მაშინ დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება მედიკემენტების გარეშე გამკლავების.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მენსტრუაციის წინა სინდრომი უფრო ხშირად აღინიშნება ქალაქის მაცხოვრებლებში.
ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს არასწორ ცხოვრების წესთან და გადაჭარბებულ სტრესთან, რომლებიც ასევე უარყოფითად მოქმედებენ ჰორმონალურ ფონზე.

ამიტომ მენსტრუაციის წინა სინდრომის გადაწყვეტის პირველი ნაბიჯი ემოციური ფონის სტაბილიზაციაა.
პრედმენსტრუალური სინდრომის საბრძოლველად კიდევ ერთი ნაბიჯია – სასქესო ჰორმონების მიღება. ასეთი მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჰორმონოთერაპიის მიზანი

არის მენსტრუაციის წინა სინდრომის ფიზიკური სიმპტომების აღმოფხვრა.
ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) დანიშვნა, რომლებიც დროებით „გამორთავენ“ საკვერცხეების ფუნქციებს და საკუთარ თავზე აიღებენ მენსტრუალური ციკლის რეგულირების ამოცანას.
ამის წყალობით, სასქესო ჰორმონების დისბალანსი, რამაც გამოიწვია მენსტრუაციის წინა სინდრომის გამოვლენა, ქრება.
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას უწევენ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებას.

მძიმე შემთხვევებში, როდესაც კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღება შეუძლებელია ან არაეფექტურია, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პროგესტინული პრეპარატები ან გონადოტროპინ-რილიზინგ ჯგუფის აგონისტი ჰორმონები.
ასეთი მკურნალობის ეფექტურობა 85% -ს აღწევს, თუმცა ამგვარი პრეპარატების გრძელვადიანი გამოყენება ხანდახან გვერდით მოვლენებს იწვევს, ამიტომ მათ არ ნიშნავენ ნახევარ წელზე მეტი ვადით. გინეკოლოგიური დაავადებები


webმენსტრუაციის წინა სინდრომი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

გაფრთხილება!