რატომ გახშირდა აბორტები?

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სპერმიციდები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა, რომელიც ხდება განსაზღვრულ ვადაზე. თუ პოტენციური მომავალი დედა, რაიმე მიზეზით, გადაწყვეტს ორსულობის შეწყვეტას, მაშინ სასურველია ორსულობის დადგენისთანავე მიმართონ გინეკოლოგს.
რა თქმა უნდა, აუცილებელია აბორტისათვის მყარი მიზეზების ქონა, ხოლო მისი ჩატარება კი აუცილებელია სპეციალიზირებულ კლინიკაში, სანიტარიული სტანდარტების სათანადო დაცვით და  გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აბორტის სხვადასხვა გართულებების ალბათობას.

ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულმა ქალმა შეიძლება შეწყვიტოს ორსულობა, დაწყებული მე -2 კვირიდან და მე -12 კვირამდე. ეჭვგარეშეა, რაც უფრო ადრე გადაწყვიტავს ქალი, მით უკეთესია. ასე რომ, ორსულობის მე- 4-7 კვირაზე, სასურველია ჩატარდეს მედიკამენტოზური აბორტი. უფრო გვიან ვადებზე კი შესაძლებელია ვაკუუმ-აბორტი ქალის სურვილით, ან სამედიცინო ჩვენებით.

აბორტის მთავარ სამედიცინო მიზეზს, ადრეულ ვადებზე წარმოადგენენ დედის სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბავშვის განვითარებაზე (მაგალითად, წითურა).

დაწყებული ორსულობის მე-12 -ე კვირიდან 22-ე კვირამდე, აბორტი ჩვენს ქვეყანაში დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, რასაც მიეკუთვნება:

  • გულის მძიმე დაავადებები (სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, ქრონიკული ჰიპერტონია, გულის მანკი);
  • ღვიძლის სტრუქტურისა და სისხლის ცირკულაციის დარღვევა;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
  • შარდ-კენჭოვანი, ღვიძლ-კენჭოვანი დაავადებები, პიელონეფრიტი;
  • 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული;
  • ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნე;
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიები;
  • გრძნობის ორგანოების დაავადებები;
  • გენეტიკურად განპირობებული დაავადებები ნივთიერებათა ცვლის, სისხლის, ნერვული სისტემის და სხვა;
  • სიფილისი გადამდებ ფორმაში.

აბორტის ნებადართულ მიზეზებს გვიან ვადებზე შეიძლება მიეკუთვნებოდეს ინვალიდობა, სიბრმავე და სიყრუე დედის, რაც ხელს შეუშლის ბავშვის სრულყოფილ აღზრდასა და უზრუნველყოფაში.

ხდება ისეც, რომ ოჯახური წყვილები, სადაც მეუღლეებს ერთმანეთი ნამდვილად უყვართ, მაინც მიმართავენ აბორტს, რასაც ხსნიან არასტაბილური მატერიალური მდგომარეობით.

ხშირად ქალები, რომლებსაც ერთი შვილი შეეძინათ, მალევე ორსულდებიან, იკეთებენ აბორტს, ვინაიდან არ აქვთ საშუალება ორი შვილის შენახვის. სამწუხაროდ, თანამედროვე რეალობაში ეს არ არის იშვიათი. ახალგაზრდა დედები ცდილობენ სწრაფად შეწყვიტონ ძუძუთი კვება და სადმე დაიწყონ მუშაობა, რათა დაეხმარონ მეუღლეს ოჯახის შენახვაში.

აბორტის სოციალურ მიზეზებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს შვილის ყოლის შეუფერებელი ასაკი, ცუდი მატერიალური მდგომარეობა, ქალის განზრახვა მიიღოს განათლება ან აიწყოს კარიერა, მომავალი ბავშვის მამასთან რაიმე ურთიერთობის არქონა, სხვა შვილების ყოლა და მათი რაოდენობა, ემოციური გაუწონასწორებლობა, მშობლებთან ურთიერთობა, რელიგიური შეხედულებები.

ზოგჯერ აბორტის მიზეზი ხდება ელემენტარული კონტრაცეფციის წესების არ ცოდნა. აბორტის სოციალურ მიზეზებს მიეკუთვნება ასევე  გაუპატიურება, ან ინცესტი.


webრატომ გახშირდა აბორტები?
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!