როგორ ავიცილოთ არასასურველი ორსულობა?

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სპერმიციდები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

საუკეთესო მკურნალობა – პრევენცია

გავიხსენოთ მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: საუკეთესო მკურნალობა – ეს პრევენციაა.
დღეს დღეობით არსებობს დიდი რაოდენობით თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდები. ისინი შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

  • ბუნებრივი მეთოდები – როგორც წესი, ეფუძნება მენსტრუალური ციკლის ფაზის განსაზღვრას ან სქესობრივი ურთიერთობის გაწყვეტას. ისინი საკმაოდ არასაიმედოა და არ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. მიუხედავად ამისა, ამ მეთოდს იყენებს ქალების დიდი ნაწილი.
  • ბარიერული მეთოდები – ეფექტურია ორსულობისაგან თავის დასაცავად, ხოლო კონდომები – ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან დასაცავად. მათი ეფექტურობა დამოკიდებულია მათ  სწორ მოხმარებაზე. ხშირად ისინი რეკომენდებულია სხვა, უფრო ეფექტურ საშუალებებთან კომბინაციაში.
  • საშვილოსნოსშიგა საშუალებები.  ამ მეთოდების ეფექტურობა მაღალია, მაგრამ ისინი არ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.
  • ჰორმონული მეთოდები – ძალიან ეფექტურია, მაგრამ ასევე არ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. ამ მეთოდებს მიეკუთვნება ორალური კონტრაცეპტივები (ტაბლეტები), პლასტირები, ვაგინალური რგოლები, იმპლანტები და გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდები.

აბორტი

კონტრაცეფციის პრობლემა სულ უფრო მეტ ყურადღებას იღებს. თუმცა აბორტი – ეს არა მხოლოდ სერიოზული სოციალური პრობლემა, არამედ ქალისათვის რთული მორალური არჩევანია.  ასევე დიდი რისკია შემდგომში შვილის ყოლის უნარის დაკარგვის თვალსაზრისით.
ამ რისკის ქვეშ ბევრი მოზარდია – ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც დაორსულებისას წყვეტენ აბორტის გაკეთებას. ასეთი შემთხვევები ასობით ათასია. ხშირ შემთხვევაში მოვლენების ასეთი დრამატული განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ქალებსა და გოგონებს ეცოდინებათ გადაუდებელი კონტრაცეფციის არსებობის შესახებ.
ასეთი საშუალების მოქმედ ნივთიერებად გამოიყენება ან ჰორმონ-აქტიური ნივთიერებები (ტაბლეტის ფორმით), ან სპილენძის შემცველი საშუალებები (საშვილოსნოსშიდა საშუალებების სახით).

 მოქმედების პრინციპი

გადაუდებელი კონტრაცეპტივების მოქმედების პრინციპია ჩასახვის პროცესის ძირითადი ეტაპების დათრგუნვაა – კერძოდ, ოვულაცია (კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება სავერცხეებიდან) და იმპლანტაცია (განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება ენდომეტრიუმზე).
ამგვარად, კვერცხუჯრედი ან რჩება საკვერცხეში, სადაც შეუძლებელია მისი კონტაქტი სპერმატოზოიდთან, ან თუ კონტაქტი უკვე მოხდა, არ მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და ორსულობა არ განვითარდება.
ეფექტურობა და მოხმარების სიმარტივე (მხოლოდ ერთი ტაბლეტი), და კიდევ დაუცველი კონტაქტის შემდეგ გამოყენება, კონტრაცეფციის ამ მეთოდს ღირებულს და მნიშვნელოვანს ხდის.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ასევე ხშირი გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. 
ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


webარასასურველი ორსულობა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!