უმადობა ბავშვებში

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები


უმადობა ბავშვებში

საკვებისადმი გულგრილი დამოკიდებულება შესაძლოა ბავშვის პიროვნული თავისებურება იყოს, მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმში არსებულ დისბალანსზე მიუთითებს ხოლმე. ბავშვის მადაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, განსაკუთრებით კი ნერვული და კუჭ-ნაწლავის სისტემები.
ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ შიმშილის და დანაყრების პროცესების მთავარი მარეგულებელი, გარდა ამისა ის გასტრონომიულ გემოვნებაზეც ახდენს გავლენას.

ასე მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ორგანიზმში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც ამაღლებს გამძლეობას სტრესისადმი) რაოდენობას ზრდის, ამიტომაცაა, რომ აღგზნებად ბავშვებს უყვართ ცომეული და ტკბილეული. მათთვის საფუძვლიანი კვების ორგანიზება ხშირად რთულია, რადგან ნებისმიერი წვრილმანი იპყრობს მათ ყურადღებას და არღვევს ჭამის პროცესზე კონცენტრაციას (თუმცა ნებისმიერი ბავშვი, დაღლილობის, ან აღგზნების შემთხვევაში, შესაძლებელია უარს ამბობდეს ჭამაზე, ზურგს აქცევდეს თეფშს).
ნერვული სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის სისტემასთან, გავლენას ახდენს მონელებისათვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფაზე – საკვები, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევთ, უკეთ აითვისება.
და პირიქით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ბალანსის დარღვევა ან დაავადება, იწვევს მადის დაქვეითებას.
შესაძლოა, ბავშვი უარს ამბობდეს რომელიმე პროდუქტზე, თუ მისი მონელების სისტემა მას ვერ ერევა (ხშირად რძე არ უყვართ, ორგანიზმის მიერ მისი აუთვისებლობის შემთხვევაში). უმადობა ჩნდება, ავადმყოფობის დროსაც, როდესაც ორგანიზმის მთელი ძალისხმევა მიმართულია გამომწვევთან ბრძოლაზე.

უმადობის პრობლემა, პედიატრთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.

უმადობა ბავშვებშიექიმთან ვიზიტამდე, ეცადეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩაიწეროთ, რას და რა რაოდენობით მიირთმევს თქვენი პატარა. ექიმი შეაფასებს რაციონს და გირჩევთ, საჭიროების შემთხვევაში, როგორ გამოასწოროთ ის. ხშირად ისეც ხდება, რომ პატარას უმადობას დაუმსახურებლად აბრალებენ.
ბავშვის მადას უმეტესწილად მშობლები აყალიბებენ, ამიტომ დაეხმარეთ მას სწორად განეწყოს საკვებისადმი.
დააწესეთ კვების რეჟიმი, მაგრამ ბავშვის არჩევანიც გაითვალისწინეთ, მაგ.: ნუ დააძალებთ მსუყე სადილს, თუ მას ხშირად და მცირე პორციებით უყვარს ჭამა.
გაითვალისწინეთ, ბავშვის ნერვული სისტემის თავისებურებები. აღგზნებულ ბავშვს მიეცით საშუალება დამშვიდდეს და მხოლოდ შემდეგ დასვით მაგიდასთან.
ეცადეთ სუფრასთან რამით დააინტერესოთ: ფერადი ჭურჭლით, კერძების ლამაზად გაფორმებით, ახალი გემოებით. არ გამოიყენოთ ტკბილეული წახალისების მიზნით (“მიირთვი სუპი – მიიღებ კანფეტს”).
ბავშვის თვალში ტკბილეულს არ უნდა ენიჭებოდეს, მთავარ კერძზე დიდი მნიშვნელობა.
თუ პატარა კატეგორიულ უარს აცხადებს რომელიმე პროდუქტზე, ნუ აძალებთ.
ექიმთან ერთად შეარჩიეთ მისი შემცვლელი. მშობლებისათვის ბავშვის “უჭმელობა”  ძალიან პრობლემური თემაა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მოთმინებას.
გთავაზობთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ბავშვის კვების პროცესი ორივე მხარესთვის ნაკლებად სტრესული გახადოთ.

1. არ იომოთ

თავიდანვე პირობა დადეთ – არ გააჩაღოთ ომი კვების თემის ირგვლივ.

2. მოთმინება

ხშირად, თქვენი პატარას თავისუფლების დეკლარაცია ეწინააღმდეგება თქვენს გეგმებს მის მენიუსთან დაკავშირებით.
შედეგად – ტირილი და ცრემლი.
ბავშვი გიწყობთ გამოცდებს, სცდის თქვენ მოთმინებას თავისი განვითარების ყველა ეტაპზე. თუ ბავშვის ქცევა შეესაბამება მის ასაკს, ეცადეთ სუფრასთან კაპრიზები მშვიდად მიიღოთ.

3. არასოდეს არ გამოამჟღავნოთ, რომ მოთმინებას კარგავთ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღარც ძალა და აღარც მოთმინება გაგაჩნიათ, ბოლომდე მტკიცე და მშვიდი პოზიცია შეინარჩუნეთ. ყველანაირად ეცადეთ დამალოთ გაღიზიანება. პატარები დიდი მანიპულატორები არიან და სანამ თქვენი შვილი ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მის მიერ, იმ ერთი კოვზი წვნიანის თუ ბოსტნეულის შეჭმა, ის სიჯიუტეს გამოავლენს. უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლია ასე ქცევა. თუ ყველაფრის მიუხედავად, ბავშვმა არ მიირთვა, არაფერი შეიმჩნიოთ და დროის რაღაც მონაკვეთში კიდევ სცადეთ.

4. აჭამეთ ბავშვს, მხოლოდ მაშინ როცა მშიერია

მიაჩვიეთ პატარა მიირთვას საკვები, მხოლოდ შიმშილის შემთხევაში. ყველა ჩვენთაგანი იბადება ინდივიდუალური კვების მოთხოვნილებით. ეს ჩვევა ზრდასრულობაშიც გამოადგება, როდესაც შიმშილის შინაგანი სიგნალები ხშირად, გარე სიგნალებით ინაცვლება. ზრდასრულები ხშირად მიირთმევენ ხათრის, თვალხარბობის გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ ჭამის დრო დადგა.

5. უარის მიზეზი

როდესაც პატარა უარს ამბობს ჭამაზე, ეცადეთ გაარკვიოთ რაში მდგომარეობს უარის მიზეზი:

  • ბავშვი დანაყრდა – როდესაც პატარა დანაყრდა და მას ჯერ შესაბამისი ლექსიკონი არ გააჩნია, იმისათვის რომ ეს გაგაგებინოთ, იყავით ლმობიერნი.
    როცა წამოიზრდება, ასწავლეთ დანაყრების ზრდილობიანი გამოხატვა.
  • ცუდ განწყობაზეა – თუ ბავშვი ცუდ გუნებაზეა, ეს კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის საკვების მიღების პროცესს.
    ასეთ შემთხვევაში გამოიჩინეთ მოთმინება და თუ საჭიროა ცოტა ხნით გადადეთ კვება.
  • შემთხვევითობა – ყველაზე ხშირ შემთხვევაში საჭმელს ყრიან, აფურთხებენ, ისვრიან ძალიან პატარები, თუმცა ამგვარი ქცევა მოზრდილებშიც გვხვდება.
    თუ მსგავსი რამ ერთჯერადად მოხდა, პატარას არ გაუბრაზდეთ, შესაძლოა უბრალოდ შემთხევაა. მშვიდად ააყენეთ სუფრიდან და აუხსენით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.

6. არ შეწყვიტოთ მცდელობა

წინასწარ მოემაზადეთ იმისათვის, რომ  ბევრი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რამდენი კოვზი საჭმელი მიირთვა თქვენმა პატარამ, არამედ ისიც, რომ თქვენ გამოიმუშავებთ მოთმინების უნარს სტრესულ სიტუაციაშიც კი, გულისხმიერები იქნებით თქვენი შვილის მიმართ იმდენად, რამდენადაც საჭიროა და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა.

7. მაგალითი

როგორ მივაღწიოთ იმას, რომ პატარა სიამოვნებით მიირთმევდეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვებს? ხშირად მოამზადეთ ასეთი საკვები არა მხოლოდ პატარასთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. ხშირად მიირთვით ჯანსაღი კერძები სუფრასთან ბავშვთან ერთად, ოჯახის წევრების მადიანი და ხალისიანი განწყობა ჯანსაღი საკვებისადმი თვალსაჩინო უნდა იყოს მისთვის.

8. მოარიდეთ ბავშვის თვალს

ან სულ ნუ შეიძენთ ისეთ საკვებს, რომელიც არ გსურთ, რომ მიირთვას (ტკბილეული, ჩიპსები, კრეკერები და სხვა).

9. გრძელვადიანი პერსპექტივა

ეცადეთ, მოცემული სტრატეგიები პრაქტიკაში სულ გამოიყენოთ, დამატებითი საკვების რაციონში შეყვანის დღიდან.
კვების პროცესს შეხედეთ, როგორ სრულმეტრაჟიან ფილმს და არა როგორც ცალკეულ კადრს. თანდათან მიაგნებთ  ამ საჭირო და რთული პროცესის ორგანიზების ხერხს.
იქნება იღბლიანი და უიღბლო დღეებიც.
პატარა ბავშვების დამოკიდებულება ჭამისადმი ზოგჯერ ყოველდღიეურად იცვლება. იყავით  პოზიტიურები და ორიენტირებულები პროგრესსზე.

წყარო: http://ampluskids.blogspot.com/2014/09/blog-post_23.html; გადასვლა >> ბავშვი