ალლევა / ALLEVA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალლევა / ALLEVA-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ალლევა / ALLEVA-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
წამლის ფორმა
სიროფი
აღწერილობა: მუქი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის სიროფი გრეიფრუტის სუნით.


ჰელოუ   აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
150 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ცაცხვის ყვავილის კონცენტრირებული ექსტრაქტი – 4,590 მლ;
ბარამბოს კონცენტრირებული ექსტრაქტი – 4,455 მლ;
გვირილას კონცენტრირებული ექსტრაქტი – 4,455მლ;
პასიფლორას ექსტრაქტი – 1.5 გრ;
სვიის ექსტრაქტი – 750 მგ;
ტკბილი ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი – 750 მგ;
ლავანდას ექსტრაქტი – 750 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, არომატიზატორი „გრეიფრუტი”, მალტიტოლი, სუკრალოზა, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ალლევა – დამამშვიდებელი მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით.
ცაცხვის ყვავილს გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი მოქმედება. ბიოფლავონოიდების შემცველობის ხარჯზე ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. ამცირებს მოძრაობით მოუსვენრობას, ზრდის ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ცაცხვის ყვავილის მრავალფეროვანი მოქმედება განპირობებულია ექსტრაქტის ქიმიური შემადგენლობით: გლიკოზიდები, ტანინები, კაროტინი და ასკორბინის მჟავა (ვიტამინები A და C), საპონინები, ფლავონოიდები, კუმარინი, აგრეთვე, ეთერზეთები და მიკროელემენტები.
ბარამბო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხსნის თავის ტკივილს, ახასიათებს ოფლმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და წარმოადგენს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, შემკვრელი, სისხლდენის შემაჩერებელი ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება. გვირილას შემადგენლობაში შედის ცილები, ეთერზეთები და სხვა ნივთიერებები. გვირილას შემდაგენლობაში შემავალი ეთერზეთი აზულენი (ხამაზულენი) განაპირობებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხოლო აპიგენინი და აპინინი – სპაზმოლიზურ მოქმედებას.
პასიფლორა შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ – ვიტეკსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცნს-ზე, აღადგენს ძილის ნორმალურ მიმდინარეობას, ამცირებს მოუსვენრობას და ნევროზულ მდგომარეობას, ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.
სვიას გააჩნია დამამშვიდებელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მატონიზებელი მოქმედება. ასევე გამოიყენება მადის გასაუმჯობესებლად.
ფორთოხლის ყვავილი აუმჯობესებს გულის მუშაობას.
ლავანდას გააჩნია დამამშვიდებელი და საძილე ეფექტი, ახდენს ტკივილის კუპირებას. მისი გამოყენებისას უმჯობესდება მადა, ხდება მჟავიანობის ნორმალიზება, არტერიული წნევა.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ალევას მოქმედება განპირობებულია კომპონენტების საერთო თვისებებით, ამიტომ კლინიკური დაკვირვების წარმოება ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ალლევა ნაჩვენებია დამამშვიდებელი საშუალების სახით იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ:

  • ნევროზული მდგომარეობები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასკოლო ასაკში), რომელთაც თან ახლავს მოძრაობითი და ფსიქიკური აგზნება;
  • ძილის დარღვევა (ჩაძინების გაძნელება, ზედაპირული ძილი);
  • ნეიროცირკულატორული დისტონია;
  • მომატებული ქალასშიდა წნევა.

მიღების წესი და დოზირება

სიროფი მიიღება შიგნით, კვების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სიროფის გახსნა წყალში, ხილის წვენში, ბავშვის საკვებში.
1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები – 2,5 მლ 1-3-ჯერ დღეში.
1-3 წლის ასაკის ბავშვები – 5 მლ 1-2-ჯერ დღეში.
3-6 წლის ასაკის ბავშვები – 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები – 5 მლ 3-4 ჯერ დღეში.
სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ჭიქა 5, 10, 15 მლ-იანი დანაყოფებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი კარგად გადატანება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითება:
ბუნებრივი კომპონენტების შემცველობის გამო შესაძლებელია ფლაკონში ნალექის წარმოქმნა, გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონი შენჯღრევა.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვთა ასაკში მისაღებად. ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე პრეპარატის ზემოქმედება შესწავლილი არ არის.

გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმშემთხვევაში, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი განკუთვნილია პედიატრიულ პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცენტრალური ნერვული სისტემის დამრთგუნველ საშუალებებთან, როგორიცაა, ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის დამამშვიდებელი და საძილე ეფექტები.

დოზის გადაჭარბება
პრაპარატ ალლევას დოზის გადაჭარბების შემთხევევბი არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: გამა, სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია „როტაფარმი“, დიდი ბრიტანეთი („ROTAPHARM“, Great Britain)

გაფრთხილება