ნადიკლოქსი / NADICLOX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფუზიდის მჟავა/ fusidic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 გ მალამო შეიცავს:
ფუზიდის მჟავის ნატრიუმის მარილი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი, ვაზელინი, თხევადი ვაზელინი.

ჩვენებები:
ფუზიდის მჟავა ნაჩვენებია კანის ადგილობრივი, განსაკუთრებით, სტაფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ფურუნკული, იმპეტიგო, პიოდერმია, აბსცესები, ფოლიკულიტი, ინფიცირებული აკნე, ინფიცირებული ჭრილობები და ა.შ.

დოზირების რეჟიმი:
დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, 2-3-ჯერ დღეში, თხელი ფენის სახით.
განკუთვნილია კანზე წასასმელად.
რეკომენდებულია მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა – 8 დღე.

გვერდითი მოვლენები:
ფუზიდის მჟავა კარგად გადაიტანება და იშვიათად იწვევს ჰიპერსენსიტიურობის რეაქციებს. უნდა ერიდოთ ხანგრძლივ მკურნალობას და დიდი ზედაპირების მკურნალობას, განსაკუთრებით, ბავშვებში (მათი ღვიძლის ჩამოუყალიბებელი ფუნქციის გამო), ვინაიდან ღვიძლის მხრივ არასასურველი ეფექტების შესაძლებლობა სრულად ვერ გამოირიცხება.

უკუჩვენებები
ჰიპერსენსიტიურობა ფუზიდის მჟავის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და მრავალწლიანმა კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფუზიდის მჟავას ტერატოგენული ეფექტები არ აქვს. მიუხედავად ამისა, ორსულებთან გამოყენებას უნდა ერიდოთ.
ძუძუთი კვება: ფუზიდის მჟავა უკუნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის ინფექციის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია ამ სამკურნალო საშუალების თვალზე ან ქუთუთოს შიგნით წასმა.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა;
ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ურთიერთქმედებები უცნობია.

გამოშვების ფორმანადიკლოქსი მალამო 2% 15 გ ტუბში.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია

გამოშვების ფორმა: 2% (20მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება