აპეტიტ პლუსი / Appetite Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპეტიტ პლუსი / Appetite Plus-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აპეტიტ პლუსი / Appetite Plus-ის გამოყენების რეკომენდაცია
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
5 მლ-ის შემადგენლობა:
Fennel (Foeniculum vulgare)………კამა 25მგ;
Vidanga (Embelia ribes)……………..ვიდანგა 25მგ;
Nutsedge (Cyperus  rotundus)……..მრგვალი თავნასკვა 20მგ;
Cumin (Cuminum cyminum)………ნამდვილი ძირა 20მგ;
Long pepper (Piper longum)……….გრძელი წიწაკა 20მგ;
Ajwain (Trachyspermum ammi)…..ინდური კვლიავი 20მგ;


აპეტიტ პლუსი / Appetite Plusაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება:   კამა მდიდარია თიამინით, კაროტინით, ნიკოტინის, ფოლიუმის, ასკორბინის მჟავით, ასევე შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ნახშირწყლებს, კვერცეტინს, პექტინებს, ლინოლეის, ოლეინის მჟავებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. კამა საუკეთესო საშალებაა მადის მოსამატებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ხელს უშლის ნაწლავებში აირების დაგროვებას, აძლიერებს პერისტალტიკას. ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას. ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით. ვიდანგა აქტიურად გამოიყენება აიურვედულ მედიცინაში პარაზიტების, ანემიის და და ანორექსიის სამკურნალოდ. მრგვალი თავნასკვა შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ეთერულ ზეთებს. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს მადის მომატებას. გამოიყენება დიარეის, დიზენტერიის, მალაბსორბციის დროს, ნაწლავური პარაზიტების დროს. აგრეთვე ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული თვისებებით. ხასიათდება ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. ნამდვილი ძირა შეიცავს მონოტერპენ ჰიდროკარბონებს, ცხიმოვან მჟავებს, ალდეჰიდებს, კეტონებს, ესთერებს, დიეტურ ბოჭკოს, ფლავონოიდებს, იზოფლავონოიდებს. ამაღლებს იმუნიტეტს, გამოიყენება უმადობის, მეტეორიზმის, საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ხსნის პირღებინებას. გრძელი წიწაკა მდიდარია ესენციური ზეთებით, მონო და სესქუიტერპენებით, პიპერლონგუმინით, პიპერლოგუმინინით. ზრდის მადას, ამაღლებს იმუნიტეტს, გამოიყენება საჭმლის მონელების დაღვევის დროს, ხელს უწყობს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საკვების პასაჟს, აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას. ინდური კვლიავი შეიცავს ეთერულ ზეთებს, ცილებს. თიმოლს რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა.  გამოიყენება დისპეპსიის, დიარეის მუცლის ტკივილების დროს. ზრდის მადას. ხასიათება ანტიფუნგალური, ანტიმიკრობული და ანტიჰელმინთური მოქმედებით. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას, ხასიათდება ნაღვლმდენი ეფექტით. აუმჯობესებს პერისტალტიკას.
აპეტიტ პლუსი კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერებით, ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესების გზით, საკვების პასაჟის სწრაფი გადაადგილების ხარჯზე აუმჯობესებს მადას, შესაბამისად ძლიერდება ბავშვის იმუნური სისტემა, ხელს უწყობს სხეულის წონის მომატებას და ბავშვის სიმაღლეში ზრდას. აპეტიტ პლუსი აქრობს გულის რევის შეგრძნებას.

აპეტიტ პლუსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
მადის დაქვეითება;
ანორექსია;
საჭმლის მონელების დარღვევა;
ბავშვის ზრდა განვითარებაში ჩამორჩენა;
ინფექციური დაავადების შემდგომი პერიოდი;

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა  შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
აპეტიტ პლუსი მიიღება 6 თვიდან, კვებისგან დამოუკიდებლად
6 თვიდან 1 წლამდე -1,25 მლ 2-ჯერ დღეში
1 წლიდან 2 წლამდე- 2,5 მლ 2-ჯერ დღეში
12 წლამდე 5 მლ- 3-ჯერ დღეში
მოზრდილები -10მლ 3-ჯერ დღეში

შენახვის წესი:  შეინახეთ თავდახურულ მშრალ და გრილ, ბავშებისგან მიუწვდომელ ადგილას. აპეტიტ პლუსი ვარგისია გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
ვადა მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ ბოთლში. მზომ ჭიქასთან ერთად

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება