ბონ ბეიბი / Bone baby

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბონ ბეიბი / Bone baby-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბონ ბეიბი / Bone baby-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები


ბონ ბეიბი / Bone baby სიტყვა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: სუსპენზის ყოველი 10 მლ. შეიცავს
კალციუმი (კალციუმის ციტრატი)….. 300 მგ.
მაგნიუმი (მაგნიუმის ჰიდროქსიდი)….. 150 მგ.
თუთია (თუთიის გლუკონატი)……… 6 მგ.
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)…  3,6 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის გარეშე. ანალოგიურად, თუთიის მოქმედება კანსა და თმაზე დაკავშირებულია კალციუმისა და მაგნიუმის არსებობასთან. კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ნაადრევი ჭინთვებისა და მშობიარობის პროფილატიკისთვის ორსულ ქალებში. ვიტამინ B6-თან ერთად მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში და ხელს უწყობს მათ დაშლას. მაგნიუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო, სედაციური ეფექტი; უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას; ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას; მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, თირკმელებში ქვების წარმოქმნის პრევენციას; აუმჯობესებს ცერებრულ მეტაბოლიზმს.
თუთია ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების წარმოქმნისთვის, მათი ფორმირებისთვის. თუთია საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებისთვის, ცხიმის ჯირკვლების აქტივობის რეგულირებისთვის; საჭიროა ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს; აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის აბსორბციისთვის, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.

გამოყენების ჩვენებები:
– კალციუმის და/ან ვიტამინი D3 –ის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
– ოსტეოპოროზისა და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

დოზირება და მიღების წესი:
12 წლის ზევით, 10 მლ. 2-3 _ჯერ დღეში.
მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.

ღვიძლის ფუნქციადარღვეულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს. თირკმლის ფუნქციადარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი ბონ ბეიბი თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D3 ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენება: არ შეიძლება გამოყენება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას, ჰიპერკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს, თირკმელების დაავადებების დროს, შარდ-კენჭოვანი დაავადებისას, პარათიროიდული ჯირკვლების დაავადებების დროს, მეტასტაზური სიმსივნეების დროს ძვლებში, D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის დროს.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ პრეპარატის ფლაკონი.

შენახვის წესი: შეინახეთ ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°ჩ –ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: სუსპენზია ბანანის გემოთი, 150 მლ-იან ბოთლში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება