ბრონქომაქსი / BRONKHOMAX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქომაქსი / BRONKHOMAX-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბრონქომაქსი / BRONKHOMAX-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ფიტოპ


ბრონქომაქსი / BRONKHOMAX აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


რეპარატები

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს ძირტკბილას ექსტრაქტი (Glycyrrhiza glabra):125.0 მგ; ვიზიცინის ექსტრაქტი (Adhatoda vasica):75.0 მგ; რეჰანის ექსტრაქტი (Ocimum sanctum):25.0 მგ; კოჭას ექსტრაქტი (Zingiber officinale):5.0 მგ; წიწაკის ექსტრაქტი (Piper longum):10.0 მგ; პიტნის ექსტრაქტი (Mentha arvensis):5.0 მგ; ალბიციას ექსტრაქტი (Albizia lebbeck):15.0 მგ; კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa):15.0 მგ; კანტაკარის ექსტრაქტი (Solanum xanthocarmum):25.0 მგ. ნატურალური ფიჭვის თაფლი 125 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი გლუკოზა (გოგირდის დიოქსიდის გარეშე), NF (GF 40), სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი (ტრინატრიუმის ციტრატი), პიტნის არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

დახასიათება: ბრონქომაქსი ფიტოპრეპარატია ცხრა მცენარის კომბინაციით. გააჩნია ამოსახველებელი, მუკოლიზური, ბრონქოლიზური, ანტიალერგიული, გაციებისსაწინააღმდეგო ეფექტი. ბრონქომაქსი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედების წყალობით ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოძევებას. ბრონქომაქსი ეფექტურად ამსუბუქებს ხველას და არ იწვევს ძილიანობას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბრონქომაქსი-ს შემადგენელი თითოეული მცენარე გამოირჩევა ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით. ბრონქომაქსი-ით მკურნალობის ფონზე სწრაფად მცირდება ხველის სიხშირე და ინტენსივობა; მცირდება ნახველის სიბლანტე და ადვილდება ამოხველება. ძირტკბილას ექსტრაქტი (Glycyrrhiza glabra) ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანტიალერგიული, ასთმისსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. ვიზიცინის ექსტრაქტს (Adhatoda vasica) გააჩნია მუკოლიზური, ამოსახველებელი, ბრონქოდილატატორული ეფექტი. რეჰანის ექსტრაქტს (Ocimum sanctum) აქვს გაციებისსაწინააღმდეგო, ხველის საწინააღმდეგო, ასთმის-საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას ექსტრაქტი (Zingiber officinale) გამოირჩევა ანტიალერგიული, გაციებისსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით.  წიწაკის ექსტრაქტს (Piper longum) აქვს ანტიალერგიული, ასთმის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.  პიტნის ექსტრაქტი (Mentha arvensis) გამოირჩევა გამაგრილებელი, დამამშვიდებელი, გაციების- საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედებით. ალბიციას ექსტრაქტს (Albizzia lebbeck) აქვს ამოსახველებელი, ასთმისსაწინააღმდეგო, ბრონქოდილატატორული, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa) ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც გაციებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, ასთმისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. კანტაკარის ექსტრაქტი (Solanum xanthocarmum) გააჩნია ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება; ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. ფიჭვის თაფლი არბილებს ხველას, ამსუბუქებს ყელის გაღიზიანებასა და ტკივილს, ამცირებს გაციების სიმპტომებს.

ჩვენებები: *რესპირაციული ტრაქტის ანთებითი დაავადებები * ბრონქიტი * ასთმის თანმხლები ხველა * მწეველთა ხველა * რესპირაციული ალერგოზი*.

დოზირება:  ბავშვებს   1 – 2 წელი: 1,25 მლ. 3-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით; 2 – 5 წელი: 2,5 მლ. 3-ჯერ დღეში; 5 – 12 წელი: 5 მლ. 3-ჯერ დღეში. მოზრდილებს 10 მლ. 3-ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: ბრონქომაქსი-ს სიროფის მიღების დროს არ არის საჭირო ხველის სხვა სიროფების მიღება. გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით  პრეპარატის მიღებისას რაიმე გვერდითი მოვლენა გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

გამოშვების ფორმა: – სიროფი 100მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება