მითები და რეალობა რუჯის შესახებ

♦ რაც მეტია რუჯი – უფრო მეტია ვიტამინი D

ულტრაიისფერი სხივები როგორც კი მოხვდებიან კანზე, მაშინვე იწყება D ვიტამინის გამომუშავების პროცესი.  ეს არის ერთადერთი „არასტანდარტული“ ვიტამინი, რომელიც არა მხოლოფ სხვადასხვა პროდუქტით მიიღება, არამედ გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. იმისათვის, რომ მიიღოთ დღიური ნორმა, საკმარისია მზის ქვეშ გაატაროთ 10-15 წთ. ასევე, ბრინჯაოსფერი რუჯით დაფარული კანი ხდება პრაქტიკულად შეუღწევადი და ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ძვლების გამაგრებისა და ზრდისთვის, მასში არ გამომუშავდება. სწორედ ამიტომ, ადამიანები რომლებიც ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში ქონდეთ რუჯი, ადრე აღმოჩნდებიან ძვლების დასუსტების წინაშე.

ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”.
”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.
ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  – ციტატის დასასრული. თუკი შვებულების გატარება გადაწყვიტეთ ზღვაზე, და ცხადია, გარუჯვასაც აპირებთ, ტურისტულ აფთიაქში არ დაგავიწყდეთ ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის“.


♦ შავგრემანებს შეუძლიათ უფრო ხანგრძლივად გაირუჯონ ვიდრე ქერებს

ღია ფერის კანის მქონე ადამიანები ნამდვილად არიან მიდრეკილნი მზით დამწვრობისკენ და შესაბამისად მელანომისკენ, ვიდრე მუქკანიანები. ევროპელებს შორის გამოყოფენ 3 ფოტოტიპს, რომელთა კლასიფიკაციაში მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოს კანის ფერს, არამედ თვალის ფერსაც.

I ტიპი – ღია მგრძნობიარე კანი ჭორფლებით, ღია-ცისფერი ან მწვანე თვალები, ღია და წითელი თმა. მათ უჭირთ გარუჯვა, თუმცა ადვილად იღებენ დამწვრობას. უსაფრთხო დრო, რომლის განმავლობაში ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ გაირუჯონ დამცავი კრემის გარეშე არის – 7 წთ.

წინამდებარე გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში მიმდინარე ფასდაკლებებით.  ♦ შეგახსენებთ: როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”

II ტიპი – ღია ფერის კანი, ნაკლები ჭორფლები და საერთოდ არ აქვთ, ღია-ყავისფერი ან წაბლისფერი თმა. რთულად ირუჯებიან, თავიდან კანი იღებს მოწითალო შეფერილობას, საკმაოდ მარტივად იღებენ დამწვრობას. მზის ქვეშ ყოფნა დამცავი მალამოს გარეშე შეუძლიათ 15წთ.

III ტიპი – შავგრემანი, მუქი თმით. კანი ადვილად ირუჯება, იშიათად იღებს დამწვრობას. დამცავის გარეშე შეუძლია გაირუჯოს 20წთ.

♦ რუჯი აფერხებს სიბერეს

ორგანიზმის დაბერება საერთო ჯამში რთული პროცესია, რომელზეც გარუჯვა ალბათ არ მოქმედებს. თუმცა, მზის დასხივების დროს კანში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც გავს დაბერებას. მედიცინაში გაჩნდა ტერმინი „ფოტოდაბერება“. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინტენსიური გარუჯვის ერთი სეზონი კანს აბერებს 6 თვით, ამიტომ 10 წლიანი პერმანენტული გარუჯვის გამო პირველი ნაოჭები სავარაუდოდ გაჩნდება 5 წლით ადრე, ვიდრე ბუნებრივი დაბერების დროს. ფოტოდაბერების პირველი ნიშნებია პიგმენტური ლაქები სახესა და კისერზე, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთდებიან და მუქდებიან. დერმატოლოგები გვირჩევენ გარუჯვამდე 1-2 დღით ადრე ან გარუჯვის დროს ყოველ 4 სთ-ში მიიღოთ E ვიტამინის კაფსულები. ის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კანის ელასტიურობა და ახალგაზრდობა.

♦ რუჯი იწვევს სიმსივნეს და სხვა დაავადებებს

ექიმების მტკიცებით მზის სხივებით ჭარბი დასხივება შეიძლება იწვევდეს კანის სიმსივნეს. თუმცა, თუ გამოიყენებთ მზისგან დამცავ კრემს და არ გაირუჯებით წყლულების გაჩენამდე, შეგიძლიათ გაცილებით მშვიადად იყოთ.

მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ მასტოპათიის (სარძევე ჯირკვლის დაავადება) მიზეზი შეიძლება იყოს რუჯი. სავარაუდოდ, ეს მითი დაკავშირებულია იმასთან, რომ თუკი მასტოპათია უკვე არსებობს მაგრამ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეიძლება თავი იჩინოს მზის აბაზანების ჭარბი მიღების შემდეგ. ინტენსიურმა რუჯმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი და დააჩქაროს რომელიმე დაავადების გამოვლენა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, მზის სხივები პირდაპირ არ ზემოქმედებენ სარძევე ჯირკვალზე. ერთადერთი საფრთხეა კერტების და არეოლების დამწვრობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს თავების ნახეთქები და სარძევე ჯირკვლის ანთებითი ცვლილებებიც კი.

♦ ზოგიერთი პროდუქტი აძლიერებს რუჯის მიღებას

ლამაზი, თანაბარი რუჯის მიღება მართლაც შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის დახმარებით. მაგალითად, სტაფილო და გარგარი მდიდარია ბეტა-კაროტინით. სანაპიროზე გასვლის წინ რეკომენდებულია ახლადგამოწურული წვენის მიღება, რათად რუჯი მიიღოთ სწრაფად და თანაბრად. რუჯის ეფექტის გაძლიერებაში ასევე დაგეხმარებათ პომიდორები; ისინი შეიცავენ ლიკოპენებს – მელანინის გამოყოფის მასტიმულირებელ ნივთიერებებს; შეგიძლიათ მიიღოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით. პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ თანაბარი რუჯის მიღებაში, ასევე მიეკუთვნება: ატამი, ყურძენი, ჭარხალი, ნესვი, საზამთრო, ისპანახი, მჟაუნა, სატაცური, ბროკოლი, გოგრა, მწვანე ბოსტნეული, მოცხარი, ციტრუსები, კივი, ბულგარული წიწაკა, უხეშად დაფქვილი პური, შვრია. ამ პროდუქტებში შედის ვიტამინები – A, C, E, PP და ფოლიუმის მჟავა, რომელთა ნაკლებობაც შეიძლება გახდეს „ლაქოვანი“ რუჯის მიზეზი. 

♦ ზოგიერთი მედიკამენტი აფუჭებს რუჯს

„ლაქოვანი“ რუჯის მიღება შეიძლება გამოიწვიოს მზის აბაზანების მიღებამ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, ჰორმონული კონტრაცეპტივების, ტრანკვილიზატორების, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღების დროს. შესაძლებელი სხვა ვარიანტიც – ფოტოდერმატიტი ან „მზის ალერგია“(კანის აქერცლილი ფენებით). შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, მასტოპათიის, გინეკოლოგიური დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების, ღვიძლის და თირკმლეზედა ჯირკვლების ქრონიკული დაავადებების დროს უმჯობესია გაირუჯოთ ქოლგის ჩრდილის ქვეშ. ასე მიიღებთ ულტრაიისფერი სხივების მინიმალურ დოზას, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტის ასამაღლებლად და თავს აარიდებთ მავნე დასხივებას.

♦ ღრუბლიან ამინდში გარუჯვა უსაფრთხოა

მზის სხივებში არის ორი ტიპის ულტრაიისფერი სხივი: UV-A, რომლიც დონეც პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული ამინდზე და UV-B, რომელიც აუცილებელია D ვიტამინის წარმოქმნისთვის, მისი რაოდენობა ნამდვილად იკლებს მოღრუბლულ ამინდში. UV-A სხივები ღრმად აღწევენ კანში, იწვევენ მის ადრეულ დაბერებას, ნაოჭების გაჩენას და ალერგიულ რეაქციებს. UV-B სხივები ხვდებიან მხოლოდ კანის ზედა ნაწილზე, მაგრამ იწვევენ დამწვრობას და ახდენენ სიმსივნური დაავადების პროვოცირებას. ამასთანავე, ღრუბლები ატარებენ ულტრაიისფერი გამოსხივების 80%-ს, ამიტომ დამწვრობის მიღება შესაძლებელია მოღრუბლულ ამინდშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ქოლგები და ხეების ჩრდილი საკმარისად არ იცავენ გაფანტული ულტრაიისფერი სხივებისგან: ქვიშა ირეკლავს მზის სხივების 20%-მდე. ამინდის მიუხედავად, ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის დროს რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალების მიღება – SPF, არანაკლებ 15-სა.

♦ შეუძლებელი უკვე დამწვარი კანზე განმეორებით დამწვრობის მიღება

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში გამომუშავდება პიგმენტი მელანინი, მის კონცენტრაციაზეა დამოკიდებული რუჯის ინტენსივობა. ძირითადი რუჯი – ეს არის მხოლოდ კანის რეაქცია ულტრაიისფერი სხივების მიმართ. რა თქმა უნდა, მელანინი თავის მხრივ არის ბარიერი მავნე UV-A სხივებისთვის, თუმცა კანისთვის დამატებითი დაცვა აუცილებელია.

♦ არ არის საჭირო მზისგან დამცავი კრემი, თუ ბევრს იცურავებთ

არსებობს აზრი, რომ წყალს შეუძლია მზისგან დაცვა და ამიტომ მათ, ვინც ბევრს ცურავს შეუძლიათ არ გამოიყენონ დამატებითი საშუალებები. სინამდვილეში ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ შეაღწიონ დაახლოებით 1მ სიღრმეში. ამიტომ, წყალში შესვლამდე და ამოსვლის შემდეგაც უნდა წაისვათ დამცავი კრემი.

♦ სანაპიროზე წასვლის წინ უნდა მოემზადოთ სოლარიუმში

უკვე დამწვარი კანის კვლავ დაწვის შესაძლებლობა ოდნავ მცირეა; ასეთი კანი იძენს დაცვის ფაქტორს არა უმეტეს 5SPF, ამიტომ მიღებული რუჯი არ არის კარგი დაცვა ხანგრძლივად ყოფნის დროს. რუჯი – ეს არის ულტრაიისფერი სხივებით კანის დაზიანების ნიშანი. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ირუჯება, ის იღებს ახალ დაზიანებებს. თანდათან ის გროვდება და ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას და კანის სიმსივნის განვითარების რისკის გაზრდას.

♦ მაღალი SPF-ის მქონე კრემი უფრო კარგად იცავს კანს

მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება იძლევა ყალბი დაცულობის შეგრძნებას. სინამდვილეში ციფრებს შორის განსხვავება, რომელიც აღნიშნავს დაცვის ფაქტორს, არც თუ ისე დიდია. მაგალითად, SPF 15 საშუალება იცავს UV_B სხივების 93%-ის შეღწევისგან; SPF 50-60 კი იძლევა დაახლოებით 98%-იან დაცვას. მზისგან დამცავი კრემების უმრავლესობა არ შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპლექსურ დაცვას UVA და UVB სხივებისგან, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე მაღალი შეღწევადობის უნარი და აღწევენ დერმის შუა შრეებამდე. სპეციალისტები გვირჩევენ წაისვათ დამცავი კრემი ყოველ 2სთ-ში, SPF-ის მაჩვენებლის მიუხედავად. 

♦ არა არის საჭირო წყალგაუმტარი საშუალებები ხშირი გამოცვლა

წყალგაუმტარი მზისგან დამცავი საშუალებები უზრუნველყოფენ დაცვას მხოლოდ ბანაობის დროს. თუმცა, ასეთი პრეპარატებიც კი ვერ ძლებენ ხანგრძლივად, ამიტომ უნდა წაისვათ ხშირად. დაცვის განახლება საჭიროა პირსახოცით შემშრალების შემდეგაც. დამცავ საშუალებებზე უნდა იყოს მითითებული მოქმედების ვადა – 40-80წთ. დერმატოლოგების აზრით, არცერთი საშუალები არ არის სრულად წყალგაუმტარი. გადასვლა >> საზაფხულო პოსტები